Connect with us

მოდა და სტილი

20 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩანთა სტილში ყველაზე მნიშვნელოვანია

აუცილებელი არაა, სტილის შესატყვისი ჩანთა შეარჩიოთ, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ. Alltime გაჩვენებთ, რომელი აქსესუარი გაგხდით მოდურს, თუნდაც ყველაზე მოსაწყენ სტილში.

დიდი, პატარა, კაშკაშა და უცნაური ფორმები – ამ სეზონზე ჩანთებს გვერდს ვერ აუვლით. ნახეთ, რომელ მოდელებს ირჩევენ ვარსკვლავები და ბლოგერები, რომ მოდური სტილი დღესვე გაიმეორეთ.

ლეონი ჰანი

გერმანელი ბლოგერის კოლექციაში 100–ზე მეტი ჩანთაა: დაწყებული Bershka-დან და დამთავრებული Hermes–ით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრენდი მთავარი არაა. როგორც ჩანს, ლეონის აშკარა ფავორიტი Bottega Veneta-ს ჩანთებია. სწორედ მისგან უნდა ისწავლოთ, როგორ ატაროთ მოდური, ჰიპერმოცულობითი ჩანთა მკაცრ, ღია ფერის კოსტუმთან.

ქსენია ბოროდინა

აუცილებელი არაა ტანსაცმლის შესატყვისი ჩანთის შერჩევა, მაგრამ თუ კონტრასტი დისკომფორტს გიქმნით, მსგავსი პრინტი შეარჩიეთ. მაგალითად, ბოროდინა მოდურ უჯრედებიან პერანგს და Louis Vuitton–ის საფირმო მონოგრამს ლამაზად უხამებს.

იანა რუდკოვსკაია

იანა სტილთან კონტრასტული ფერის ჩანთას არასდროს ატარებს. მისი სტილიც მოდაშია და ლოგომანია ეწოდება. ამის გაკეთება მარტივია, უბრალოდ ერთი და იმავე ბრენდის ტანსაცმელი და ჩანთა შეიძინეთ.

კაილი ჯენერი

მოდური წელის ჩანთები პოზიციებს არ თმობს. ზაფხულში შეგიძლიათ ისე ატაროთ, როგორც კაილი ჯენერი, და Jacquemus–ის მიკროჩანთით ქამარი ჩაანაცვლოთ. დამეთანხმეთ, ჩვეულებრივი ქამარი მოსაწყენად გამოიყურება, ასე კი სტილს ხიბლს მატებს.

კარინა ნიგაი

ინფლიუნსერი და სტილისტი კარინა ნიგაი ხშირად მოგზაურობს და გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მოდური ჩანთების და სამოგზაურო სტილის შეხამება. დიახ, ერთი შეხედვით, Celine-ს ჩანთა მაროკოში შეუფარებელია, მაგრამ თუ იმავე ფერის შარვალს შეუხამებთ, ჰარმონიულ სტილს მიიღებთ.

ვიქტორია ლოპირევა

ზუსტად სტილის შესატყვისი ჩანთის მოძებნაზე თავი დიდად არ შეიწუხოთ. თუ ერთფერიანი ანსამბლის შექმნა გსურთ, შეგიძლიათ მთელი პალიტრა გამოიყენოთ. მაგალითად, ვიქტორიამ აირჩია Hermes–ის ფუქსიისფერი ჩანთა და Chanel–ის ვარდისფერი კოსტუმი.

ბელა ჰადიდი

ახლა ჩანთა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად სანაპიროზეც შეგიძლიათ წახვიდეთ. არა, ჩალის ჩანთები არ გჭირდებათ, არამედ ტყავის კლასიკური მოდელი. თამამად აირჩიეთ ფერადი ჩანთები, რომლის ფერიც თქვენი საცურაო კოსტუმის ან მოსაფარებლის ფერს ემთხვევა, როგორც ამას ბელა ჰადიდი აკეთებს.

სვეტლანა ლობოდა

რომელი ჩანთა მოუხდება შავ კაბას? ნებისმიერი! რომელი გახდის სტილს უფრო ელეგანტურს – ჩანთა ბრჭყვიალებით და ქვებით. მაგალითი ლობოდადან აიღეთ: კლასიკურ შავ კაბას პატარა, ბრჭყვიალა კლატჩი ავსებს და სტილს მდიდრულს ხდის.

კიმ კარდაშიანი

რაც უფრო დიდია ჩანთა, მით უფრო მაგარია! ოღონდ არსებობს ერთი წესი: საღამოს სტილში გონივრული რომ იყოს კაბის შესატყვისი ჩანთა შეარჩიეთ, როგორც ამას კიმ კარდაშიანი აკეთებს.

