Connect with us

თავის მოვლა

საუკეთესო ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ – 100%-ით ეფექტურია

მშობიარობის შემდეგ საშინელი თმის ცვენა დამეწყო. ცოტა ხანი ვიტირე, შემდეგ დავმშვიდდი და იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ რა უნდა გამეკეთებინა. სააფთიაქო საშუალებებზე უამრავი ფული დავხარჯე.

ინტერნეტში ჩემს მხსნელ საშუალებას ვეძებდი და უკვე ერთი პროდუქტის გამოწერას ვაპირებდი, რომ დედამ დამირეკა. პანიკაში მყოფმა ჩემი პრობლემის შესახებ ვუამბე და ის მპასუხობს:

„ნუ პანიკობ! დეიდას ნიღაბი სცადე. გახსოვს, თმა როგორ სცვიოდა და მხოლოდ ამან უშველა. სცადე და შემდეგ ვნახოთ. ამასთან შავბალახა დალიე.“ ასეც გადავწყვიტეთ.

ნიღაბი გავაკეთე. პირველი გამოყენების შემდეგ თმა ნაკლებად მცვიოდა, მეორე გამოყენების შემდეგ თმის ცვენა კიდევ უფრო შემიმცირდა. მესამე გამოყენების შემდეგ სავარცხელი და აბაზანა სუფთა დარჩა!

ხოლო შემდეგ თმამ წარმოუდგენელი ზრდა დაიწყო, 1 თვის შემდეგ ახალი თმა წამომივიდა, თმა გაძლიერდა და ბზინვარება შეემატა.

აი, ნიღბის რეცეპტი

ძირითადი ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ხახვის წვენი (ხახვი გახეხეთ და გაწურეთ)
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 კვერცხის გული
  • 1-2 ს/კ ბირკავას ზეთი. (ზეთის რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ, თუ ცოტა გეჩვენებათ. როგორც წესი, საკმარისია)

გამოყენება:

საკმაოდ თხევადი მასა გამოდის. თმის ძირებში წაისვით (მე თმის ფუნჯით ვისვამ), დარჩენილი მასა კი მთელ სიგრძეზე გადაანაწილეთ. თმის ბოლოებზე დამატებით შეგიძლიათ მკვებავი ზეთი წაისვათ. საშხაპე ქუდი დაიხურეთ, პირსახოცი შემოიხვიეთ და 1 საათით დაელოდეთ. შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

თავიდან ნიღაბს 2 კვირის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ, შემდეგ შედეგის გასამყარებლად და ზრდის დასაჩქარებლად კვირაში ერთხელ ვიკეთებდი. კურსი 2 თვე გრძელდება.

ყველას ლამაზ, ჯანსაღ და ხავერდოვან თმას ვუსურვებ. თავად სცადეთ და ეფექტური რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

პ.ს. ხახვის სუნის გასაქრობად თმაზე ოხრახუშის ნახარში უნდა გადაივლოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.