Connect with us

სხვა

როგორ მოქმედებს კატის ფერი პატრონის ბედზე

გყავთ კატა? მაშინ ყურადღებით დააკვირდით მის შეფერილობას!

ეზოთერიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ კატები – უნიკალური ცხოველები არიან, რომლებსაც არა მარტო ყველა სამყაროში ერთდროულად ყოფნა შეუძლიათ, არამედ ჩვენს ცხოვრებაშიც არ მოდიან ტყუილად და მათ გარკვეული მისია აქვთ.

როგორ როლს ითამაშებს კატა თქვენს სახლში – მის შეფერილობაზეა დამოკიდებული. იმიტომ, რომ სწორედ ფერი განსაზღვრავს მის ენერგეტიკას.

1. თეთრი შეფერილობა

თეთრი – ჯანმრთელობისა და დიდხანს სიცოცლის ფერია. ეს მკურნალი კატების ფერია.

შესაძლოა თქვენ თავადაც შეგიმჩნევიათ, რომ თქვენს კატას თქვენზე მოკალათება და ხმამაღლა კრუტუნი უყვარს. გგონიათ ის ასე ისვენებს?! პირიქით! ის თქვენ ავადმყოფობისგან გათავისუფლებთ და ენერგიით გავსებთ.

2. ღია ფერის ტანი და უფრო მუქი თათები, სახე, კუდი და ყურები (ქოლორფოინთი)

ასეთი შეფერილობის კატები თავიანთ მფლობელს ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩუქნიან. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის! თუ ამ ფერის კატა გაგიჩნდათ – ჩათვალეთ, რომ საქმეში მწვერვალების მიღწევის უდიდესი შანსი გაქვთ!

3. ზოლიანი შეფერილობა

ზოლიანი კატები ძალიან გავრცელებულია, ამის გამო კი ისინი “უბრალო” კატებად მიაჩნიათ, მაგრამ სულ ტყუილად! ეს შეფერილობა გამორჩეულად მყარ ენერგეტიკასა და იმქვეყნიურ სამყაროსთან კავშირს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ მფლობელი ინტუიციური მინიშნებების მიღებას დაიწყებს იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი თქვენი ზოლიანი მეგობრის დამსახურება იქნება!

4. ჟღალი შეფერილობა

ეს კატები მზის ენერგეტიკას ატარებენ. ისინი სახლში სიმდიდრესა და ბარაქას მოგიტანენ. თავად გაგიკვირდებათ, თუ რატომ გიმართლებთ საქმეებში. ამის წარმატებების მიზეზი კი თქვენს მუხლებს იკრუტუნებს საღამოობით.

5. ნაცრისფერი შეფერილობა

ნაცრისფერი კატები მოკკრძალებულად გამოიყურებიან მაგრამ, მათი მისია ყველაზე მნიშვნელოვანია – მათ სახლში სიყვარული და მყუდროება მოაქვთ, აბალანსებენ არეულობას და მფლობელებისთვის მშვიდობა მოაქვთ. თუ სახლში ნაცრისფერი კატა ცხოვრობს – სასიამოვნო ჰარმონია და სტაბილურობა გელით.

6. სამფერა შეფერილობა

დიდი ხანია ცნობილია, რომ როგორც კი ასეთი კატა თქვენი სახლის ზღურბლს გადმოცდება, მასთან ერთად თქვენს სახლში ბედნიერება შემოდის!

ყველა უბედურება თქვენი სახლიდან გაქრება, ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება,შემოსავალი გაიზრდება. იგრძნობთ შინაგან სიმშვიდესა და ყველაზე ნამდვილ ბედნიერებას!

7. შავი კატა

ოდითგანვე ითვლებოდა, რომ შავი კატა – მკითხავებისა და ჯადოქრების უცვლელი თანამგზავრები არიან. თუ თქვენს სახლში შავი კნუტი დასახლდა, დარწმუნებული იყავით, რომ ძლიერი დაცვა გაქვთ! შავი კატა თქვენს სახლს ბოროტი ძალებისგან, წყევლისა და ავი თვალისგან დაიცავს. გაჩუქებთ სიბრძნესა და ნათელხილვას, ამიტომ თქვენ თავადაც ისწავლით უსიამოვნებებისთვის გვერდის ავლას.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.