Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ შეიცვლება თქვენი ორგანიზმი თუ ყოველ დილით შვრიის ფაფას მიირთმევთ

ამბობენ, რომ საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია, ხოლო საუზმეებს შორის ყველაზე სასარგებლო კი შვრიის ფაფა გახლავთ.

ეს არც თუ ისე ლამაზი შესახედაობიუს მქონე ფაფა სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. 2 ათას წელზე მეტია რაც ადამიანები შვრიას საკვებად და სამკურნალოდ ზრდიან. სამედიცინო თვალსაზრისით მას კანის, ნაწლავის, ნერვებისა და საშარდე გზების სამკურნალოდ იყენებენ.

აი როგორ შეიცვლება თქვენი ორგანიზმი თუ საუზმეზე შვრიის ფაფის მირთმევას დაიწყებთ:

1. გათავისუფლდებით ტოქსინებისგან.

შვრიის ფაფა ხელს უწყობს ორგანიზმის ტოქსინებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლებას. საკვები ბოჭკო აცილებს ცხიმოვან ნადებს, რომელიც არტერიის კედლებზე გროვდება. ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვიტარებისგან გვიცავს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

2. ამცირებს შაქრის დონეს.

შვრიის ფაფა სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. მისი ჩართვა რაციონში განსაკუთრებით აუცილებელი დიაბეტიანებისთვის არის. მისი გამოყენება ხელს უწყობს სახამებლის ათვისებას და გვეხმარება შაქრის დონის სტაბილიზირებაში.

3. უმჯობესდფება საკვების მონელება.

შვრიის ფაფის გამოყენება აუმჯობესებს საკვების მონელებას: ამცირებს ცილოვან მჟავებს. ეს აიოლებს საკვების ნაწლავში გავლას და შესაბამისად არც შეკრულობა შეგაწუხებთ.

4. მცირდება სიმსივნის რისკი.

შვრიის ფაფა მაცირებს სიმსივნის განვიტარების რისკს: მრავალრიცხოვანი კვლევების თანახმად თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით შვრიას ნამდვილად შეუძია ორგანიზმის სიმსივნის განვითარებისგან დაცვა.

ყოველდღიურად შვრიის ფაფის გამოყენება 10%-ით ამცირებს სარძევე ჯირკვლების და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს.

5. აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას.

შვრიის ფაფა სასარგებლოა გულის კუნთისტვის. ყველაფერი კი მასში შემავალი ომეგა-3-ის დამსახურებაა. ეს უკანასკნელი მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

6. ამშვიდებს ნერვებს.

შვრიის ფაფა სასარგებლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. საქმე იმაშია, რომ მის შემადგენლობაში ბევრი В ჯგუფის ვიტამინია, რომელიც მხარს უჭერს და აწონასწორებს ნერვულ სისტემას.

7. გამაგრდება ძვლები.

შვრია ოსტეოპოროზთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ეს სასარგებლო ფაფა კალციუმის სადღეღამისო ნორმით უზრუნველგყობთ. კალციუმი აჩერებს დემინერალიზაციას და ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას.

8. გათავისუფლდებით ჭარბი წონისგან.

შვრიის ფაფის გამოყენება ხელს უწყობს ჭარბი წონის კლებას. ამისთვის ის უზმოზე უნდა მიირთვათ.

9. შეგმატებთ ძალას.

შვრიის ფაფა – ენერგიის წყაროა. სწორედ ამიტომ მას საუზმეზე ან შუადღეს მიიღტმევენ. ეს თქვენს ორგანიზმს ენერგიით აავსებს შემდეგი საკვების მიღებამდე. შვრიის ფაფა – განსაკუთრებით სასარგებლო გონებით მომუშავეთათვის არის.