კარინა გრენდელი

ბლოგერი კარინა გრენდელი კონსერვატიულ წესებს არ ცვლის. მაგალითად, პარიზის ბოლო ჩვენებაზე მან Pucci–ის ჩანთა არა მხოლოდ ტანსაცმლის ფერში, არამედ მსგავსი პრინტით შეარჩია! და პაპარაცების ფავორიტი გახდა. თუ ასეთი მიდგომა მოგწონთ, აირჩიეთ ჯინსი ან მშვიდი და დახშობილი ფერების ქვედაბოლო. აქცენტი ჩანთაზე უნდა გაკეთდეს.

ჯულია კომელი

Chanel–ის მიკროჩანთა – ის, რაც ყველას უნდა ჰქონდეს! ნახეთ, როგორ ლამაზად უხამებს ინფლუესერი ჯულია კომელი შანელის მიკროჩანთას ჯინსს. მისი ტარება შეგიძლიათ როგორც კაბასთან, ასევე შარვალთან. შეგიძლიათ კონტრასტული ვარიანტი ან კლასიკური შავი შეარჩიოთ.

ემილი ჯოზეფი

ჩანთა აუცილებლად ძვირადღირებული უნდა იყოს? არა! ბლოგერი ემილი ჯოზეფი (@in_fashionwetrust) ლუქს ბრენდებს Zara–ს ხშირად უხამებს. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ღირს ჩანთა, მთავარია, საერთო ანსამბლს ავსებდეს.

რებეკა კუნიკოვსკი

ყველაზე უბრალო ბამბის და თეთრეულის კაბაც კი შეიძლება საინტერესოდ გამოიყურებოდეს, თუ მას ფერად ჩანთას დაუმატებთ. რებეკას სტილით შთაგონება მიიღეთ, რომელმაც თეთრეულის გრძელი კაბა ჩაიცვა და MCM-ის წითელი ჩანთით გააფორმა.

პეტრა ვან ბრემენი

რომელი ჩანთა უხდება საყვარელ ტანსაცმელს? ის, რომელიც ცხოველური პრინტითაა: ზებრა, ლეოპარდი ან ძროხა. პეტრამ ყველაზე უბრალო სტილს (თეთრი პერანგი + ჯინსი) Bottega Veneta–ს ჩანთა დაუმატა და ძალიან მაგარი ლუქი მიიღო!

ალექსანდრა ლეპი

ვინ თქვა, რომ ფერადი ჩანთა განსაკუთრებულ მიზეზს მოითხოვს? მას კარგი განწყობა და გემოვნება სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ ფერადი ფოჩიანი ვარიანტი შეარჩიოთ და ასე ოფისში წახვიდეთ. ალექსანდრას სტილი გაიმეორეთ, რომელიც Roger Vivier-ის ფოჩიან ჩანთას ატარებს.

ალექსანდრა პერიერა

მწვანე ჩანთა მოდურია! ყვავილის და ღეროს პრინციპით შეუხამეთ: თქვენი გარდერობის ყველაზე კაშკაშა სტილს. მაგალითად, პერიერა თავის Bottega Veneta–ს დაწნულ ჩანთას ფუქსიისფერ შარვალს უხამებს და ძალიან მოდურად გამოიყურება.

ნატალია ვერზა

დამეთანხმეთ, ნატალია ვერზას სტილი Louboutin–ის ფერადი ჩანთის გარეშე მოსაწყენი გახდებოდა. საოფისე დრესკოდს კაშკაშა ელემენტი დაუმატეთ და შეამჩნევთ, თუ როგორ ცვლის შეგრძნებას და სტილს.

ნოვა მეიერჰენრიჩი

ზოგჯერ შეცვლა და ერთ ფერში ჩანთის ან ფეხსაცმლის შერჩევაზე უარის თქმა ძნელია. მცირედით დაიწყეთ – ჩანთის ფერის პრინტი ან ნახატი ტანსაცმელში დატოვეთ. მაგალითად, ნოვამ თავისი Aigner-ის წითელი ჩანთა წითელ ზოლიან კარდიგანს დაუმეგობრა. ჩანთა თეთრი რომ ყოფილიყო, მოსაწყენ სტილს მივიღებდით.

ტამარა კალინიკი

თითოეულ ჩვენგანს საყვარელი შავი კოსტუმი გვაქვს. ის ცისარტყელას ნებისმიერი ფერის ჩანთასთან ერთად იდეალურად გამოიყურება. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ტამარას სტილი, Bottega Veneta-ს ნეონისფერი ჩანთის ნაცვლად შავი ჩანთა რომ შეერჩია.

ოფელია დუვილარდი

ნეონი მეფობს! ის იდეალურად უხდება ჯინსებს, გარუჯულ ხელებს და ნებისმიერ კაშკაშა ფერს. ზედმეტია? არასდროს! ბლოგერის სტილით შთაგონება მიიღეთ, რომელიც Le Tanneur–ის ჩანთას და ატლასის შარვალს ერთმანეთს უხამებს. ახლა წარმოიდგინეთ, ჩანთა რომ ყავისფერი ყოფილიყო. მოსაწყენია!