Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ უნდა გააკონტროლოთ მადა და ხასიათი პმს-ს დროს

რამდენი ხუმრობა მოგისმენიათ პმს-სთან დაკავშირებით? ყველა ხუმრობაში სიმართლის მარცვალი დევსო, ხოდა ქალთა 80%, კრიტიკულ დღეებამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე თავს ძალიან ცუდად გრძნობს და ხასიათიც ეცვლება.

ცუდი განწყობა, მომატებულ ემოციურობასთან, გაღიზიანებასთან, თვითკონტროლის დაკარგვასთან და ჩადენილი დანაშაულის სინანულთან ერთად, ნამდვილად საშინელი ნაზავია. აქვე, სიას დავუმატოთ უკონტროლო სურვილი ტკბილისა და ყველა მავნე პროდუქტის ჭამისა – ვიღებთ პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომებს.

როგორ მოქმედებს ჰორმონები ქალის მადაზე

მედიკოსთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ციკლის დაახლოებით 16-28 დღეებში(ლუტეინის ფაზა), ქალის ორგანიზმში იზრდება პროგესტერინის და მცირდება ესტროგენის დონე. მკვეთრი ჰორმონალური ცვლილებები მოქმედებს ნეირომედიატორებზე თავის ტვინში. ამ უკანასკნელთა ცხოველქმედების ცვლილება ვლინდება მკვეთრი ემოციური, კოგნიტური და ქცევითი ნიშნებით.

ტკბილეულის ჭამის სურვილის ზუსტი მიზეზი, ციკლის მეორე ნახევარში, ჯერ არაა დადგენილი. თუმცა, ეჭვობენ, რომ ეს ქვეცნობიერული თავდაცვაა სტრესისგან, რომელსაც ჰორმონალური აფეთქება იწვევს. აღნიშნულ შემთხვევაში, შოკოლადი – სეროტონინის აბია, ეს კი ნეირომედიატორია, რომელიც კარგ განწყობაზე აგებს პასუხს.

ტკბილეული და ნახშირწყლები ნამდვილად აუმჯობესებს განწყობას, თუმცა არა დიდი ხნით. ასევე, მწვავედ დგას ზედმეტი კალორიების მიღების საკითხით. კარგი ამბავი გვაქვს: ჰორმონებისა და მათი ცვლილებების შედეგების კონტროლი შესაძლებელია, თანაც აბების გარეშე.

საკმარისია, რაციონში რამდენიმე პროდუქტი ჩართოთ, იმისათვის, რომ შეამსუბუქოთ პმს-ს სპეციფიკური გამოვლინება. ჩვენი რედაქცია დაგეხმარებათ მენიუს კორექტირებაში ისე, რომ ზედმეტი საკვების მიღების რისკი ამ რთულ პერიოდში მინიმუმამდე დაიყვანოთ.

კვება პმს-ს დროს

პრობლემა: ხასიათის ცვლილებები, გაღიზიანებადობა, მუდმივი ტირილი, აპათია.

გამოსავალი: რაციონში B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი პროდუქტის ჩართვა. ასეთია: კვერცხი, ზღვის თევზი, ქათამი, საქონლის ღვიძლი, პარკოსნები, მწვანილი. სკუმბრია თხილითა და ყველით, ფრიტატა ისპანახით – შესანიშნავი კერძებია ამ პერიოდში.

პრობლემა: აგრესიის ფრქვევა, რომელსაც შემდეგ სინანული მოჰყვება.

გამოსავალი: ჩართეთ რაციონში კალციუმით მდიდარი პროდუქტი. ასეთია: ხაჭო, სეზამი, კეფირი, გარგარი, ლეღვი. მოამზადეთ ლავაში ხაჭოთა და მწვანილით, დესერტზე კი – ხაჭოს ნამცხვარი გარგრით.

პრობლემა: თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძალების გამოცლა.

გამოსავალი: მიირთვით მაგნიუმით მდიდარი პროდუქტი. ასეთია: ფოთლოვანი სალათი, ისპანახი, ბანანი, კანგაუცლელი ბრინჯი. მიირთვით ისპანახის ბლინები.

პრობლემა: გამონაყარი კანზე.

გამოსავალი: აღადგინეთ თუთიის დეფიციტი. მზესუმზირის მარცვლები, მიწისთხილი, შავი შოკოლადი, უცხიმო საქონლის ხორცი შესანიშნავად უმკლავდება დავალებას.

პრობლემა: მუცლის შებერილობა, შეშუპება

გამოსავალი: შეზღუდეთ მარილის მოხმარება, მიიღეთ მეტი კალციუმით მდიდარი პროდუქტი. კურაგა, ქლიავის ჩირი, ავოკადო, კარტოფილი, გოგრა დაგეხმარებათ მარილის ბალანსის აღდგენაში.

თუ ყავისა და ალკოჰოლის მიღებაზე უარს იტყვით თვის ყველაზე რთულ კვირაში, ადეკვატურობისა და ნორმალური განწყობის შენარჩუნება გაგიმარტივდებათ. ეს ნივთიერებები უფრო მეტად ფიტავს ისედაც არასტაბილურ ნერვულ სისტემას. ნებისმიერი ბალახის ჩაი გაცილებით უკეთ მოგადუნებთ და დაგამშვიდებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.