Connect with us

ჯანმრთელობა

სამკურნალო სეზამის პასტა ჰიპერტონიის და მაღალი ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ

სეზამის თესლის სქელ პასტას ტაჰინს უწოდებენ. პროდუქტი უძველესი დროიდან ცნობილია, ჩინეთსა და იაპონიაში განსაკუთრებით უყვართ. პასტას სხვადასხვა კერძებს და სოუსებს გემოს გასაძლიერებლად უმატებენ. პასტის მოსამზადებლად დაფქული სეზამის თესლი, ცოტა ზეთი და წყალი დაგჭირდებათ. სურვილის შემთხვევაში ლიმონის წვენი, მარილი და წვრილად დაჭრილი ნიორი დაუმატეთ.

ტაჰინის მომზადების რამდენიმე რეცეპტი არსებობს, მაგრამ დღეს ტრადიციულ რეცეპტს გთავაზობთ. გამწმენდი პასტა მთელი მარცვლეულისგან შედგება, მასში უამრავი სასარგებლო ნივთიერება შედის: მინერალები, ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინები. ასეთი პროდუქტი ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

ტაჰინის 8 სასარგებლო თვისება

სეზამის პასტა არა მხოლოდ კერძების მოსამზადებლად, არამედ ორგანიზმის გასაჯანსაღებლად გამოიყენება, რადგან:

1. არტერიულ წნევას არეგულირებს. პასტის შემადგენლობაში შედის ანტიოქსინდატები, მცენარეული ლიგნანები და კალიუმი, რომლებიც ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებას ხელს უწყობენ და, შესაბამისად, წნევას ამცირებენ.

2. „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ამას პასტაში შემავალი ფიტოსტეროლები (ბეტა-სიტოსტეროლები) უზრუნველყოფენ.

3. წონას ამცირებს. იმის მიუხედავად, რომ 100 გრ პასტა 585 კალორიას შეიცავს, საშუალება ჭარბ წონასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, რადგან სასარგებლო ცხიმებს შეიცავს. ხოლო ცილების შემცველობით პასტა ორგანიზმს დაანაყრებს და შიმშილის გრძნობას დიდი ხნით გააქრობს.

4. ტვინის მუშაობას სტიმულირებს. მანგანუმის, კალიუმის, ასევე ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის შემცველობის წყალობით ნერვული ქსოვილების განვითარება ჩქარდება, მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაცია უმჯობესდება, დეგენერაციული პროცესები ფერხდება.

5. კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, აკნეს მოიშორებთ. თუთიის შემცველობით პასტა კანს შიგნიდან წმენდს და მას უფრო ჯანსაღ იერს ანიჭებს.

6. პოტენციას ზრდის. თუთიის წყალობით ტესტოსტერონის ბუნებრივი წარმოება სტიმულირდება, ლიბიდო იზრდება და ერექციული ფუნქციის მხარდაჭერა ხდება.

7. მენოპაუზის დროს ქალის ჯანმრთელობას აუმჯობესებს. პასტაში შემავალი ბუნებრივი ფიტოესტროგენების წყალობით ჰორმონალური ფონი რეგულირდება და კლიმაქსის სიმპტომები მცირდება. ფიტოესტროგენები ისეთი სერიოზული დაავადების განვითარებას ამცირებს, როგორიცაა ძუძუს და საკვერცხეების კიბო.

8. ნერვულ სისტემას აძლიერებს. ნერვული სისტემა სათანადოდ რომ მუშაობდეს, B ჯგუფის ვიტამინების მიღება აუცილებელია. მას კი სეზამის პასტა შეიცავს.

როგორ მოვამზადოთ ტრადიციული სეზამის პასტა

პირველ რიგში, ტაფაზე სეზამის თესლი ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით, რომ მკაფიო კაკლის გემოს პასტა მიიღოთ.

შემდეგ თესლი გააგრილეთ, სამზარეულოს კომბაინში 1 წუთით დააქუცმაცეთ, რომ წვრილი, ფხვიერი მასა მიიღოთ. მარცვლების დაქუცმაცების დროს თითო სუფრის კოვზობით ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ, სანამ ერთგვაროვან პასტას არ მიიღებთ. ტაჰინი შეგიძლიათ სხვადასხვა კერძებს დაუმატოთ, მაგალითად, ხორცს, გამომცხვარ პროდუქტებს, სალათებს და სოუსებს. ასეთი პასტით არა მხოლოდ კერძის გემოს გააუმჯობესებთ, არამედ ჯანმრთელობას გააძლიერებთ.

დღეში მაქსიმუმ 3 კოვზი პასტა მიიღეთ. სასურველია, დღის მეორე ნახევარში მიიღოთ, როცა ორგანიზმში გაცვლითი პროცესები დაჩქარებულია, ხოლო ნებისმიერი საკვები ადვილად ითვისება. პროდუქტი თავდახურულ ჭურჭელში მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ შემადგენლობას აურიეთ.