Connect with us

სხვა

საბავშვო პუდრა: 14 მიზეზი მისი ყიდვისა, მაშინაც კი, თუ ბავშვი არ გყავთ

წამწამები, წარბები, ტუჩები, ფეხსაცმელი, ზეწრები… ეს ყველაფერი არ არის! პუდრის გამოყენება უამრავი წარმოუდგენელი გზით შეიძლება.

ეს საშუალება ადგილს დაზოგავს თქვენს კოსმეტიკურ ჩანთაში, ხოლო ჯიბეში – ფულს. ზოგიერთ შემთხვევაში, ეკონომია ჯანმრთელობაზეც ვრცელდება. მოკლედ:

როგორ გამოვიყენოთ საბავშვო პუდრა

1. მშრალი შამპუნი

პუდრის გამოყენება შესაძლებელია თმის სწრაფი განახლებისთვის. მას მშრალი შამპუნის ეფექტი აქვს და შეუცვლელი დამხმარეა, თუ თავის დაბანის დრო არ გაქვთ.

2. პრაიმერი

აუცილებელი არაა მაკიაჟის ბაზის შეძენა, რათა ტონი შესაფერისად დაჯდეს. საბავშვო პუდრის ფენა თავის საქმეს თხევად ანალოგებზე უკეთაც კი ასრულებს.

3. ფაიფურის სახე

იმისათვის, რომ მაკიაჟი დაასრულოთ და სახე არ ბზინავდეს, სულაც არაა სპეციალური პუდრის შეძენა. ამ საქმეს საბავშვო პუდრიც გაუმკლავდება.

4. ხშირი წამწამები

ფუნჯით დაიყარეთ პუდრა წამწამებზე, შემდეგ აიპრიხეთ ტუშით. როცა ტუში გაშრება, დაიმატეთ კიდევ ერთი პუდრისა და ტუშის ფენა.

5. იდეალური წარბები

დაიტანეთ მცირეოდენი ტალკი წარბებზე, მაკიაჟის გაკეთებამდე, ხოლო შემდეგ დაიმუშავეთ ფანქრით. ასე წარბები უფრო ხშირი და მოცულობითი გამოჩნდება.

6. დეპილაცია

როგორ შაქრით, ისე ცვილით დეპილაციის დროს, კანზე კარგად მოჭიდებისთვის, პროცედურამდე დაიტანეთ ტალკი კანზე. ასე კანი უფრო ნაკლებადაც გეტკინებათ.

7. გამძლე ტუჩსაცხი

ტუჩსაცხი რომ არ გადავიდეს, დაიდეთ ტუჩებზე საბავშვო პუდრის ფენა და ოდნავ დაასველეთ ხელსახოცით. მისი თხელი ფენა არ გამოჩნდება, თუმცა მაკიაჟს საიმედოდ დაიცავს.

8. პარსვის შემდეგი დატენიანება

პარსვის შემდეგ, წაისვით დამატენიანებელი კრემი და, როცა შეიწოვება, დაიმუშავეთ ფეხები ტალკით. კანი იდეალურად გლუვი გახდება.

9. ნაკაწრები და ჭრილობები

მცირე ნაკაწრები და ჭრილობები სწრაფად რომ შეხორცდეს და ინფექციის მოხვედრაც აღკვეთოთ, გამოიყენეთ საბავშვო პუდრა.

10. განსაკუთრებული ზონა

ფეხებს შორის კანი, ხშირად, იხეხება სიარულის დროს. თუ ბარძაყებს პუდრით დაიმუშავებთ, კანი აღარ აგეწვებათ.

11. კოჟრები

ფეხსაცმელი ფეხებს რომ არ გტკენდეთ, მოაყარეთ ტალკი ფეხსაცმლის შიდა კიდეებს.

12. ოფლიანი ფეხსაცმელი

ვარჯიშის წინ, ჩაყარეთ ფეხსაცმელში ცოტაოდენი საბავშვო პუდრა. ასე უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ.

13. ცივი ზეწრები

თუ ზეწარს თხელ ფენად მოაყრით ტალკს, ზაფხულში იგი კონდიციონერის გარეშე გაგრილდება.

14. პლაჟზე

პლაჟზე წასვლამდე, აუცილებლად ჩააგდეთ ჩანთაში საბავშვო პუდრა – დაიმუშავეთ ტალკით ფეხები და ქვიშა აღარ მოგეკვრობათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.