მოდა და სტილი
როგორ შარვლებს ჩაიცვამენ მოდის მიმდევარი ქალები 2021 წელს
დღეს ტანსაცმლის მაღაზიები მოდური შარვლების უამრავ ვარიანტს გვთავაზობენ. არჩევანი იმდენად ფართოა, რომ თვალები გაგვირბის და ერთდროულად ყველაფრის შეძენა გვსურს! ნათელი და ორიგინალური სტილი რომ შექმნათ, საკმარისია მხოლოდ რამდენიმე უნივერსალური შარვალი გქონდეთ. სწორედ ამიტომ, დღეს 2021 წლის მოდური შარვლების ვარიანტებს გთავაზობთ.
2021 წლის მოდური შარვლები
1. უჯრედული შარვალი
სწორი კუთხის უჯრედული შარვალი ამ და მომავალი წლის ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური ნივთია. ეს უნივერსალური მოდელი ნებისმიერი ფორმის ქალს უხდება.
ასეთი შარვლები წლის ნებისმიერ სეზონზე ჰარმონიულად გამოიყურება. თამამად შეგიძლიათ ატაროთ ზაფხულში სანდლებთან და შემოდგომაზე ან ზამთარში თბილ პალტოსთან ერთად.
2. ტყავის შარვალი
ტყავის შარვალი ნებისმიერ დროს ზღვა ემოციას იწვევდა. მისი ჩაცმა მხოლოდ თავდაჯერებულ ქალს შეუძლია, ამიტომ ეს მოდელი – ყველა ეპატაჟური და გაბედული ლამაზმანის რჩეულია.
ტყავის შარვალი ყოველდღიურად რომ ჩაიცვათ, საჭირო ზედა უნდა შეურჩიოთ. ასე უფრო ნაზ და მოდუნებულ სტილს შექმნით. სტილისტები გირჩევენ, რომ ტყავის შარვალი გოლფთან, მოცულობით სვიტერებთან ან ნაქსოვ მაისურებთან კომბინაციაში გამოიყენოთ. სხვათა შორის, ტყავის შარვალი შესანიშნავად გამოიყურება როგორც ჩექმებთან ან ელეგანტურ ნავ ფეხსაცმელთან, ასევე კომფორტულ ბოტასებთან ერთად.
2. კულოტები
კულოტები 2021 წელის უდავო ტრენდია. ასეთი მოდური შარვალი ფორმას წარმატებულად ხაზს უსვამს და თითოეულ სტილს ორიგინალობას მატებს.
მოდის ექსპერტები ფუმფულა ფორმების ქალებს ურჩევთ, რომ არჩევანი ისრიან მოდელებზე შეაჩერონ. ასეთი დეკორის ელემენტი ფორმას ვიზუალურად წელავს და სტილს უფრო ჰარმონიულს ხდის.
4. სკინი
ერთი შეხედვით, მომდგარი ჯინსი უკვე აქტუალური არაა, მაგრამ არა. გარდერობის ელემენტი დღემდე მთელ მსოფლიოში პოპულარულია. ყველაფერი იმიტომ, რომ ვიწრო ჯინსს შეგიძლიათ პრაქტიკულად ნებისმიერი ზედა და ფეხსაცმელი შეუხამოთ.
მას, ვისაც კომფორტულის და მოდურის კომბინაცია სურს, ექსპერტები მაღალწელიან მოდელებზე არჩევანის გაკეთებას ურჩევენ. ასეთი ჯინსი სხვადასხვა სტილისთვის შესანიშნავი ბაზა გახდება.
ზემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინეთ, რომ ახალ წელს შეუდარებელი იყოთ. წარმატებებს გისურვებთ!