Connect with us

ჯანმრთელობა

რომელი პროდუქტი არ უნდა მივიღოთ გარკვეულ პრეპარატებთან

წამლის დალევა დრო და დროს ყველა გვიწევს, თუმცა ზოგიერთ ადამიანს წამლების მირება მუდმივად უწევთ გარკვეული ქრონიკული დაავადებების ქონის გამო. ყველა წამალს მოყვება ინსტრუქცია სადაც მათ უკუჩვენებზეა წარმოდგენილი ინფორმაცია, თუმცა ძალიან იშვიათად შეხვდებით ინსტრუქციას სადაც ამა თუ იმ წამალთან ერთად გარკვეული პროდუქტის მიღების აკრძალვაა მითიტებული.

ზოგიერთ წამალს მართლაც საშინელი უკუჩვენებები აქვს, მაგალითად ასთმის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი სუიციდურ აზრებს იწვევს. ზოგიერთი პროდუქტის ამა თუ იმ პრეპარატთან გამოყენებამ კი ორგანიზმს შეიძლება დიდი ზიანი მოუტანოს და არა თუ უმკურნალოს არამედ გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა.

თუ მაღალი წნევის საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებთ…

…ბანანის ჭამას მეტი სიფრთხილით მოეკიდეთ, რადგან ისევე როგორც ეს პრეპარატები, ბანანიც ორგანიზმში კალიუმის რაოდენობას ზრდის. კალიუმი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მისმა სიჭარბემ შეიძლება გულის გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის არარეგულარული ან აჩქარებული გულის ცემა. არ დაგავიწყდეთ, რომ კალიუმს ასევე შეიცავენ მწვანილი, ფორთოხალი და მარილის შემცვლელი.

თუ ქოლესტერინის შესამცირებელ პრეპარადებს სვამთ…

…ნუ მიირთმევთ გრეიფრუტსა და გრეიფრუტის წვენს, ამან შეიძლება პრეპარატის სიჭარბე გამოიწვიოს სისხლში რაც მისი უკუჩვენებების მიმართ უფრო მგრძნობიარეს გაგხდით. გაცილებით შესამჩნევი იქნება ფეხების ტკივილი.

თუ გულის უკმარისობის წამლებს სვამთ…

…არ მიირთვათ ძირტკბილას კანფეტები, ის ორგანიზმში კალიუმის დონეს ამცირებს. ამან შეიძლება დიგოკსინთან დაკავშირებული უკუჩვენებების რისკი გაზარდოს, ამ უკანასკნელს გულის უკმარისობისა და გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ იყენებენ.

ძირტკბილა მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატების, სისხლის გასათხელებელი, ტკივილ გამაყუჩებელი და კონტრაცეპტივების ეფექტურობასაც ამცირებს.

თუ ანტიკოაგულანტებს იღებთ…

…შტოშის წვენის მიღებას მოერიდეთ. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ პრეპარატებთან ერთად შტოშის წვენის მირება სისხლს სწრაფად ათხელებს და ამან შეიძლება გართულებებთან მიგვიყვანოს.

ასევე მოერიდეთ ისპანახის ჭამას, რადგან მასში შემავალი К ვიტამინი ხელს შეუშლის ანტიკოაგულანტს და მის ეფექტურობას შეამცირებს, შესაბამისად სისხლის შედედების რისკიც გაიზრდება. ბროკოლი და სხვა მუქი მწვანე ფერის ბოსტნეულიც უნდა ამოიღოთ დროებით რაციონიდან.

თუ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს იღებთ…

…შეამცირეთ რძის პროდუქტები. ამ პროდუქტებში შემავალმა კალცმა შეიძლება ანტიბიოტიკის სწორ შთანთქმას შეუშალოს ხელი და შედეგად ის ნაკლებ ეფექტური გახდება.

თუ ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო წამლებს იღებთ…

…აჯობებს ძეხვეულსა და შებოლილ პროდუქტებზე უარი თქვათ. მათსი შემავალი ტირამინი პრეპარატების გავლენით არტერიული წნევის მკვეთრ მატებას გამოიწვევს.

ეს ამინომჟავა არა მხოლოდ ძეხვებსა და შებოლილ პროდუქტში გვხვდება! მას შეიცავენ: მდნარი ყველი, ბანანი, ავოკადო, შოკოლადი და ალკოჰოლიც!

თუ ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო პრეპარატებს იღებთ…

…ნუ შეჭამთ კაკალს. კაკალი და სხვა ბოჭკოს შემცველი პროდუქტი (მაგალითად: სოიოს ფქვილი) ხელს შეუშლის თქვენს ორგანიზმს წამალზე საჭირო გზით რეაგირებაში.

ექიმების უმეტესობა ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო პრეპარატების მიღებას ღამით ურჩევენ პაციენტებს რადგან ასე ორგანიზმს მეტი დრო ექნება წამლის ასათვისებლად!

ყველას განსხვავებული ორგანიზმი აქვს და წამლებზეც სხვადსხვაგვარად რეაგირებენ. ამიტომ თუ კითხვები გაგიჩნდებათ წამლებისა და კვების შესახებ – აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან!