Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიცილოთ ჭორფლი და პიგმენტური ლაქები სახლის პირობებში

ეს საკმაოდ იოლი მეთოდია, ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.

იცით რას ნიშნავს ჰიპერპიგმენტაცია?! ეს არის ორგანიზმის დარღვევა, მუქი ლაქები კანზე, რომელსაც მელანინის დიდი რაოდენობა იწვევს და კანს მუქ პიგმენტს ანიჭებს.

კანის პიგმენტაციის დარღვევა გამოწვეულია მზის ზემოქმედებით, ზოგიერთი დაავადებით, სიბერით, ორსულობით ან ტრამვებით, ამ ყველაფერს კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენამდე მივყავართ.

ასაკობრივი და მზის ლაქები გამოწვეულია ულტრააისფერი სხივების ზემოქმედებისგან, ისინი აზიანებენ მელანინს და იწვევენ მის დროებით ან სამუდამო გაუფერულებას.

ეს ლაქები შეიძლება ტანის ნებისმიერ მონაკვეთში გაჩნდნენ, მაგრამ ყველაზე ხშირად სახესა და ხელებზე გვხვდება.

რეცეპტი ჰიპერპიგმენტურობის სახლის პირობებში მკურნალობისთვის:

  • გამოიყენეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი
  • დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • კარგად აურიეთ ეს ინგრედიენტები
  • დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე
  • დაელოდეთ 15 წუთი, სანამ არ გაშრება
  • ჩამოიბანეთ ცივი წყლით

პროცედურა დღეში 2 ჯერ იკეთეთ, მანამ სანამ შედეგს არ დაინახავთ. ეს საკმაოდ იოლი მაგრამ ეფექტური საშუალებაა, რომელიც ძველი ინდოელების მკურნალობის მეთოდებშია მოხსენიებული.

პროცედურის შემდეგ, იკრძალება კანის მზეზე გამოჩენა.

ლიმონი კანს გაწმენდს და მბზინვარებას მიანიჭებს. კურკუმა გააღივებს კანს და იმოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ღირს აღვნიშნოთ, რომ თუ ზედმეტად მგრძნობიარე კანი გაქვთ, აჯობებს ლიმონის წვენი რძით ჩაანაცვლოთ.