Connect with us

მოდა და სტილი

როგორ შევარჩიოთ თმის ფერი ცისფერი თვალებისთვის

ცისფერ თვალებიან გოგოებს გაუმართლათ, მათ თმის ძალიან ბევრი შეფერილობა უხდებათ. თქვენთვის აქტუალური რეკომენდაციები შევაგროვეთ, თუ თმის შეფერილობის მიხედვით ცისფერი თვალებს უფრო მომგებიანად ხაზი როგორ გაუსვათ.

რომელი ფერი მოუხდება ცისფერ თვალებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს კანის ფერიც უნდა გაითვალისწინოთ. ცნობილი ცისფერ თვალებიანი ლამაზმანების მაგალითებში შთაგონება იპოვეთ, რომელთანაც საუკეთესო კოლორისტები მუშაობენ.

ღია ფერის თმა და ცისფერი თვალები

ერთ-ერთი კანონიკური სურათი – ქერა გოგო ცისფერი თვალებით. თუ ფაიფურის ან ვარდისფერი ფერის კანი გაქვთ, პლატინის ქერა აირჩიეთ. თუ მუქი ფერის (ზეთისხილის, მოყვითალო, მსუბუქი რუჯით) კანი გაქვთ, ოქროსფერი ან ხორბლისფერი ქერა მოგიხდებათ.

ღია ყავისფერი თმა და ცისფერი თვალები

ცისფერი თვალების და ღია ყავისფერი თმის კომბინაცია ერთ-ერთი გავრცელებულია და „ზაფხულის“ ფერის ტიპს შეესაბამება. ასეთ გარეგნობას იდეალურად მოუხდება ხორბლისფერი, ოქროსფერ-მოყავისფერო და შეღებვის რთული ტექნიკა ომბრე და airtouch.

მუქი ფერის თმა და ცისფერი თვალები

ცივი ტონის ღია ფერის კანზე ცხარე შოკოლადის შეფერილობა ეფექტურ კონტრასტს ქმნის. თბილი ტონის კანის მქონე ცისფერ თვალებიანი გოგოებისთვის საუკეთესო არჩევანია წაბლის ან თაფლის ფერი თმა.

თეთრი თმა და ცისფერი თვალები

იდუმალებით მოცული ელფი გოგონა შეიძლება გახდეთ, თუ თმას თეთრად შეიღებავთ. ასეთი თამამი გადაწყვეტილება მოკლე ვარცხნილობაზე მომგებიანად გამოიყურება. შეხედეთ ტოპ-მოდელს საშა ლუსს.

ნაცრისფერი თმა და ცისფერი თვალები

ნაცრისფერი ჩრდილები ცისფერ თვალებიან ქალებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ. ზოგიერთი ცნობილი ქალი ჭაღარას აღარ იღებავს და უბრალოდ შეუდარებლად გამოიყურება. ახალგაზრდებიც კი შეგნებულად თმას ნაცრისფრად იღებავენ. მაგალითად, მომღერალი ანნ-მარი.

შავი თმა და ცისფერი თვალები

შავი თმა როგორც ცივ, ასევე თბილი კანის მფლობელებს მოუხდებათ. მუქი ფერის შავგრემანი ქალი ყოველთვის კაშკაშად გამოიყურება და მნიშვნელოვანია, რომ მაკიაჟი ზომიერად გაიკეთოს. ღია ფერის კანზე მაკიაჟი კონტრასტის შექმნაში დაგეხმარებათ, ამიტომ ღია ფერის რუმიანას, ჩრდილების და პომადის წასმა არ მოგერიდოთ.

წითური თმა და ცისფერი თვალები

ნიკოლ კიდმანი გვიჩვენებს, თუ ცისფერი თვალები და წითური თმა როგორ მშვენიერ კომბინაციას ქმნის. ასეთ კომბინაციაში წარბების ფერი სწორად უნდა შეარჩიოთ. თუ თქვენთან ახლოსაა მუქი ფერის თმა, ცოტა თაფლისფერი პიგმენტი დაუმატეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.