თავის მოვლა
როგორ მოვიწესრიგოთ თავი 10 წუთში? სახლის ექსპრეს მეთოდი
როგორ მოვიყვანოთ თავი წესრიგში უსწრაფესად, თუ ამისთვის მხოლოდ 10 წუთი გაქვთ…
სახლში: გაიკეთეთ სახის ნიღაბი – ეს უსწრაფესი ხერხია სახის ტონუსში მოსაყვანად, ის მცირე ნაოჭებსაც გააქრობს და სახის ფერსაც გააუმჯობესებს. ნიღაბის შემადგენლობა კანის მიხედვით შეარჩიეთ.
ლიფტინგის ეფექტი გსურთ? გააზავეთ 2 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა წყალთში სანამ არაჟნის კონსისტენციას არ მიიღებთ. დაიდეთ სახეზე 4-5 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კანისთვის კვებაა აუცილებელი? სახეზე 2 სუფრის კოვზი მაიონეზი დაიდეთ და 10 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. კანის გათეთრება და დატენიანება გჭირდებათ? აურიეთ 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. მას შემდეგ რაც ნიღაბს ჩამოიბანთ, სახე გრილ წყალში დაიბანეთ და დამატენიანებელი კრემი დაიდეთ.
სალონში: თუ მხოლოდ 10 წუთი გაქვთ, უინექციო კარბოქსითერაპია თქვენთვის ზედგამოჭრილია. ჯერ მაკიაჟს მოგაცილებენ, შემდეგ რძით გაგიწმენდენ და ტონიკით დაგიმუშავებენ. ამის შემდეგ კანზე სპეციალურ გელს დაიტანენ რომელსაც ჟანგბადის აქტიური მოლეკულები აქვთ და მის ზემოდან ნიღაბს დაგაფარებენ. კანი ჟანგბადით გამდიდრდება და უფრო გლუვი და ელასტიური გახდება.
თუ 30 წუთი გაქვთ…
სახლში: ეს დრო სრულიად საკმარისია მინი-მოვლის ჩასატარებლად. ჯერ სკრაბით დაიმუშავეთ სახე, შემდეგ 10 წუთით დამატენიანებელი, გამაახალგაზრდავებელი ან მკვებავი ნიღაბი დაიდეთ, დროის გასვლის შემდგომ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კრემი წაისვით. გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი: ნიკაპთან, ტუჩის კუთხეებთან, თვალის კუთხეებში, წარბებს ზემოთ და შუბლთან.
სალონში: როგორ მოვიყვანოთ თავი წესრიგში? აპარატული პროცედურა ფიბრო სტრაიკი საუკეთესო არჩევანია. ის კანის სიღრმეებში აღწევს და აუმჯობესებს მი ელასტიურობას. ხდება კოლაგენის სინთეზის აქტივაცია, მეთოდი უმტკივნეულოა და რამდენიმე ეტაპად სრულდება. მეორე ეტაპზე კანის გაჯერება ხდება სხვადასხვა კოქტეილებითა და შრატებით. დასკვნით ეტაპზე კი ათერმული ლაზერული ზემოქმედებით კანში უჯრეთშორისი მატრიცის სტიმულირება ხდება.
როგორ მოვიწესრიგოთ თავი თუ ერთი საათი გაქვთ…
სახლში: დაიწყეთ პილინგით, შემდეგ ჩამოიბანეთ სახე და ლიფტინგ ნიღაბი წაისვით, 10 წუთის შემდეგ დამატენიანებელი ან მკვებავი ნირაბი დაიდეთ. გაიკეთეთ 10 წუთიანი სახის მასაჟი. ბოლოს აანთეთ თქვენი საყვარელი ეთერზეთი არომა ლამფა, გააფარეთ ფარდები, წამოწექით, თვალები დახუჭეთ და 20 წუთით მოდუნდით.
სალონში: ერთი საათი თავისუფალი დრო თუ გაქვთ სალონში RECYTOS-Skin პროცედურის ცატარება შეგიძლიათ. ის კანის ფუნქციონალურ უჯრედებს ასტიმულირებს და კოლაგენის ახალი ბოჭკოს გამომუშავებას უწყობს ხელს. ეს მეთოდი უმტკივნეულოა და ერთჯერადად ტარდება. მისი ეფექტი კი 12 თვის მანძილზე გრძელდება.