Connect with us

თავის მოვლა

საშინაო პილინგი: სახე ერთ დღეში რომ ბზინავდეს, ვიღებ 1 ჩ.კ…

ხარისხიანი საშინაო პილინგი ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან

ქალთა უმრავლესობა, გარკვეულ მომენტში, აღმოაჩენს, რომ მისი კანი აღარაა ისეთი ჯანმრთელი და მოელვარე, როგორც ადრე. ბევრი თვლის, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორება კრემების მუდმივი გამოყენებით შეიძლება, თუმცა ცდებიან. ადრე თუ გვიან, აუცილებლად დგება სახის ღრმა წმენდის საჭიროება.

სახის ღრმა წმენდის საუკეთესო საშუალებაა პილინგი. ზოგიერთი სალონის პროცედურებს ირჩევს, თუმცა ამ პროცედურების ჩატარება საშინაო პირობებშიც ძალიან მარტივია. ზოგადად, არსებობს საშინაო პილინგის უამრავი რეცეპტი, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ რეცეპტებზე, რომლებიც წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით მზადდება. ეს საკმაოდ აგრესიული საშუალებაა, ამიტომ აუცილებელია დოზებისა და გამოყენების ინსტრუქციის დაცვა.

როცა წყალბადის ზეჟანგი იწყებს კანთან რეაქციას, ამდიდრებს ეპიდერმისს ჟანგბადით. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ანადგურებს მავნე ბაქტერიებსა და მიკროორგანიზმებს. დაბერების პროცესი ნელდება. აკნესა და გამონაყარის მოსაშორებლად, წყალბადის ზეჟანგი სხვა ინგრედიენტებს უნდა შეურიოთ, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

თუ ყველაფერს რეცეპტის მიხედვით გააკეთებთ, წყალბადის ზეჟანგი არ გავნებთ. მას სულ რამდენიმე უკუჩვენება აქვს: ინდივიდუალური აუტანლობა, კუპეროზი, დერმატიტი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: წყალბადის ზეჟანგის მოქმედების შემდეგ, კანი ძალიან მგრძნობიარე იქნება მზის სხივების მიმართ, ამიტომ ნუ გახვალთ ღა მზეზე 1 დღის განმავლობაში მაინც.

კიდევ ერთი აუცილებელი ასპექტი:უნდა გამოიყენოთ მხოლოდ 3%-იანი ზეჟანგი, არც ერთი პროცენტით მეტი! დიდი კონცენტრაციის მქონე პრეპარატი, დიდი ალბათობით, კანს ავნებს და უსიამოვნო შეგრძებებს გამოიწვევს. ასევე, უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ ასეთი პილინგი არ უნდა გამოიყენოთ ძალიან ხშირად – ასე კანს გამოიშრობთ.

არ არსებობს ნიღბის ან პილინგის უნივერსალური რეცეპტი – ყველაფერი კანის ტიპზეა დამოკიდებული, ამიტომ შეარჩიეთ შესაფერისი რეცეპტი თქვენი კანისთვის.

პილინგი ცხიმიანი კანისთვის

შეურიეთ 2 ჩ.კ. ზეჟნგი 1 ჩ.კ. საკვებ სოდას. ეს ინგრედიენტები სწრაფად უნდა შეურიოთ და წაისვათ სახეზე. მოერიდეთ თვალის გარშემო კანს. ნიღაბი დაახლოებით 10 წუთით უნდა გაიჩეროთ, შემდეგ კი ნაზად და გულდასმით ჩამოირეცხოთ თბილი წყლით. ეს პილინგი კატეგორიულად არაა რეკომენდებული მშრალი ტიპის კანის მქონე ქალბატონებისთვის.

პილინგი პრობლემური კანისთვის

ათქვიფეთ საბავშვო ან გლიცერინიანი საპონი ისე, რომ სქელი ქაფი მიიღოთ. დაუმატეთ მიღებულ ქაფს 2-3 წვეთი წყალბადის ზეჟანგი და შეიზილეთ კანში წრიული მოძრაობებით, მოერიდეთ თვალის გარშემო ნაწილს. 15 წუთში ჩამოიბანეთ წყლით.

პილინგი დაღლილი კანისთვის

წყალბადის ზეჟანგისა და ღრუბელას(spongilla) ნაზავი დაგეხმარებათ არამხოლოდ კანის გაახალგაზრდავებასა და რელიეფის გათანაბრებაში, არამედ მოაშორებს ეპიდერმისს მკვდარ უჯრედებს და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანში. ზოგადად, ეს რეცეპტი ნებისმიეირ ტიპის კანისთვისაა შესაფერისი. აიღეთ 1ს.კ. ღრუბელას ფხვნილი და ამდენივე ზეჟანგი. შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შეიზილეთ კანში და ჩამოიბანეთ 15 წუთში. მოერიდეთ თვალებს.

რომელი რეცეპტიც არ უნდა აირჩიოთ, მისი გამოყენების შემდეგ აუცილებლად დაიტენიანეთ კანი.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.