Connect with us

ყვავილები

როგორ მოვუაროთ ლიმონს, რომ ის კარგად აყვავილდეს

როგორც ლამაზი ორქიდეა, ლიმონი ტროპიკული მცენარეა. ამის გამო ბევრი მებაღე მას პრეტენზიულ და ძალიან ნაზ მცენარედ მიიჩნევს. თუმცა უხვად მორწყვა და სითბოში მისი გაჩერება რეკომენდებული არაა.

დღეს ლიმონის მოვლის რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, მალე თქვენი მცენარე ულამაზესი ყვავილებით გაგახარებთ.

ლიმონის მოვლა ზამთარში

იმის მიუხედავად, რომ ტროპიკებში ზაფხული ნამდვილად ტენიანი და ცხელია, ზამთარი საკმაოდ გრილია. სწორედ ამიტომ, ლიმონს თბილ ოთახში გამოზამთრება არ აიძულოთ და დამატებით ინტენსიურად არ მორწყათ.

ამის გამო, მცენარეს ფოთლები ცვივა, იშვიათად ყვავილობს, კვირტების დიდ ნაწილს კარგავს. ლიმონისთვის ზამთარში მაქსიმალურად კომფორტულია +5-დან +10 გრადუსამდე ტემპერატურა. ამასთან, სინათლის და ტენიანი ჰაერის დეფიციტი არ უნდა იგრძნოს.

საუკეთესო ვარიანტი – ზამთარი რამდენიმე პერიოდად დაყავით. მაგალითად, დეკემბერი და იანვარი ლიმონი დღისით +10 გრადუსზე, ღამით კი +3 ან +5 გრადუსზე გააჩერეთ. თუ ლიმონი აყვავილდება, ტემპერატურა +18 გრადუსამდე გაზარდეთ.

სად დავდოთ ლიმონის ხე

ლიმონი გამოსაზამთრებლად შემინულ ან დათბილულ ლოჯიაში ან აივანზე გაიტანეთ. ასევე გამოდგება ვერანდა ან უბრალოდ ცივი ოთახი. მნიშვნელოვანია, რომ მცენარე თავად ფანჯარაზე მოათავსოთ ისე, რომ მან საკმარისი შუქი მიიღოს.

კარგი იქნება, თუ ფანჯარასთან ახლოს გამათბობელს გამორთავთ, რომ ჰაერი არ გამოშრეს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ ამ პერიოდის გრილი ამინდი მცენარეს ახალი კვირტების წარმოებას აიძულებს და მის გამძლეობას ხელს უწყობს.

სანამ ლიმონი არ აყვავილდება, გრილ პირობებში იშვიათად და ნაკლებად მორწყეთ. საერთოდ, რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით უფრო ნაკლები ტენი სჭირდება. +1 გრადუსამდე ტემპერატურაზე ნიადაგის გახმობის დროს რწყავენ. 0 გრადუსთან ახლოს ტემპერატურის დროს კვირაში 2-3-ჯერ რწყავენ.

ლიმონის ყვავილობა

როცა მცენარე აყვავებას დაიწყებს, ტენის მიმართ მისი მოთხოვნა იზრდება. ამ დროს მას სასუქით გამოკვება სჭირდება. ამისთვის კომპლექსური სასუქი (აზოტი, ფოსფორი და კალიუმი) გამოგადგებათ. ზამთარში თვეში ერთხელ ნიადაგი სასუქით გაამდიდრეთ, ყვავილობის დაწყებისას კი – კვირაში 2-3-ჯერ.

ლიმონი მკვეთრი ცვლილებების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ, აივანზე ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში გაიტანეთ: დაე, დაბალ ტემპერატურას თანდათანობით შეეჩვიოს. თბილი ოთახიდან აივანზე სწრაფად გატანა ან, პირიქით, არ შეიძლება.

თუ მცენარის აივნიდან ოთახში გადატანა გიწევთ, წინასწარ ამისთვის მოამზადეთ. რამდენიმე დღე თბილი წყლით მორწყეთ, უკვე ოთახში კი სპრეი ბოთლის დახმარებით დანამეთ.

გრილ ზამთარში მცენარეს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ლიმონი ყველა ფოთოლს ინარჩუნებს, რაც მის გარეგნულ მხარეზე პოზიტიურად აისახება. ასევე დაავადებებით და პარაზიტების თავდასხმით არ ზიანდება. ჩვენი რჩევები პრაქტიკაში გამოიყენეთ!