Connect with us

თავის მოვლა

როგორ წავისვათ „სოლკოსერილი“ ნაოჭების გასაქრობად

„სოლკოსერილი“ სააფთიაქო მედიკამენტია, რომელიც ჭრილობების, ნაკაწრების, დამწვრობის, საოპერაციო ნაწიბურების სწრაფად შესახორცებლად გამოიყენება. კოსმეტოლოგებმაც უყურადღებოდ არ დატოვეს. ზღაპრული ცოცხალი წყლის მსგავსად საშუალება კანს და ლორწოვანს სწრაფად განახლებას და აღდგენას აიძულებს.

ამაში ჩემი ძველი ნაცნობი თავად დარწმუნდა. სახლთან ახლოს, აფთიაქში „სოლკოსერილი“ იყიდა, გამოცადა და ახლა ამ საშუალებას ოდებს უძღვნის. ეს უკანასკნელი საჭირო არაა, საკმარისია 47 წლის ქალის სახეს შეხედოთ – მას გლუვი და ბზინვარე კანი აქვს!

როგორ მოქმედებს „სოლკოსერილი“

სოლკოსერილის გასაოცარი თვისება  უკავშირდება ამავე სახელწოდების მოქმედ ნივთიერებას, რომელიც სარძეო პირუტყვის სისხლიდან მიიღება. აი, როგორ მოქმედებს კომპონენტი კანზე:

  • უჯრედების ჟანგბადით გამდიდრებას აუმჯობესებს;
  • სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს;
  • აღდგენას აჩქარებს;
  • კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს;
  • ანთებას აქრობს;

გამოდის, სოლკოსერილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაოჭების გასასწორებლად, აკნეს ლაქების მოსაშორებლად, სახის ფერის გასაუმჯობესებლად და უფრო მოქნილი კანის მისაღებად.

სოლკოსერილი ნაოჭების საწინააღმდეგოდ

გამოყენების უმარტივესი მეთოდი: წინასწარ გასუფთავებულ სუფთა სახეზე სოლკოსერილის გელი ან მალამო სქელ ფენად წაისვით. 2 საათით გაიჩერეთ, შემდეგ ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ.

ჩემმა ნაცნობმა უფრო მოქმედი გზა აირჩია. 1 თვის განმავლობაში, კვირაში 2–ჯერ, „სოლკოსერილის“ მალამოთი და „დიმექსიდით“ ნიღაბს იკეთებდა. სწორედ ასეთ მეთოდს გვირჩევენ კოსმეტოლოგები, კანის გასაახლებლად, ამოსანათებლად, დასაჭიმად და მოწიფულ კანზე ნაოჭების გასასწორებლად.

როგორ გავაკეთოთ ნიღაბი „სოლკოსერილი“ + „დიმექსიდი“

  1. სახე და ყელი რბილი დასაბანი საშუალებით გაიწმინდეთ.
  2. დიმექსიდი გაგრილებულ, ადუღებულ წყალში 1:10 პროპორციით გახსენით.
  3. მიღებულ ხსნარში ბამბის დისკი დაასველეთ. სახე და ყელი ამით გაიწმინდეთ, თვალის და ტუჩის ირგვლივ კანს მოერიდეთ. დაელოდეთ, სანამ პრეპარატი შეიწოვება.
  4. მალამო „სოლკოსერილი“ 1,5-2 მმ სისქის ფენად წაისვით. 40-60 წუთით გაიჩერეთ. ნარჩენები წყლით ჩამოიბანეთ, სახე პირსახოცით გაიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
  5. მნიშვნელოვანია! სანამ სახეზე ნიღაბი გისვიათ, აუცილებლად წყლით დანამეთ, ამისთვის სპრეი ბოთლი გამოიყენეთ. შემადგენლობა ბოლომდე არ უნდა გაშრეს.

უსაფრთხოების ზომები. დიმექსიდი სუფთა სახით არ გამოიყენოთ, მხოლოდ ხსნარი! ორივე პრეპარატზე ალერგიის ტესტი ჩაიტარეთ: წვეთი იდაყვზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. ქავილი, წვა და სიწითლე არ უნდა გაწუხებდეთ.

საინტერესოა, რას ფიქრობთ ნაოჭების საწინააღმდეგოდ „სოლკოსერილის“ გამოყენებაზე. სცადეთ? როგორი ეფექტი აქვს?