Connect with us

საკითხავი

საპრეზიდენტო ზე კუბიკი: როგორ ვარჯიშობს და იკვებება უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი

ბევრმა პოლიტიკოსმა იმის გაცნობიერებით, რომ ამომრჩევლებს ახალგაზრდული და ენერგიული სახეების დანახვა სურთ, სპორტულ დარბაზებში სიარული, ჭარბი წონის მოშორება და სოციალურ ქსელში პატარა სპორტული გამარჯვებებით თავის ქება დაიწყეს.

მაგალითად, უკრაინის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა ბოლო თვეებში 20-ზე მეტი კგ დაიკლო. „უბრალოდ საკუთარი თავი ხელში ავიყვანე, ამასთან დარბაზში ვარჯიში დავიწყე. ასევე პურსა და კარტოფილზე უარი ვთქვი, თუმცა კარტოფილი ძალიან მიყვარს“ – მოკრძალებულად აღნიშნა თანამდებობის პირმა და სოციალურ ქსელში სპორტული დარბაზიდან ახალი სურათი გაგვიზიარა.

თუ ძველი პოლიტიკოსების მიზანსწრაფვა არჩევნების დროს ამომრჩევლების გულის მოგებაა, ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თავის ფიზიკურ ფორმას ყურადღებას ყოველთვის აქცევს. ბოლო 2 წლის განმავლობაში კი საკუთარ სპორტულ ბლოგს Ze Kubiki (ზე კუბიკი) მართავს.

დატვირთული დღის მიუხედავად 41 წლის პოლიტიკოსი სპორტდარბაზს რეგულარულად სტუმრობს. დღეს გიამბობთ, როგორ გამოიყურება პრეზინდეტის ვარჯიში და ამასთან ზელენსკის რისი გადატანა უწევს.

სწორი ვარჯიში

პრეზიდენტის ვარჯიშზე, კვებასა და ფიტნესზე პასუხისმგებელი მწვრთნელი ვადიმ დანილშენკოა, რომელიც უკვე 2 წელზე მეტია ვლადიმერს და მის მეუღლეს ელენეს ავარჯიშებს. დამხმარედ კიდევ ორი მწვრთნელია: ერთი აუზში ვარჯიშის დროს ეხმარება, მეორე კი ტაილანდურ ბოქსზეა პასუხისმგებელი.

ვარჯიში კვირაში 5-ჯერ არის დაგეგმილი, მაგრამ ბევრი რამ ზელენსკის საქმიანობასა და გეგმაზეა პასუხისმგებელი. ჩვეულებრივი სპორტული საქმიანობა 7:30 იწყება და 1 საათი გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ვარჯიში საპრეზიდენტო რეზიდენციაში ხდება. ეს მოსახერხებელია, რადგან შხაპის და საუზმის მიღების შემდეგ პოლიტიკოსი იმწამსვე აუცილებელი მოვალეობის შესრულებას იწყებს.

მწვრთნელი აღნიშნავს, რომ აქტიური საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ზელენსკი ცდილობდა, რომ ვარჯიში არ გამოეტოვებინა. ყველაზე დიდი შესვენება 4-5 დღეს შეადგენდა.

„როცა ერთმანეთთან შეხვედრა არ შევიძლია, ის თავად ვარჯიშობს. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის კარდიოვარჯიში, მაგალითად იგივე სარბენ ბილიკზე რბოლა“ – ამბობს მწვრთნელი“.

ვლადიმერის ერთ-ერთი საყვარელი ვარჯიში მკერდზე დაწოლილი შტანგის აწევაა. ვარჯიში ტონუსის და მკერდის კუნთის გასავითარებლად კარგია, მაგრამ საპრეზიდენტო პროგრამაში მხოლოდ კვირაში ერთხელ გვხვდება.

აი, ყველაზე მეტად არ უყვარს ფეხების კომპლექსური ვარჯიში, ასევე მუცლის კუნთის ვარჯიში სუპერ ნაკრების სახით, როცა 2-3 სხვადასხვა ინტენსივობისა და კონფიგურაციის ვარჯიში მინიმალური შესვენებით სრულდება.

„ჩვენ კუნთოვანი მასის გაზრდის მიზანი არ გვაქვს. მთავარია – ჯანმრთელობა, ენერგია და სიმხნევე“ – განმარტავს ვადიმ დანილჩენკო.

სწორი კვება ვარჯიშის დროს წარმატების გარანტიაა, ამიტომ გიამბობთ მთავარ პრინციპებზე, რომელთაც უკრაინის პრეზიდენტის იცავს.

1. არანაირი ჭარბად ჭამა. პრეზიდენტის რაციონი დღიური კალორიების გათვალისწინებით იქმნება.

2. დილით უფრო ბევრი კალორია, საღამოს უფრო ნაკლები. ყველაზე ნოყიერი საკვები – მეორე საუზმე ვარჯიშის შემდეგ და სადილი.

3. მაღალი ნახშირწყლოვანი და შაქრის შემცველი კერძების გამორიცხვა. ფქვილიან და საკონდიტრო ნაწარმზე, ასევე სოუსებზე უარის თქმა.

4. წყლის ბალანსის დაცვა. დღეში 2-2,5 ლ წყლის დალევა.

კარგი ეფექტის მისაღწევად სრულყოფილი ძილი აუცილებელია, თუმცა ამ პუნქტს გადატვირთული დღის რეჟიმის გამო ვერ ასრულებს. თავად ვლადიმერის თქმით, საშუალოდ მაქსიმუმ 6 საათი ძინავს. თუმცა თავისი სისუსტეც აქვს. ზელენსკიმ რაციონიდან ალკოჰოლი არ გამორიცხა დ 1 ჭიქა მშრალი წითელი ღვინით თავს ინებივრებს. მწვრთნელი არ აპროტესტებს.

„მის რაციონში ეს ერთადერთი ალკოჰოლია, ამიტომ ვახშამზე 1 ჭიქა ღვინის დალევაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“ – ამართლებს ვადიმი.

იყო წარმატებული ადამიანი მარტივი არაა. ცხოვრების ყველა ასპექტზე მუშაობა, ამასთან საკვებზე, გართობასა და სრულყოფილ ძილზე უარის თქმა გიწევს.

ამასთან მნიშვნელობა არ აქვს მუსიკოსი, ჰოლივუდის ვარსკვლავი თუ დამწყები პოლიტიკოსი ხართ, ყოველთვის გამოჩნდება ის, ვინც თქვენს გაკრიტიკებას დაიწყებს. თუმცა სწორი კრიტიკა ადამიანს ყოველთვის მოტივაციას აძლევს და უკეთესად გახდომაში ეხმარება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.