Connect with us

საკითხავი

სარეცხი ფხვნილი თუ გელი: რომელი სჯობს თეთრეულის იდეალურად გასარეცხად

ბოლო დროს საყოფაცხოვრებო ქიმიის ბაზარზე უამრავი პროდუქტი გაჩნდა, რომელთაც ცხოვრების გამარტივება შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ხშირად საშუალების ეფექტურობას აგრესიული ნივთიერებების შემცველობა განაპირობებს. ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ქიმია, მაგალითად, სარეცხი ფხვნილი ან გელი, საერთოდ უვნებელი გვეჩვენება.

კონსერვატიული შეხედულების ადამიანი უპირატესობას ფხვნილს ანიჭებს. აი, ნოვატორებმა გელი ან კაფსულა უკვე გამოცადეს. სიტყვაზე, პირველი გამოცდილებით ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებიან. რომელი უფრო ეფექტურია ლაქების საწინააღმდეგოდ: ფხვნილი თუ გელი? მოდით, გავარკვიოთ!

სარეცხი საშუალების შემადგენლობა

როგორც სარეცხი ფხვნილი, ასევე გელი ზედაპირულ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ტანსაცმლიდან ლაქები სწორედ მათ ამოყავთ. ზოგიერთი ნივთიერება ადამიანისთვის უსაფრთხო არაა, მაგალითად, ანიონური. თუ გარეცხვის შემდეგ მისი ნაწილები ქსოვილზე დარჩება, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, გაღიზიანება და ხველა.

ასეთი ნივთიერება გელში უფრო ნაკლებად გვხვდება. ამის გამო ნაკლებად ეფექტურია. გარდა ამისა, ანიონურის ნაცვლად გელს ენზიმებს უმატებენ. რეცხვის მაღალ ტემპერატურაზე (60°C–მდე) ცილოვანი პროდუქტების ჭუჭყის მოშორებაში დაგეხმარებათ.

რა გავრეცხოთ სარეცხი ფხვნილით

ფხვნილი შემადგენლობით უფრო აგრესიულია. ექსპერტები გირჩევენ, რომ სარეცხი ფხვნილით ბამბის და სელის ქსოვილები გარეცხოთ. მკვრივი ტექსტურის ქსოვილები ნაკლებად დაზიანდება. რეცხვის დროს ფხვნილი გამოიყენეთ, თუ ბევრი ლაქის ამოყვანა გსურთ. ასევე მაღალი ტემპერატურის რეჟიმი (60-90°C) და რეცხვის ხანგრძლივი ციკლი ჩართეთ.

რა გავრეცხოთ გელით

გელი თავისი შემადგენლობით უფრო ეკოლოგიურია, ალერგიულ და მგრძნობიარე კანის ადამიანებს უფრო შეეფერება. ექსპერტები გირჩევენ, რომ გელით გარეცხოთ სინთეტიკა, აბრეშუმი და ბეწვი, რადგან ასე ქსოვილის სტრუქტურა არ დაზიანდება. გელი ძლიერ დაჭუჭყიანებული ტანსაცმლისთვის არ გამოგადგებათ. ამ დროს დაბალ ტემპერატურას (30-40°C) და მოკლე ციკლს იყენებენ.

რომელი აშორებს ლაქებს უკეთ

ერთ–ერთი კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, მათ ერთი და იმავე მწარმოებლის სარეცხი ფხვნილი და გელი გამოიყენეს. ამოცანა იყო 11 სხვადასხვა სირთულის ლაქის მოშორება ტემპერატურულ რეჟიმში „ბამბა 60°C” და „ბამბა 40°C”. უმეტესობა ჭუჭყს როგორც გელი, ასევე ფხვნილი გაუმკლავდა, თუმცა მხოლოდ ფხვნილმა შეძლო ყველაზე რთული ლაქების ამოყვანა.

შეამჩნევდით, რომ გელი და კაფსულები უფრო ძვირია, ვიდრე სარეცხი ფხვნილი. საქმე იმაშია, რომ მათი მომზადების ტექნოლოგია უფრო ძვირი ჯდება. ამასთან, საყოფაცხოვრებო ქიმიის ბაზარზე ახალი პროდუქტია, ბიუჯეტის ნაწილი რეკლამაზე იხარჯება. ასე, იქმნება ფასი.

რა იყიდოთ სარეცხი ფხვნილი თუ გელი, თავად უნდა გადაწყვიტოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ისინი ცოტა განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ. თქვენ რას იყენებთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.