Connect with us

კულინარია

რულეტი არაჟნის ძალიან ფაფუკი ცომითა და ვაშლის გულსართით. დესერტი, რომელიც პოპულარობას არასდროს დაკარგავს

ზაფხული საუკეთესო დროა, რომ ნამცხვარი ვაშლის შიგთავსით მოამზადოთ. შერჩეული ვაშლის სახეობა დესერტის გემოს განსაზღვრავს. ჩვენ გირჩევთ დესერტის მოსამზადებლად ტკბილი, რბილი, წვნიანი და ოდნავ მომჟავო ვაშლის სახეობა აიღოთ.

ფხვიერი ცომი და სველი შიგთავსი შესანიშნავი კომბინაციაა. ამაზე უკეთეს დესერტს ვერც კი მოიფიქრებთ.

შტრუდელი ვაშლით

ცომის ინგრედიენტები:

  • 350 გრ ფქვილი
  • 200 გრ არაჟანი
  • 200 გრ კარაქი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ჩ/კ ვანილის შაქარი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 5 ვაშლი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 150 გრ შაქარი
  • 1 ს/კ ლიმონის ცედრა
  • 1 ს/კ დარიჩინი

მომზადება:

1. კარაქი, არაჟანი და ვანილის შაქარი დააბლენდერეთ.

2. ცალკე თასში ფქვილი გაცერით და გამაფხვიერებელს აურიეთ.

3. ორივე ნარევი ერთ ღრმა თასში გააერთიანეთ. ცომი მოზილეთ. ცომის მასა რბილი უნდა იყოს, მაგრამ ხელზე არ უნდა გეკვროდეთ. საკვებ ცელოფანში შეახვიეთ და მაცივარში 30 წუთით შედგით.

4. ვაშლი გაასუფთავეთ, გული ამოჭერით და სახეხზე გახეხეთ. ლიმონის წვენი, ცედრა და დარიჩინი დაუმატეთ. ყველაფერი აურიეთ.

5. ცივი ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნახევარი ოთხკუთხედის ფორმაზე 15 X 30 სმ და 6 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.

6. ოთხკუთხედის შუაში შიგთავსი მოათავსეთ. კუთხეები შეკარით, ჯერ ერთ ბოლოში, შემდეგ მეორე მხარეს, მიმართულება ცენტრისკენ გქონდეთ, რომ რულეტი გამოვიდეს.

7. ცომის მეორე ნახევარისგან კიდევ ერთი რულეტი მოამზადეთ. თითოეული 5 სმ დაშორებით გაჭერით. ცხიმ წასმულ საცხობ ფორმაზე მოათავსეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.