Connect with us

ყვავილები

რომელი დეკორატიული მცენარეები ანადგურებენ სარეველას

დრევანდელ სტატიაში ჩამოთვლილი ყვავილები არა მარტო გაალამაზებენ თქვენს კლუმბას არამედ სამუდამოდ დაგავიწყებენ მავნე და მომაბეზრებელი სარეველა ბალახის არსებობასაც!

რომელი ყვავილები უნდა დარგოთ კლუმბაზე

1. ნარცისები დიდი ხანია რაც გამოცდილმა მებაღეებმა შეიყვარეს. ტიტებისგან განსხვავებით მათ გადარგვა არ ჭირდებათ და ეს ნამდვილად დიდი პლიუსი გახლავთ! ეს ყვავილები ძალიან სწრაფად იზრდებიან და უპრობლემოდ ყვავილობენ ერთსა და იმავე ადილას, ათ წელზე დიდი ხნით.

გაითვალისწინეთ, რომ სარეველასთან ბრძოლა მხოლოდ სტანდარტულ, უბრალო ნარცისებს შეუძლიათ.

2. კოსმეა – ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლის უნარიანი და უპრეტენზიო მცენარეა. საკმარისია ერთხელ დარგოთ და შემდეგ ყოველწლიურად თავად გაიხარებს.

მისი ყვავილობა ბასოლუტურად არ არის დამოკიდებული ამინდის პირობებზე: მას არც წვიმიანობა აღელვებს და არც ივლისის მწველი მზე.

3. მომაბეზრებელ სარეველა ბალახს – უნაზესი შროშანიც იოლად გაუმკლავდება. მისი ჰორიზონტალურად მცოცავი ფესვების წყალობით ის სწრაფად მრავლდება და მთელს თავისუფალ სივრცეს იკავებს.

მიუხედავად თავისი სათუთი გარეგნობისა, ეს მცენარე ძალიან გამძლეა, მაგრამ, თავს ყველაზე უკეთ ჩრდილში გრძნობს.

4. პიონების ფესვი 90 სანტიმეტრ სიღრმეს აღწევს. სწორედ ამიტომ, თუ მათ დათსავთ – შეგიძლიათ სარეველები სამუდამოდ დაივიწყოთ. ისევე როგორც კოსმეა, პიონებიც ყველანაირ ამინდს უძლებენ.

5. ლავანდა – სააგარაკე კლუმბის დამშვენების საუკეთესო ვარიანტია. ის არა მარტო ლამაზი და არომატულია, არამედ სასარგებლოც! ითვლება, რომ ეს მცენარე დამამაშვიდებლად მოქმედებს. მისი ბუჩქი აუცილებლად მზიან ადგილას უნდა დარგოთ.

6. აუცილებელია ამ ყვავილებს შორის ყვითელი დეკორატიული ფარსმანდუკიც ვახსენოთ. მისი ნათელი, ლამაზი ყვავილები იდეალურად ერწყმის ნებისმიერ ყვავილოვან კომპოზიციას და ყველაზე შეუხედავ ბაღსაც კი გაალამაზებს.

7. განსაკუთრებულად მზიანი ადგილებისთვის ბორდიურის ზამბახებს გირჩევთ. მათი მსხვილი ფოთლები არ ტოვებენ სარეველა ბალახის გახარების მცირე შანსსაც კი. გარდა ამისა ბორდიურის ზამბახი უფრო დიდხანს ინარჩუნებს დეკორატიულ სახეს ვიდრე მათი მაღალი და კაპრიზული თანამოძმეები.

8. რა თქმა უნდა შეუძლებელია არ აღვნიშნოთ ყვითელი შროშანი, რომელიც არა მარტო თავისი მომაჯადოვებელი კვირტებით არის ცნობილი, არამედ მაღალი გამძლეობითაც გამოირჩევა მავნებლებისა და დაავადებების მიმართ!

მისი ბუჩქი 1 მეტრის სიმაღლეს აღწევს და მრავალი წლის განმავლობაში არ წყვეტს თვალის თავისი ულამაზესი ყვავილობით გახარებას.

როგორც ხედავთ საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვთ! აუცილებელი არ არის ყოველ წელს იწვალოთ სარეველა ბალახის მოცილებისთვის. საკმარისია უბრალოდ სწორად შეარჩიოთ დასარგავი ყვავილების სახეობა, თქვენი ბაღი ულამაზეს ყვავილნარად აქციოთ და დატკბეთ მისი სილამაზით!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.