Connect with us

სახლი და დიზაინი

რომელ საშუალებას ამოყავს ჭუჭყი ხალიჩიდან და როგორ მოვამზადოთ

მძიმე, დატვირთული დღის შემდეგ სასიამოვნოა სახლში მისვლა, ბამბის პერანგის ჩაცმა და ფეხშიშველა ბეწვიან ხალიჩაზე გავლა, ან მასზე ბავშვივით წამოწოლა, კატასთან თამაში ან უბრალოდ თვალდახუჭული ოცნება.

თუმცა შეიძლება ეს იდილია უსიამოვნო სუნმა გააფუჭოს, რომელიც თქვენს საყვარელ ხალიჩას ასდის. მასზე რამდენიმე ნაკლებად შესამჩნევი ლაქა შეიძლება იყოს. თქვენ შეგიძლიათ მას ყურადღება არ მიაქციოთ, მაგრამ თუ პერფექციონიზმი ამის საშუალებას არ გაძლევთ, ხალიჩა უნდა გაწმინდოთ.

დღეს გიამბობთ, როგორც გაწმინდოთ ხალიჩა სახლის პირობებში.

პირველ რიგში, არ ინერვიულოთ. ასეთი რამ მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანს ემართება. თუ მოთმინება არ გყოფნით, რომ დასვენების დღეებში ხალიჩა ქიმწმენდაში წაიღოთ, გეტყვით, რომ ხალიჩის გაწმენდის რამდენიმე შინაურული საშუალებაც არსებობს. მტვერსასრუტი აუცილებლად დაგჭირდებათ.

ხალიჩების საწმენდი საშუალება

რამდენიმე რეკომენდაციას ყურადღება განსაკუთრებით უნდა მიაქციოთ. ხალიჩების უმეტესობას წყალთან შეხება არ მოსწონს, ამიტომ მშრალ ან მშრალ წმენდას უპირატესობა მიანიჭეთ. თუ ჯაგრისის გამოყენებას აპირებთ, ლაქა მისი ცენტრისკენ გახეხეთ, რომ ჭუჭყი უფრო დიდ სივრცეზე არ გავრცელდეს. ამასთან ჯაგრისის გაწმენდის დროს ბეწვის მიმართულებით იმოძრავეთ, რომ მისი ტექსტურა არ დააზიანოთ.

1. სოდა და მარილი

თუ ხალიჩის დაუყონებლივ გაწმენდა გსურთ, მაგრამ გეშინიათ რომ მას გააფუჭებთ, რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ. ამ საშუალებების დახმარებით ხალიჩა უფრო სუფთა გახდება და არ დაზიანდება. თავდაპირველად მტვერსასრუტი გამოიყენეთ, რომ ზედმეტი მტვერი და წვრილი ნაგავი მოაშოროთ. ახლა კი, შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ.

თქვენი პირველი დამხმარე საშუალებები სოდა და მარილია. 1:1 პროპორციით აურიეთ და ხალიჩას თამამად მოაყარეთ, დალაქებულ ადგილას კარგად შეაზილეთ. 20 წუთის შემდეგ მტვერსასრუტით აიღეთ. მარილი და სოდა უნივერსალური საშუალებებია, რომლებიც ვერცხლის გაწმენდაშიც დაგეხმარებათ, მტკივნეული ყელის სავლებადაც გამოგადგებათ. დიასახლისები უკვე წლებია იყენებენ, რადგან ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია.

2. ძმრის ხსნარი

თუ მარილის გამო გაცემინებთ, ხოლო სოდა, როგორც ქიმიური ელემენტი (ნატრიუმი) პრინციპულად არ შეგეფერებათ, მაშინ ძმარი სცადეთ. ჩვეულებრივი სუფრის ძმარი გამოიყენეთ, რომელიც თქვენი მაცივრის კარზე ინახება. არ დაიჯერებთ, მაგრამ სუსტი ხსნარი ხალიჩას მნიშვნელოვნად განაახლებს.

ძმრით გაწმენდამდე მტვერსასრუტით ზედმეტი ჭუჭყი აიღეთ, ამის შემდეგ ძმარში დასველებული რბილი ჯაგრისი ან ღრუბელი გადაუსვით. 1 ლიტრ წყალზე 15-20 მლ სუფრის ძმარი გამოიყენეთ. ლაქა უფრო ძლიერად დაასველეთ. 20 წუთით აივანზე გაისეირნეთ, ყავა დალიეთ, შემდეგ ხალიჩა მშრალი ჩვრით ბეწვის მიმართულებით გაამშრალეთ. დარწმუნდით, რომ ხალიჩა ბოლომდე გაშრა. შენობის განიავება არ დაგავიწყდეთ.

3. ჩაის ნაყენი

კიდევ ერთი მეთოდი, თუ ყავის დალევას ჩაი გირჩევნიათ, ხოლო თქვენი ბინის ინტერიერი მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. ეს მეთოდი ღია ფერის ხალიჩაზე არ გამოგადგებათ. სწორედ ამიტომ, ოთახში სინათლე აანთეთ და დარწმუნდით, რომ ხალიჩის ზოლები მუქი ფერისაა. თუ დაბრკოლება არ არსებობს, საქმეს შეუდექით.

ამისთვის ჩაის ნაყენი წინასწარ მოამზადეთ. ჩაის ფოთლები ძალიან ტენიანი არ უნდა იყოს, ამიტომ კარგად გაწურეთ და ხალიჩაზე, განსაკუთრებულ დალაქავებულ ადგილას მოაყარეთ. შეგიძლიათ ჩაის ფოთლები მხოლოდ დალაქავებულ ადგილას მოაყაროთ. გაშრობა აცადეთ და ცოცხით ან მტვერსასრუტით აიღეთ. საინტერესო დაკვირვება: ჩაის ფოთლები არა მხოლოდ ლაქას მოაშორებენ, არამედ უსიამოვნო სუნსაც გააქრობენ.

აქ წარმოდგენილი ხალიჩის საწმენდი თითოეული საშუალება წარმატებით გამოყენებული და გამოცდილია. თუ რაიმე მიზეზით მიღებული შედეგი არ მოგწონთ, შეგიძლიათ ხალიჩა ნავთით, სახამებლით, ბენზინით, ნიშადურის სპირტით ან ხალიჩით გაწმინდოთ, თუმცა გირჩევთ, თუ ხალიჩისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა გსურთ, დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართეთ.