Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი: 6 მარტივი ნაბიჯი იდეალური სხეულის მისაღებად

ოჰ, ეს ცელულიტი! ვიწრო წელი და ლამაზი ფეხები მაქვს, ის კი მოულოდნელად არსაიდან ჩნდება! თუ პრობლემა „ფორთოხლის ქერქი“ პირადად შეგეხოთ, თქვენთვის 2 სიახლე გვაქვს. პირველი: ცელულიტი მხოლოდ ჭარბი წონის ხალხს არ აწუხებს. მეორე: ამ პრობლემის მოსაშორებლად მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში საკმარისი არაა. დღეს გიამბობთ, როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში, სად გაიქცეთ და რა გააკეთოთ. მზად ხართ ცელულიტს დაემშვიდობოთ? ყურადღებით წაიკითხეთ!

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი

1. ყველაზე მთავარია განწყობა!

სამწუხაროდ, ამ წესის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ სინამდვილეში არავინ იყენებს. თუ გსურთ, რომ „ფორთოხლის ქერქი“ ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ, ხშირად წარმოიდგინეთ სხეული ისეთი, როგორც გსურთ რომ გქონდეთ. ფიქრები ნამდვილად მატერიალიზდება!

2. ერთი დღეც არ დაკარგოთ

როგორც კი ბავშვივით გლუვი და ხავერდოვანი კანი წარმოიდგინეთ, დასახული მიზნისკენ სვლა განაგრძეთ. გახსოვთ ფრაზა: „წყალს ქვის გახვრეტა შეუძლია“. მცირე, მაგრამ ყოველდღიური ძალისხმევა ჩავარდნების გარეშე დასახულ მიზნამდე დაგაახლოვებთ.

3. მასაჟი სკრაბის გამოყენებით – თქვენი სილამაზის საიდუმლო!

ანტიცელულიტური მასაჟი მთელი ხელოვნებაა. თუ მასაჟისტის ფული არ გაქვთ, შეგიძლიათ მასაჟი თავად გაიკეთოთ. სხვათა შორის, ეს ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ფიქრობთ! შხაპის მიღების დროს პრობლემური ზონები 10-15 წუთით დაიმასაჟეთ. საუკეთესო ეფექტისთვის გამოიყენეთ სკრაბი, ყავის ნალექი ან ზღვის მარილი. ჩვილი ბავშვივით ნაზი კანი გექნებათ!

4. წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ

ალბათ იცით, რომ წყალი ჩვენი მეგობარი და დამხმარეა. მას ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები და წიდები გამოაქვს, ნაწლავებს წმენდს, შიმშილის გრძნობას აქრობს. მოკლედ, მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მისი დალევა არ დაგეზაროთ! მთელი დღის სარბენ ბილიკზე გატარება გსურთ? პრობლემა არაა! ოღონდ თუ საკმარის სითხეს არ მიიღებთ, თქვენს ვარჯიშს ფასი არ ექნება.

5. კომპრესები სინამდვილეში ძალიან ეფექტურია

თუ სახლის პირობებში სახვევის გაკეთება არ გიცდიათ, დროა დაიწყოთ. ამისთვის დაგჭირდებათ: საკვები ცელოფანი, თაფლი (ზეითუნის ან ნებისმიერ სხვა ზეთი, არაჟანი, ძმარი, თიხა, პარაფინი), სააბაზანოს პირსახოცი. კანი წინასწარ სკრაბით გაიწმინდეთ, თაფლი (ან რაც გაქვთ) წაისვით, საკვები ცელოფანი დაიხვიეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. პრინციპი ძალიან მარტივია: პროცედურა საუნის ეფექტს ქმნის, ფორებს ცხიმისა და წიდებისგან წმენდს, კანს ჭიმავს, კვებავს, ატენიანებს. მოკლედ, იმ სერიიდანაა, როცა სჯობს ერთხელ სცადოთ, ვიდრე 100–ჯერ მოისმინოთ!

6. გამარჯვების გჯეროდეთ!

თუ თქვენ არა მხოლოდ „ქერქი“, არამედ ჭარბი წონა გაქვთ – ფიზიკურ ვარჯიშს დიდი ყურადღება დაუთმეთ. მკურნალ ექიმთან შესაფერის დიეტაზე კონსულტანცია გაიარეთ ან, პირიქით, შეცვალეთ დიეტა, თუ ძველმა კვების რაციონმა სასურველი შედეგი არ მოგცათ. თქვენ ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, არ დანებდეთ!

სამწუხაროდ, ცელულიტისგან დაზღვეული არავინაა. მაშინაც კი, თუ 40 კგ–ზე მეტს არ იწონით, ის სადღაც ბარძაყებს შორის იმალება. ჩვენი რჩევები გამოიყენეთ და მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ. დაე, ფორთოხლის ქერქი იყოს იქ, სადაც მისი ადგილია – ფორთოხალზე!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.