Connect with us

ვიდეო

როგორ მოვუაროთ ჭაღარა თმას ბუნებრივი გზით და ყოველგვარი ქიმიკატების გარეშე

ორგანიზმზე ყოველდღიურად გარკვეული ფაქტორები ზემოქმედებენ და ზიანს აყენებენ.

მაგალითად: ისეთმა მარტივმა მოქმედებამ, როგორიცაა ძუნძულით სიარული (თუ სწორად შესრულებული არაა), შეიძლება ძვლების პრობლემები გამოიწვიოს. თუმცა სხეულს ამ დაზიანების აღმოსაფხვრელად თავისი მეთოდები აქვს.

იმავეს დაზიანებულ თმაზე ვერ იტყვით. თმა ძალიან დელიკატურია. მასზე გავლენა შეიძლება ამინდის ცვლილებამაც მოახდინოს, თუმცა ეს ერთადერთი ფაქტორი არაა.

თმამ აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები უნდა მიიღოს, რომ ლამაზი და ჯანმრთელი იყოს. ამ მიზეზით შეიძლება ითქვას, რომ ჯანსაღი თმა ჯანსაღი კვების, ასაკის, მოვლის, ადეკვატური კლიმატის და ჰორმონალური ბალანსის კომბინაციაა.

რამდენიმე მეთოდის დახმარებით თმის სილამაზის შენარჩუნებას შეძლებთ. უმეტესობა მათგანი ბუნებრივ საშუალებებს უკავშირდება და დღეს მათ შესახებ გიამბობთ.

აი, ნატურალური საშუალება ჭაღარა თმის სამკურნალოდ. ქიმიკატების გამოყენება არ დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

1 ფესვი კოჭა

1 ს/კ ზეითუნის ზეთი

1 ს/კ თაფლი

მომზადება და გამოყენება:

  1. ამ შინაურული საშუალების მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს. თქვენ უბრალოდ კოჭა უნდა გახეხოთ და წვენი გაწუროთ. შემდეგ სითხე ორ დანარჩენ ინგრედიენტს დაუმატოთ და კარგად აურიოთ.
  2. ეს საშუალება სველ თმაზე კვირაში ერთხელ წაისვით. ნიღაბი 40 წუთით გაიჩერეთ. დროის გასვლამდე შეგიძლიათ საშხაპე ქუდი დაიხუროთ, რომ ტანსაცმელი არ დასვაროთ.
  3. და ბოლოს, თმა ჩვეულებრივი შამპუნი და ბევრი წყლით დაიბანეთ.

კოჭა:

  • კაპილარებში სისხლის მიმოქცევას გაააქტიურებს;
  • თმის ზრდას დააჩქარებს;
  • თმის ღეროებს გაასქელებს;
  • თმას გააძლიერებს;
  • ქერტლს გააქრობს;

თმისთვის თაფლიც სასარგებლოა. პირველ რიგში, თაფლი ქსოვილების ბუნებრივი დამარბილებელია. ამის წყალობით თმის შესანიშნავი კონდიციონერია.

ამასთან თაფლი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ამიტომ თავის კანის ჯანმრთელობას ხელს უწყობს და თმის ზრდას სტიმულირებს.

მეორე მხრივ, თაფლი თმის ზრდაზე პასუხისმგებელი ფოლიკულების ჯანმრთელობას აუმჯობესებს. მკვლევარები ამბობენ, რომ თაფლის სწორი გამოყენებით თმის ფოლიკულების გაღვიძებას და ზრდის დაჩქარებას შეძლებთ.

უფრო მეტიც, თაფლი დამატენიანებელი საშუალებაა, ამიტომ თავის კანიდან ტენის დაკარგვას აფერხებს. თაფლი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, რაც ტენის შეკავებს ხელს უწყობს. შედეგად თმის ცვენა ფერხდება და ფოლიკულები ძლიერდება.

თაფლი ანტიბაქტერიულ და ანტისეპტიკურ თვისებებსაც ფლობს. ასე თავის კანს ინფექციებისა და ფსორიაზისგან იცავს, კანს სუფთას და ბაქტერიებისგან თავისუფალს ხდის. ასე ქერტლისა და თავის კანის ქავილისგან გვიცავს.

თუ მშრალი თმა გაქვთ, თმა მზის პირდაპირი ზემოქმედების ან სხვა ფაქტორების გამო დაზიანებულია, მისი ჯანმრთელობის დასაბრუნებლად თაფლი გამოიყენეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.