Connect with us

საკითხავი

როგორ შევარჩიოთ მწიფე და წვნიანი საზამთრო

ზაფხულის სეზონი მოვიდა. დახლებზე მალე გამოჩნდება ბოსტნეული კულტურა. თუ დიდი, ზოლებიანი კენკრა მოგწონთ, ნუ შეუშინდებით მის არჩევას, რადგან დღეს ჩვენ გთავაზობთ რეკომენდაციებს ყველაზე მწიფე და წვნიანი საზამთროს შესარჩევად.

როგორ შევარჩიოთ საზამთრო

1. მოცულობა

დაიმახსოვრეთ მარტივი წესი: ერთი და იმავე სახეობის საზამთროებისგან უნდა ამოარჩიოთ დიდი, ოღონდ არა უზარმაზარი საზამთრო. იდეალური კენკრა 6-10 კგ-ს იწონის.

ანუ, მოერიდეთ როგორც პატარა(ჩვეულებრივ, ჯერ კიდევ დაუმწიფებელია), ისე დიდი ზომის(ნიტრატებით გაჯერებულ) საზამთროს.

2. ფორმა

საზამთრო მკვრივი უნდა იყოს: დააჭირეთ თითით, არ უნდა ჩაიღუნოს. დაკაკუნებისას, ხმა ძალიან ყრუ უნდა იყოს. თუ ჭრიალი ისმის, კენკრა მწიფე არაა.

3. ყუნწი

კენკრის შერჩევა შეგიძლიათ ყუნწის მიხედვითაც: მდედრია თუ მამრი. მდედრს უფრო განიერი, დიდი ზომის ყუნწი აქვს. ჩვეულებრივ, იგი უფრო ტკბილია და ნაკლები რაოდენობით კურკები აქვს. თუმცა, მაღაზიის დახლებზე მამრი საზამთროები ჭარბობს.

4. გაყიდვის ადგილი

იდეალური ადგილი საზამთროს საყიდლად არის დახლი იმ ველთან ახლოს, სადაც ეს კენკრა მოიყვანეს. თუმცა, თუ ასეთ ადგილზე ხელი არ მიგიწვდებათ, ბაზარში წადით. სუპერმარკეტში კი ფრთხილად უნდა იყოთ: აქ, ხშირად, ჯერ კიდევ დაუმწიფებელ საზამთროებს ყიდიან.

5. დრო

მართალია, საზამთრო გაყიდვაში ივნისის ბოლოს ეშვება, თუმცა მისი შეძენა აგვისტომდე არ ღირს – კენკრის დამწიფების ბიოლოგიური ვადაა ზაფხულის ბოლო თვე.

თქვენ რა კრიტერიუმებით ირჩევთ საზამთროს? რამდენად ამართლებს?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.