Connect with us

საკითხავი

როგორ მოვიშოროთ ჩრჩილი ბინიდან

არსებობს სამი სახის ჩრჩილი: 

  • ხორბლის
  • მატყლისა და
  • ხალიჩის(ან ტყავის მჭამელა, რამდენადაც ეს ჩრჩილი ტყავის ნაკეთობებითაც იკვებება).

ხორბლის ჩრჩილის კვერცხები აფუჭებს ფაფებს, ფქვილს, ჩირსა და სხვა პროდუქტებს.

  1. ამიტომ, საკვები პროდუქტი შეინახეთ მჭიდროდ დაცულ ქილებსა და გაკვანძულ პოლიეთილენის პარკებში.
  2. ჩრჩილით ძლიერად დაზიანებული პროდუქტი გადაყარეთ, ხოლო ისინი, რომელშიც ცოტაოდენი მწერია, გადაარჩიეთ და გააშრეთ ღუმელში, გახსნილი კარით, 60-70 გრადუსზე 15-20 წუთით.
  3. კარადა, რომელშიც ჩრჩილით დაზიანებული პროდუქტი ინახებოდა, აუცილებლად დაამუშავეთ შიგნიდან საპნის თბილი ხსნარით, შემდეგ კი სუფთა წყლით.
  4. ყველა ნაპრალს წაუსვით ფუნჯით სუფრის ძმარი და დატოვეთ კარადა ღიად, სანამ არ გაშრება.

რაც შეეხება “ტანსაცმლის” ჩრჩილს, ისევე, როგორც მატყლისა და ხალიჩისა, მავნებელთან ბრძოლა უნდა დაიწყოთ ტანსაცმლის რეცხვითა და წმენდით მის შენახვამდე. მუხლუხოსებრი ჩრჩილი კვებას სწორედ ბინძური ტანსაცმლით იწყებს.

  1. ტანსაცმლის კარადაში სხვადასხვა არომატი ჩრჩილს მოგაცილებთ.
  2. მანდარინის ქერქები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
  3. ჩრჩილის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა ლავანდის ეთერზეთიც. გაჟღინთეთ ზეთით ბამბის დისკები და მოათავსეთ კარადაში.
  4. ჩრჩილს არ უყვარს თამბაქოს, წიწაკისა და მარწყვის საპნების სუნიც.
  5. საერთოდ ვერ იტანს ოთახის მცენარეების სუნს(ჭინჭარი, გერანი).

თქვენ როგორ ებრძვით ჩრჩილს?