Connect with us

ყვავილები

რომელ სახლში ყვავილობს დეკემბერა წელიწადში 2–ჯერ ან უფრო ხშირად

შუა ყინვაში აყვავებული დეკემბერა (შლუმბერგი, ზიგოკაქტუსი) თვალს ნამდვილ სიხარულს ჰგვრის და ზაფხულის ფერად დღეებს ახსენებს. შლუმბერგმა თავისი ლამაზი ყვავილებით ზამთარში რომ გაგახაროთ, მასზე ზრუნვა შემოდგომაზე უნდა დაიწყოთ.

ნახეთ, როგორ უნდა გამოკვებოთ მცენარე ყვავილობამდე ნატურალური საშუალებებით.

აყვავებული დეკემბერა

დეკემბერასთვის უნივერსალური სასუქი NPK ფორმულას შეესაბამება, რაც აზოტის, ფოსფორის და კალიუმის ნარევს გულისხმობს. თუმცა შემოდგომაზე გამოკვებას რამდენიმე დეტალი ახლავს.

მაგალითად, აზოტს გაზაფხულზე მწვანე მასის გასაზრდელად აწვდიან. შემოდგომაზე საჭირო არაა, რომ ყვავილმა რესურსი ფოთლების ზრდაზე დახარჯოს. ნოემბერი–დეკემბრის პერიოდში გამოიყენეთ ფოსფორით და კალიუმით მდიდარი სასუქი.

ნაცარი

ხის ნაცარი ჩვენთვის საინტერესო ელემენტებს შეიცავს. ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, გოგირდი, კალიუმი და ბევრი სხვა.

1 ლ ოთახის ტემპერატურის წყალში 1 ს/კ გაცრილი ნაცარი გახსენით. 3 საათით გააჩერეთ, შემდეგ აურიეთ და სარწყავ წყლად გამოიყენეთ.

ბანანის ქერქი

ბანანის ქერქი მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით და ფოსფორით. ბანანის ქერქის ფხვნილი ყვავილობამდე დეკემბერას გამოსაკვებად გამოიყენეთ.

ბანანის ქერქი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ დაფქვით. ფხვნილი მიწას მოაყარეთ და წყალი დაასხით. უხვი ყვავილობისთვის ეს მეთოდი შეგიძლიათ სხვა მცენარეებზეც გამოიყენოთ.

ძვლის ფქვილი

ცხოველების დაფქული ძვლიდან იაფი და 100% ნატურალური სასუქი გამოდის. ის ფოსფორის წყაროა.

ერთი მცენარისთვის ერთჯერადად 10 გრ ძვლის ფქვილი დაგჭირდებათ. გამოკვების შემდეგ აუცილებლად მორწყეთ. ძვლის ფქვილიდან მკვებავი ნივთიერებები ნელ–ნელა თავისუფლდება. სეზონზე ასეთი სასუქის ერთჯერადად მიწოდება საკმარისი იქნება.

საუკეთესო ადგილი დეკემბერასთვის

როგორც ტროპიკული ტყის ბინადარს, უყვარს ტენიანობა და ინტენსიურ მზეს ვერ იტანს. შესაძლებლობის მიხედვით აღმოსავლეთ ან ჩრდილოეთ მხარეს მოათავსეთ. თბილი ამინდების დადგომისთანავე შემინულ აივანზე გაიტანეთ.

ყვავილობისთვის რომ მოამზადოთ, მინიმუმ 1 თვე 10-15 გრადუსზე გააჩერეთ. შემოდგომაზე მცენარე ბინაში ნაადრევად არ შეიტანოთ. კოკრების გამოჩენის შემდეგ არ შეეხოთ და ადგილი არ შეუცვალოთ.

ფენშუის მიხედვით, დეკემბერა ოჯახში სიკეთის და ურთიერთგაგების აურას ქმნის. ფულის ზონაში მოათავსეთ და ოჯახში ფინანსური კეთილდღეობა გაიზრდება.

აყვავებულმა დეკემბერამ ხალხურ ცრურწმენებს გვერდი ვერ აუარა. ოქტომბერში აყვავებული დეკემბერა ფულს იზიდავს, ნოემბერში – სასიამოვნო ნაცნობობას გპირდებათ. თუ გესიზმრებათ, მოულოდნელ და სასიამოვნო ცვლილებებს ელოდეთ. თუ დეკემბერა წელიწადში 2–ჯერ ყვავილობს, ეს ოჯახში სწრაფ მატებას გპირდებათ.