Connect with us

საკითხავი

ხრიკი, როგორ გარეცხოთ პირსახოცი, რომ შემდეგ მჩხვლეტავი არ იყოს

„ერთხელ გამიჩნდა კითხვა, რატომ ხდება ხაოიანი პირსახოცი დროთა განმავლობაში მჩხვლეტავი და შესაგრძნებად უსიამოვნო?“ რა თქმა უნდა, ინტერნეტში შევედი, რომელიც რჩევებით სავსე იყო: დაწყებული რეცხვისას ბალახების ნაყენის და ძმრის დამატებით და სპეციალური ძვირადღირებული კონდიციონერის ყიდვით დამთავრებული. ვიღაც წერდა კიდეც, რომ პირსახოცის გარეცხვა ნახევრად ცარიელ მანქანაში უფრო ეფექტურია. არც ერთი ეს მეთოდი არ მუშაობს.

შემთხვევით, ნაცნობთან საუბრისას პროფესიონალური რჩევები გავიგე. ახლობელი ადრე დასუფთავების კომპანიაში მუშაობდა. მოგვიანებით რეჟიმებით ექსპერიმენტები დავიწყე და იდეალური ფორმულა ვიპოვე, რომელსაც არა ერთი წელია ვიყენებ. მანამდე გიამბობთ, რატომ უხეშდება ხაოიანი პირსახოცის ბოჭკოები.”

ხაოიანი პირსახოცის გაუხეშების მიზეზები

  1. მაქსიმალური გაწურვა ან უხეში დაგრეხვა. ამ მეთოდში სჯობს არ გამოიყენოთ: ხაოს ბოჭკოები ელასტიურობას სწრაფად კარგავს.
  2. ტრადიციული რეცხვა სარეცხი ფხვნილით. წვრილი კრისტალები ბოლომდე არ ირეცხება და ბოჭკოებში რჩება, რაც მას მჩხვლეტავს და მშრალს ხდის. ასე ახალი ხაოიანი ნივთიც რამდენიმე რეცხვის შემდეგ მოცულობას კარგავს.
  3. არასაკმარისი წყლით გარეცხვა. თქვენი სარეცხი მანქანის ინსტრუქციას გაეცანით და შესაფერისი რეჟიმი იპოვეთ.
  4. ხაოს ნივთის გაშრობა მზის ქვეშ ან გათბობის ბატარეაზე. დიახ, დიახ, ცივ სეზონზე საყვარელი პირსახოცის ბატარეაზე სწრაფად გაშრობა გვსურს. სამწუხაროდ, ასე არ შეიძლება: ტექსტურას ცვლილება ახასიათებს.
  5. ძალიან ცხელი უთოთი დაუთოება. რეცხვის შემდეგ პირსახოცის დაუთოება საჭიროა, ოღონდ ძალიან ნაზი რეჟიმი გამოიყენეთ. ცხელი ორთქლი ბოჭკოების ნაადრევ გაუხეშებას თავიდან აგაცილებთ.
  6. ხისტი წყალი. გასაგებია, რომ მილში ახალ წყალს ვერ ჩაასხამთ. ამ შემთხვევაში წყლის სპეციალური დამარბილებელი უნდა დაამატოთ.

როგორ გავრეცხოთ ხაოიანი პირსახოცი, რომ რბილი დარჩეს

  1. ხელით რეცხვისას თხევადი საშუალება გამოიყენეთ. სარეცხ მანქანაში – კაფსულები, რომლებიც თეთრეულთან ერთად დოლურაში უნდა ჩადოთ. გავლებისას კარგად შორდება და ხაოს ბოჭკოებს არ ამძიმებს.
  2. თეთრი პირსახოცები ავტომატურ რეჟიმში 60°C ტემპერატურაზე გარეცხეთ, ფერადი – 40°C–ზე. ბუნებრივია, თეთრი ან ღია პასტელური ქსოვილები ცალკე უნდა გარეცხოთ.
  3. 500-600 ბრუნვაზე ჩართეთ.
  4. პირსახოცი კარგად განიავებად ოთახში გააშრეთ, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.

სასარგებლო რჩევები და ხრიკები

  • სილიკონზე დაფუძნებულ სავლებს უპირატესობა მიანიჭეთ: ქსოვილის ძაფებს ნაადრევი ცვეთისგან კარგად იცავს.
  • წყლის ხარისხი გააუმჯობესეთ: დოლურას 4 კოვზი სოდა დაუმატეთ. ასევე შეგიძლიათ სოდის და წყლის კონცენტრატი მოამზადოთ და სარეცხი მანქანის უჯრაში ჩაასხათ.
  • ჭუჭყიანი ხაოიანი პირსახოცი სხვა პირსახოცებისა და ნივთებისგან ცალკე შეინახეთ: უსიამოვნო სუნს წამებში იწოვს.
  • მანქანით რეცხვისას ხაოიან პირსახოცებს დიდ ლაქებს მხოლოდ საპნიან წყალში წინასწარი ჩალბობით მოაშორებთ.

პირსახოცისთვის მოცულობის და სირბილის დაბრუნება რეალურია, ამის გაკეთება ჩვეულებრივი მარილით შეგიძლიათ. ტაშტში რამდენიმე სუფრის კოვზი მარილი ჩაყარეთ, თბილი წყალი დაასხით და პირსახოცები რამდენიმე საათით ჩაალბეთ. მარილი არ მოაშოროთ, ნაზად გაწურეთ და გააშრეთ. შემდეგ სარეცხ მანქანაში კიდევ ერთხელ 90°C–ზე გარეცხეთ. გარანტიას გაძლევთ: შედეგი გაგაოცებთ და გაგახარებთ!