Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

ხშირად ისე ხდება, რომ იმიჯის შეცვლა გვსურს, მაგრამ ექსპერიმენტის შედეგი წარუმატებელი გამოდის. შემდეგ სარკეში საკუთარ თავს ვუყურებთ და ვფიქროთ, როგორ მოვიშოროთ საღებავი ისე, რომ თმა უფრო მეტად არ დავაზიანოთ. ზოგი თმის გაზრდას მოთმინებით ელოდება, ზოგის კი სხვა ფერში თამამად იღებავს.

გოგოები ამ პრობლემას კარანტინის დროს განსაკუთრებით მწვავედ განიცდიდნენ, როცა სილამაზის სალონები დაკეტილი იყო. ბევრი ვარსკვლავიც კი გაზრდილი თმის ძირებით დადიოდა, ზოგი კი თმის შეღებვას სახლის პირობებში ცდილობდა. ექსპერიმენტები წარმატებული იშვიათად იყო.

დღეს გიამბობთ, თუ როგორ მოიშოროთ საღებავი სახლის პირობებში, სალონის მომსახურების გარეშე. სახლიდან ზედმეტად გასვლაც არ დაგჭირდებათ, რადგან აუცილებელი ინგრედიენტები, სავარაუდოდ, უკვე სახლში გაქვთ.

კეფირი

კეფირი რძის მჟავის წყალობით მუქი ფერის საღებავს სწრაფად მოგაშორებთ. საღებავთან საბრძოლველად აქტიური კომპონენტის სახით სწორედ ისინი გამოდიან. ამასთან, კეფირი თმის ძირებს აძლიერებს. ცხიმიანი კეფირი ოთახის ტემპერატურამდე შეათბეთ და მშრალ თმაზე წაისვით.

რძისმჟავე პროდუქტის გამოყენების კიდევ ერთი რეცეპტი. ოთახის ტემპერატურის ცხიმიან კეფირს 15 გრ საფუარი, ცოტა შაქარი და კვერცხის გული დაუმატეთ. აურიეთ და თბილ ადგილას გააჩერეთ, სანამ ნარევში „ბუშტები“ არ გაჩნდება. შემდეგ ნარევი თმაზე წაისვით, პარკით შეიხვიეთ და 1 საათით გაიჩერეთ.

თუ უფრო რთული ვარიანტი გსურთ, წინა ნარევს ნახევარი ლიმონის წვენი, რამდენიმე კოვზი თაფლი და 1 კოვზი ზეთი დაუმატეთ.

ზეთი

საღებავის მოსაშორებლად ცივი დაწურვის ზეთი გამოგადგებათ. ზეითუნის, ბირკავას, აბუსალათინის ან ქოქოსის ზეთი ოთახის ტემპერატურამდე შეათბეთ. თმაზე წაისვით, პარკით შეიხვიეთ და 30 წუთით გაიჩერეთ.

ამ ნიღბის უფრო რთული ვარიანტიც არსებობს. ნახევარ ჭიქა ზეთს რამდენიმე სუფრის კოვზი მარგარინი დაუმატეთ.

სხვათა შორის, ზეთის ნიღბის ცხიმიანი თმის შამპუნით ჩამობანა არ დაგავიწყდეთ. სხვა ტიპის შამპუნი ამ ცხიმს ნაკლებად გაუმკლავდება.

თაფლი

თაფლის სასარგებლო თვისებების შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. აღმოჩნდა, რომ ის არა მხოლოდ იმუნიტეტს აძლიერებს, არამედ თმის ბუნებრივი ფერის აღდგენას ხელს უწყობს.  სუფთა, სველ თმაზე თაფლი წაისვით და 2-3 საათით გაიჩერეთ. პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ, ასე შედეგი შესამჩნევი იქნება.

საკვები სოდა

არც თუ ისე ნაზი, მაგრამ უფრო მოქმედი მეთოდი საღებავის მოსაშორებლად. აბრაზიული ნაწილების და ტუტეს წყალობით ნატურალურ ფერს სწრაფად დაიბრუნებთ. უბრალოდ, დაბანის დროს 1 ს/კ სოდა ჩვეულებრივ პორცია შამპუნს დაუმატეთ. შეგიძლიათ 5 ს/კ სოდა 1 ლ წყალში გახსნათ და მშრალი თმა დაასველოთ. ამის შემდეგ პარკით 20 წუთით შეიფუთეთ და ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.

გვირილა

თუ ქერად თმა წარუმატებლად შეიღებეთ, გვირილას ტონიკი დაგეხმარებათ, რომელიც თმას სასიამოვნო ტონს შემატებს. 2 ს/კ გვირილას ყვავილს 0,5 ლ ცხელი წყალი დაუმატეთ. ნახარში 30 წუთით დააყენეთ, შემდეგ 15 წუთით წყლის ორთქლზე გააცხელეთ. გაწურული ნახარში ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და ყოველი დაბანის შემდეგ გამოიყენეთ. უბრალოდ თავზე გადაივლეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

დიასახლისის საპონი

ნამდვილი მხსნელი, თუ თმის პიგმენტის ჩამობანა გსურთ. ის არა მხოლოდ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომელიც ბუნებრივი ზეთის სახით მოქმედებს, არამედ საკმაოდ ბევრ ტუტესაც შეიცავს. ნარევი რამდენიმე პროცედურაში თმის ნატურალურ ფერს აღადგენს.

თუ დიასახლისის საპნის გამოყენება გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, რომ ის თმას აშრობს. უფრო რბილი ეფექტისთვის კუპრის საპონი გამოიყენეთ. ის 30 წუთით თმაზე გაიჩერეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ასპირინი

საშუალება მუქი ფერის საღებავის მოსაშორებლად გამოგადგებათ. უბრალოდ 5 აბი 1 ჭიქა წყალში გახსენით და თმა კარგად დაისველეთ. პარკით შეიხვიეთ ან საშხაპე ქუდი დაიხურეთ, ზემოდან პირსახოცით შეიფუთეთ. ნიღაბი 30-40 წუთში ჩამოიბანეთ.

მაიონეზი

მაიონეზი შესანიშნავად გამოადგება მათ, ვინც თმა მუქ ფერში წარუმატებლად შეიღება ან მისი გაღიავება სურს. პროდუქტი ცხიმების და ცხიმოვანი მჟავების წყალობით ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება. გარდა ამისა, მაიონეზი თმის სტრუქტურას არ აზიანებს. პროცედურის მოსამზადებლად 200 გრ ცხიმიანი მაიონეზი შეათბეთ, შემდეგ მასაჟური მოძრაობით თმაზე მთელ სიგრძეზე წაისვით. თავი პარკით შეიხვიეთ და 1,5-2 საათით გაიჩერეთ, შემდეგ ცხიმიანი თმის შამპუნით ჩამოიბანეთ.

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდიდან არც ერთი თმას ისე არ აზიანებს, როგორც მორიგი შეღებვა. მარტივი საშუალებების დახმარებით ნატურალურ ფერს სწრაფად და ეფექტურად მიაღწევთ. უდაოდ, ერთი სეანსით შედეგის დანახვა გაგიჭირდებათ. თვითნაკეთი ნიღბები რამდენიმე კვირა გამოიყენეთ. უმეტესობა მათგანი სასარგებლო კომპონენტების შემცველობით თმას აძლიერებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.