Connect with us

თავის მოვლა

აზიური საუცხოო თმის სილამაზის საიდუმლო: თმა დიდხანს არ გაგიჭაღარავდებათ

ალბათ, ფერმენტირებული ბრინჯის წყლით (ბრინჯის ხარშვის შემდეგ დარჩენილი წყალი) თავის დაბანის იდეა თავში არ მოგივათ. ასეთი იდეა ჩვენ უცნაური გვეჩვენება, მით უმეტეს ახლა, როცა კოსმეტიკური საშუალების ბაზარი სხვადასხვა ტიპის თმისთვის შამპუნების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს.

რა თქმა უნდა, ბრინჯის წყალი ყველა ქალს არ უხდება, მაგრამ უძველესი დროიდან ის როგორც სოფლებში, ასევე საიმპერატორო სასახლეებში მცხოვრები აღმოსავლელი ქალების თმის სილამაზის საიდუმლოდ ითვლება.

სამხრეთ ჩინეთში, ჰუანსის პროვინციაში, სოფელ ჰუანლოში იაოს ხალხში ქალებს ერთი მსგავსება აქვთ – საოცრად გრძელი თმა, რომელიც 80 წლამდე არ ჭაღარავდება.

იაოს ქალები თვლიან, რომ გრძელი თმა კარგი ჯანმრთელობის, ბედნიერი ბედის და ხანგრძლივი ცხოვრების ნიშანია. ისინი თმას ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იჭრიან, როცა დაოჯახების ასაკს აღწევენ.

იაოს ხალხში თმის სიგრძე საშუალოდ 180 სმ-ია, ამიტომ სოფელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც „ყველაზე გრძელთმიანი სოფელი მსოფლიოში“. მათი თმის ჯანმთელობის საიდუმლოს ნაწილი ფერმენტირებული ბრინჯის წყლით დაბანაში მდგომარეობს.

აზიური სილამაზის საიდუმლოებები

საუკუნეების განმავლობაში ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მაცხოვრებელი ქალები თავს ბრინჯის წყლით იბანდნენ. ჩინეთის და იაპონიის დიდგვაროვანი ქალები ამ ტრადიციულ რეცეპტს მდიდრული და ხავერდოვანი თმის მისაღებად იყენებდნენ. ტანის დინასტიის ოქროს ხანაში ჩინელი ქალები ლამაზ, გრძელ თმას ატარებდნენ.

სარგებელი ჯანმრთელობისთვის

ბრინჯის წყალი შეგიძლიათ სახის, სხეულის და თმის დასაბანად გამოიყენოთ. ბრინჯის წყალი სახის კანს არბილებს და მის გარეგნულ მხარეს აუმჯობესებს, ფორებს ავიწროებს და სახეს უფრო გლუვს ხდის.

ფერმენტირებული ბრინჯის წყალი – არის წყალი, რომელმაც დუღილის მცირე პროცესი გაიარა. ის ანტიოქსიდანტებით, მინერალებით და E ვიტამინით მდიდარია. ეს მკვებავი ნივთიერება ნაწიბურების შეხორცებას, ნაოჭების შემცირებას, ანთების გაქრობას ხელს უწყობს და კანს ჯანსაღ ფერს ანიჭებს.

რაც შეეხება თმას, ფერმენტირებული წყალი თმას არა მხოლოდ ბზინვარეს ხდის, არამედ მის ზრდას ხელს უწყობს და ელასტიკურობას ანიჭებს.

ბუნებამ ლამაზი თმით არ დამაჯილდოვა, ამიტომ დიდი ინტერესით ვიყენებ ნატურალურ პროდუქტებზე დაფუძნებულ რეცეპტებს, რომლებიც თმის ცვენის შემცირებას ხელს შეუწყობენ. ფერმენტირებული ბრინჯის წყლით თავის დაბანის დაწყების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თმა უფრო რბილი, ძლიერი და დამჯერი გახდა.

ბრინჯის წყალი თმას წმენდს და არ აშრობს. ჩემი თმა მას მიეჩვია. როცა დროდადრო კვლავ შამპუნს ვიყენებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისინი თმას ბუნებრივ ცხიმს სრულად აშორებენ, შედეგად თმა ძალიან მტვრევადი და სუსტი ხდება. ამ შემთხვევაში დამატებითი ნიღბების, შრატების და კონდიციონერის გამოყენება მიწევს, რომ თმა დავატენიანო.

