Connect with us

ჯანმრთელობა

საზამთროს კურკის სამკურნალო თვისებები, რომლთა შესახებ ცოტამ თუ იცის

საზამთრო აგრილებს და ამის გარდა ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებებიც გააჩნია, თუმცა ის, რომ საზამთროს კურკაც სასარგებლოა ცოტამ იცის.  საზამთრო ბიოტინს, კალიუმსა და სპილენძს შეიცავს. ასევე პანტოტენის მჟავას, მაგნიუმს, В1, В6 და А ვიტამინებს. ის სასარგებლოა თირკმლის ზოგიერთი დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

ამ ნივთიერებებს საზამთროს კურკებიც შეიცავენ. განსაკუთრებით კი მინერალებს: რკინას, კალიუმს, მანგანუმს, თუთიას, მაგნიუმს, ფოსფორს, ნიაცინს, ფოლატს და ტიამინს. ეს მინერალები სასარგებლოა ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის და სტენოკარდიის დროს. მასში შედის ანტიოქსიდანტი ციტრულინი, ის თირკმლის დაავადებების და საშარდე გზების ინფექციების მკურნალობაში დაგეხმარებათ.

აი რამდენიმე უპირატესობა, რომლებიც საზამთროს კურკებს აქვთ:

1. სასარგებლოა გულისთვის

საზამთროს კურკები შეიცავენ მაგნიუმს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლძარრვებისთვის. ასევე არეგულირებენ წნევასაც.

2. ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას

ამასთანავე მდიდარია ანტიოქსიდანტრებით, რომლებიც აჩერებენ დაბერების პროცესს. ასევე ასტიმულირებენ კანის ელასტიურობას და ტონუსში მოყავთ ის.

3. კურნავს გამონაყარს კანზე

საზამთროს კურკის ზეთი კანს ასუფთავებს, განსაკუთრებით ანთების დროს. საკმარისია ბამბა ზეთში დაასველოთ და სახეზე წაისვათ რომ გამონაყრისგანაც გათავისუფლდებით.

4. აძლიერებს თმას

საზამთროს თესლი ამაგრებს და აჯანსაღებს თმას. უბრალოდ შეჭამეთ ცოტაოდენი საზამთროს კურკები. ეს მელანინის გამომუშავებაში დაგეხმარებათ, რომელიც თქვენი თმის ფერს წარმოქმნის. მათი შეჭმა ცილებისა და ამინომჟავების რაოდენობას ზრდის.

5. ამცირებს გულის დაავადებებს

კურკები მდიდარია ლიზინით და ტრიპროფანით. ასევე ამინომჟავებით რომლებიც ორგანიზმის გულის დაავადებებისგან დაცვაზე აგებენ პასუხს. შეიცავს არგინინს რომელიც ორგანიზმს წნევის დარეგულირებაში ეხმარება.

6. დიაბეტთან ბრძოლა

საზამთროს კურკები სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და კონტროლში აქცევს დიაბეტს. ჩაყარეთ 1 მუჭა საზამთროს თესლი 1 ლიტრ წყალში. დადგით 45 წუთით, შემდეგ კი დალიეთ.

7. თმის ცვენასთან ბრძოლა

კურკები მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით და უზრუნველგვყოფენ აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. ამიტომ საზამთროს კურკების ზეთის ფუძეზე დამზადებული ნიღბები სასარგებლოა ფოლიკულებისთვის.

აი როგორ უნდა დავამზადოთ ჩაი საზამთროს კურკებისგან:

გაჭყლიტეთ და გახეხეთ 4 სუფრის კოვზი საზამთროს კურკა. მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში, ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. დალიეთ როგორც ჩაი 2 დღის განმავლობაში, შეისვენეთ – 1 დრე. გაიმეორეთ 2 კვირის განმავლობაში.