Connect with us

თავის მოვლა

საიდუმლო რეცეპტი, რომელიც თქვენი ხელის კანს ორ დათვლაში გლუვს გახდის

ხელის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან ყოველთვის მხედველობის არეში იმყოფება. გასაკვირი არაა, რომ ქალის ხელით მისი ასაკის განსაზღვრა შეიძლება. ხელისთვის ახალგაზრდობის დაბრუნება რთული არაა და ჩვენ გასწავლით როგორ!

ხელის კანს ცხიმის ძალიან მცირე ფენა აქვს, შესაბამისად, კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოები დაშლას იწყებს და დაბერების ეფექტი უფრო შესამჩნევი ხდება. მუდმივად რეცხვა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება კანზე დიდ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ხელის კანს დამატებით მოვლა სჭირდება.

ექსპერტები ამბობენ, რომ კვერცხის ცილა ელასტინის აღდგენას ხელს უწყობს. ეს ძალიან მარტივია – კვერცხის ცილა აიღეთ და 1 ს/კ თაფლს აურიეთ. შემდეგ ნარევი ხელებზე წაისვით და გაშრობა აცადეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ცოტა ქოქოსის კარაქი წაისვით. შედეგს იმწამსვე შეამჩნევთ.

კარტოფილი თქვენს ხელს კვლავ გლუვს გახდის. რამდენიმე საშუალო ზომის კარტოფილი მოხარშეთ და ჩანგლით დაჭყლიტეთ. 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, თაფლი და რძე დაუმატეთ. ნარევი მაცივარში შეინახეთ. კვირაში 2-3-ჯერ წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ასკილის ზეთი ხელის ახალგაზრდობის და ელასტიკურობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. ამასთან ეს ზეთი ძალიან მკვებავია. ყოველდღე ხელები ამ ზეთით დაიმასაჟეთ და არ ჩამოიბანოთ.

ლიმონი და შაქარი. ცოტა ლიმონის წვენი გაწურეთ და ამავე რაოდენობის შაქარს აურიეთ. ნარევი ხელებზე წაისვით, რომ სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესოთ. ამის შემდეგ ხელები ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ.

ნუშის ზეთი. ხელებზე ნუშის ზეთი წაისვით, შემდეგ ცივ წყალში 5 წუთით ჩაყავით. ამის შემდეგ ცხიმიანი კრემი წაისვით, ბამბის შემცველი ხელთათმანები ჩაიცვით და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით თქვენი ხელები სრულად დატენიანებული იქნება.

მცირე რაოდენობით ვაზელინის ხელზე გამოყენება კარგ შედეგს იძლევა. ვაზელინით მასაჟი გაიკეთეთ და ბამბის შემცველი ხელთათმანი ჩამოიცვით. მთელი ღამე გაიჩერეთ.

ძალიან ცხელი წყლის გამოყენებას მოერიდეთ, რადგან ამან შეიძლება გაუწყლოება გამოიწვიოს. ამის ნაცვლად თბილი ან ცივი წყალი გამოიყენეთ.

თქვენი ხელები სიცივისგან დაიცავით! ყოველთვის ხელთათმანები გამოიყენეთ, როცა ცივ ამინდში ქუჩაში გადიხართ, რადგან ხელის კანი ყველაზე უფრო დაუცველია.