Connect with us

ვიდეო

საუკეთესო ეთერზეთები გაციების დაავადებებთან საბრძოლველად

ცნობილია, რომ ამოსახველებელი და ინფექციების საწინააღმდეგო ეთერზეთების დახმარებით შეგიძლიათ სურდოს, გრიპს და ბრონქიტს გაუმკლავდეთ.

ისინი არა მხოლოდ დაავადებებს კურნავენ, არამედ პროფილაქტიკის მიზნით საკმაოდ ეფექტური არიან.

პირველ რიგში, ეთერზეთი აქროლადი ესენციაა, რომელსაც არომატული მცენარიდან იღებენ. მას წყლის ორთქლის დისტილაციის და აბლაციის ხარჯზე იღებენ. მეორეც, ეთერზეთი შეგიძლიათ ცალკე გამოიყენოთ ან სიროფების, კაფსულების, წვეთების, სპრეების, დიფუზორის ფორმით ან შესუნთქვით.

სამეცნიერო არომათერაპია ეთერზეთების შესწავლაა. ეს მეცნიერება მკაცრ მეთოდოლოგიას და საიმედო სამეცნიერო მონაცემებს ეფუძნება და ლაბორატორიებით დამტკიცებულია.

არომათერაპია ეთერზეთების სამკურნალო მიზნით გამოყენებაა. ეს ბუნებრივი მეთოდია, რომელიც ეთერზეთებში შემავალი ბიოქიმიური მოლეკულების აქტივობას უკავშირდება.

6 ეთერზეთი, რომელიც ზამთარში აუცილებლად გჭირდებათ.

1. სოჭი

ამ ხის ეთერზეთი კანის და ლორწოვანი გარსის ანთებას და სიწითლეს მოგიხსნით. ის ანტისეპტიკური საშუალებაა. კანთან მიმართებაში ტოქსიკური არაა. პატარა ბავშვებს და მგრძნობიარე კანის ხალხს იდეალურად უხდება.

სოჭის ეთერზეთს ფილტვების ლორწოვან გარსზე შეშუპების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება გააჩნია. განსაკუთრებით კარგია ბრონქიტის ქრონიკული დაავადების დროს.

2. მენთოლი

ეს ზეთი სასუნთქი ფუნქციებს ჯანმრთელობას მჭიდროდ უკავშირდება. მისი მოლეკულების პროფილი ლორწოს გამათხელებელ მოქმედებას აჩვენებს, რომელიც ხველას ამსუბუქებს.

ის განსაკუთრებით სასარგებლოა რესპირატორული სურდოს დაავადებების და ცხვირის, ყელის და ყურის მწვავე და ქრონიკული მდგომარეობის დროს. მისი გამოყენება ბავშვებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში არ შეიძლება. ამასთან, კანის და ლორწოვანი გარსის დონეზე მისი გადატანა ადვილად ხდება.

3. ევკალიპტი

ეს რესპირატორული ანტისეპტიკური, სუსტი შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიკატარალური საშუალებაა.

განსაკუთრებით სასარგებლოა გაციების დროს, როცა ზედა და ქვედა სასუნთქი გზები დაცობილია. მაგალითად, ბრონქიტის ან სინუსიტის დროს. ანტიბაქტერიული მოქმედების გამო მშრალი და გამაღიზიანებელი ხველის დროს ძალიან ეფექტურია.

4. დაფნა

დაფნის ეთერზეთი უამრავ თერაპიულ აქტივობას ფლობს. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო დამამშვიდებელი მოქმედებაა. ცინეოლის შემცველობის წყალობით კარგი ანტიკატარალური და ამოსახველებელი საშუალებაა.

დაფნა თავისი კომპონენტების წყალობით ვირუსების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. ამასთან, დაფნის ეთერზეთი ყველა სახის ტკივილს აქრობს.

5. რომაული გვირილა

ნერვული ასთმის, ქოშინის ან ნერვული ხველის სამკურნალოდ რომაული გვირილის როლი უძველესი დროიდან ცნობილია. რომაული გვირილის ეთერზეთი ანთების საწინააღმდეგო, სპაზმის მომხსნელ, ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ მოქმედებას ფლობს.

მისი მოქმედება განსაკუთრებით ინტენსიურია და ეფექტი სწრაფად ჩნდება. ეთერზეთი აბსოლუტურად უსაფრთხოა, კანისა და ლორწოვანი გარსისთვის კი რბილია.

6. ფიჭვი

ველური ფიჭვის ეთერზეთის მთავარი მოლეკულა პინენია. ეს მოლეკულა ფილტვების ლორწოვან გარსზე დადებით გავლენას ახდენს. მას ფილტვების დონეზე შეშუპების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისება გააჩნია.

ფიჭვის ეთერზეთს მცენარეულ ზეთში ან სხვა ეთერზეთში გაზავება სჭირდება, რომელიც გაღიზიანებას არ იწვევს. ამრიგად, მისი კონცენტრაცია 50%-მდე მცირდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.