Connect with us

ყვავილები

როგორ მოვუაროთ იას, რომ დიდხანს იყვავილოს

ია კარგი ყვავილობისა და სათანადო მოვლის შემთხვვევაში თავისი ყვავილებით მთელი წელი გვახარებს.

თუმცა ია საკმაოდ პრეტენზიული ლამაზმანია და არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელიც მასზე ზრუნვის დროს უნდა დაიცვათ. დღეს გიამბობთ, იის მოვლის საიდუმლოებაზე, რომელიც რეგულარული და აყვავებული ყვავილობის მიღებაში დაგეხმარებათ.

მოვლის წესები

იას საშუალო ტემპერატურასა და განათებულ ადგილებში ზრდა ურჩევნია. მაჩვენებელი +20 +24 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ქოთანი უნდა დადოთ იქ, სადაც სინათლე საკმარისი იქნება, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები მას არ მოხვდება. ია რომ აყვავილდეს, მას მთელი წლის განმავლობაში 12-14 საათის განმავლობაში სინათლე უნდა მიაწოდოთ.

მნიშვნელოვანი პირობაა ტენიანობის საკმარისი დონე, მაგრამ სიჭარბეც არ ვარგა. ზამთარში, როცა გამათბობებლის სეზონი იწყება, ჰაერის ტენიანობა მცირდება და მისი შენარჩუნება საჭირო გახდება. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ია ფოთლებზე ტენის მოხვედრას ვერ იტანს. სივრცე მხოლოდ ყვავილების ირგვლივ უნდა დანამოთ. წყალი დაყენებული, სჯობს გაფილტრული იყოს.

იის ყვავილობის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვან მოთხოვნას მისი სწორად დარგვა წარმოადგენს. ნიადაგი მსუბუქი და ოდნავ მომჟავო უნდა იყოს. სადრენაჟო ფენა დარგვამდე გააკეთეთ და ნიადაგრის ნარევს პერლიკულიტი ან პერლიტი დაუმატეთ. ქოთნის დიამეტრს ყურადღება მიაქციეთ. რაც უფრო ვიწროა, მცენარე მით უფრო კარგად აყვავდება. იდეალურ შემთხვევაში ქოთნის დიამეტრი 3-ჯერ უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე როზეტის დიამეტრი. ყოველ 6-9 თვეში სჯობს გადარგოთ.

თუ მცენარე განადგურებულია, ძალა სასუქის დახმარებით უნდა შეავსოთ. იისთვის სპეციალური ნარევი გამოიყენება. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სასუქი მშრალ ნიადაგს არ შეიცავს, რომ ფესვები არ დაწვათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი სასუქის სწორი რაოდენობის გამოყენებაა. მცენარე რომ არ დააზიანოთ, ორჯერ უფრო ნაკლები კონცენტრაცია უნდა გამოიყენოთ, ვიდრე მწარმოებლის მიერ არის მითითებული.

ხანდაზმული მცენარეები ზოგჯერ ახალგაზრდავდება. ასაკთან ერთად ყვავილის ქვედა ფოთლები ყვითლდება და ბერდება. მცენარეს დეკორატიული სახე რომ მისცეთ, ქვედა ფოთლები მოაშორეთ და ქოთანში ხავსი დაუმატეთ ან ნიადაგით შეავსეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.