ფერმენტირებული ბრინჯის წყლის მომზადება

პირველ რიგში, საკმარისი რაოდენობით ბრინჯის წყალი აადუღეთ. ერთ-ერთი მეთოდი – შეინახეთ წყალი, რომელიც ბრინჯის მოხარშვის შემდეგ დაგრჩათ. პირველი გარეცხვის შემდეგ წყალი სჯობს გადაღვაროთ, მასში ჭუჭყი შედის.

თუ ბრინჯს კვირაში 2-3-ჯერ ამზადებთ, საკმარისი რაოდენობის წყალი დაგიგროვდებათ. ასევე შეგიძლიათ ბრინჯს უფრო მეტი წყალი სპეციალურად დაუმატოთ.

ბრინჯის წყლის მიღების შემდეგ, შეგიძლიათ ფერმენტაციის პროცესს შეუდგეთ. წყალი იმავე ჭურჭელში დატოვეთ და კიდევ ერთი დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, სანამ ოდნავ არ დამჟავდება და დუღილს არ დაიწყებს.

შემდეგ აადუღეთ, რომ დუღილის პროცესი შეწყვიტოთ. გაზი გამორთეთ, წყალს გაგრილება აცადეთ და რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი დაუმატეთ, შეგიძლიათ ლავანდის ან როზმარინის ზეთი გამოიყენოთ.

ახლა წყალი მზადაა. მაცივარში შეინახეთ, რომ დუღილის პროცესი არ დაუშვათ. 1,7 ლ კონცენტრირებული ფერმენტირებული ბრინჯის წყალი ერთი კვირა მყოფნის. მას თმის და სახის დასაბანად ვიყენებ.

სწორი პროპორცია

ჩემი თმის სიგრძეზე 1-1,5 ჭიქა ფერმენტირებულ ბრინჯის წყალს ვიყენებ, რომელსაც 10-12 ჭიქა თბილ წყალში ვაზავებ. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ბრინჯის წყლის შენჯღრევა არ დაგავიწყდეთ.

ეს პროპორცია შეიძლება თმის ტიპის და სიგრძის მიხედვით განსხვავდებოდეს. ნაკლები ბრინჯის წყალი გამოიყენეთ, თუ ცხიმიანი თმა გაქვთ. ძირითადი წესი: ხსნარი უფრო გაზავებული უნდა იყოს, ვიდრე კონცენტრირებული. როგორც კი წყლის და ფერმენტირებული ბრინჯის ხსნარის სწორ პროპორციას იპოვით, თმის დადებით ცვლილებებს დაინახავთ.

რჩევები თავის დასაბანად

აიღეთ ბრინჯის წყალი და ტაშტი, რომელსაც თმის დასაბანად გამოიყენებთ. ბრინჯის ხსნარი თავის კანში ნაზად შეიზილეთ და თმა გაჟღინთეთ. შეგიძლიათ ონკანის ან შხაპის ქვეშ დაიბანოთ.

თმა ჩვეულებრივზე უფრო გრილი წყლით დაიბანეთ. თუ გრძელი თმა გაქვთ და თავის დაბანის შემდეგ შხაპის მიღება გსურთ, მაშინ თმა შეიკარით.

რა თქმა უნდა, თავის დაბანის ასეთი პროცესი ყველას არ მოეწონება, თუმცა მოხუცი ჩინელი ქალები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ, უბრალოდ აღფრთოვანებულნი არიან. ერთ-ერთ მათგანს თმის პრობლემები ჰქონდა. მას შემდეგ რაც შამპუნის ნაცვლად ფერმენტირებული ბრინჯის წყლის გამოყენება დაიწყო, თმის ცვენა შეუმცირდა.

რამდენიმე კვირა დამჭირდა, რომ თავის დაბანის ასეთ პროცესს შევგუებოდი და მომეფიქრებინა ხრიკები, რომ თავის დაბანა უფრო კომფორტული გამხდარიყო. იმ დროიდან ფერმენტირებული ბრინჯის წყალი ჯანმრთელობის და ბუნებრივი ცხოვრების წესისთვის ჩემი რეცეპტების უცვლელი ნაწილი გახდა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.