Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოვიშოროთ კოჟრები მარტივად და უმტკივნეულოდ

ჩვენ, ყველას გარკვეული ზომით გვაწუხებს ისეთი პრობლემა, როგორიცაა კოჟრები (ცხოვრების წესის მიხედვით). მძიმე სამსახური, ფეხსაცმლის ზოგიერთი ფორმა, ინსტრუმენტები და სხვა საშუალებები შეიძლება კოჟრების გაჩენის მიზეზი გახდეს. თითქოსდა დიდი არაფერი, მაგრამ უშნო შესახედაობის გარდა (დამეთანხმეთ, კოჟრიანი ხელები და ფეხები ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება), საკმაოდ ძლიერ დისკომფორტს და მტკივნეულ შეგრძნებას იწვევს.

თავისი არსით, კოჟრები გამკვრივებული ან გასქელებული კანის ფენაა, რომელიც ხანგრძლივი ხახუნის ან ზეწოლის შედეგად ჩნდება. როგორც წესი, კოჟრები ფეხებზე, იშვიათად, ხელებზე (თუმცა სხეულის სხვა ნაწილებშიც გვხვდება) გვხვდება, კანი მკვრივდება, ზედა ფენა უხეშდება და მოყვითალო, ზოგჯერ ნაცრისფერი შეფერილობის ხდება.

კოჟრების მოსაშორებელი ნებისმიერი პროცედურის ჩატარებამდე პრობლემური ადგილები პემზით ან სპეციალური სახეხით დაიმუშავეთ. ასე თქვენს მიერ შერჩეული საშუალება უფრო ღრმად შეაღწევს და შედეგსაც უფრო სწრაფად დაინახავთ.

როგორ ვიმკურნალოთ კოჟრები?

საკმაოდ ბევრი მეთოდი არსებობს, რომელთა დახმარებით სახლის პირობებში კოჟრების მოშორებას შეძლებთ. ისინი საკმაოდ ეფექტურია და მოკლე დროში კოჟრების ზომას ამცირებენ ან სრულად აქრობენ. ფეხებზე კოჟრების გაჩენის შემთხვევაში წინასწარ სპეციალური სახეხით ან პემზით დაიმუშავეთ, რომ შემდეგ სამკურნალო საშუალებას უფრო კარგი ეფექტი ჰქონდეს.

ნიორი

ნიორი ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ, ნატურალურ საშუალებად ითვლება, რომელიც კოჟრებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ამას კი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების ხარჯზე ახერხებს.

თავად მკურნალობა ძალიან მარტივია. 3 ნივრის კბილი გაასუფთავეთ, დაჭყლიტეთ, 1 ს/კ ზეითუნის ზეთს აურიეთ და მიღებული ფაფა მტკივნეულ ადგილას ყოველ საღამოს, ძილის წინ წაისვით. მთელი ღამე გაიჩერეთ. მოსახერხებელი რომ იყოს სახვევთ ან ელასტიკური ბინტით დაიფიქსირეთ. როცა კოჟრები დარბილდება, მისი მოშორება მტკივნეული არ იქნება და განსაკუთრებულ ძალისხმევას არ წაგართმევთ.

თეთრი ძმარი

თეთრი ძმარი სახლში ალბათ ყველას აქვს. არაფერია უცნაური იმაში, რომ ეს ნატურალური საშუალება კოჟრებს ეფექტურად უმკლავდება. მას ხომ საუკუნეების განმავლობაში სოკოს საწინააღმდეგო საშუალებად ან უბრალოდ ფეხების მოსადუნებლად იყენებდნენ. ყველაფერი რაც გჭირდებათ: თეთრ ძმარში ბამბის დისკი დაასველეთ და მტკივნეულ ადგილას, უშუალოდ კოჟრებზე დაიდეთ. სახვევით ან ბინტით დააფიქსირეთ და 3 საათით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ნახევარი საათით დაისვენეთ და პროცედურა გაიმეორეთ.

გვირილა

გვირილა იდეალური საშუალებაა კანის დასარბილებლად და ტკივილის შესამცირებლად. ამისთვის ნაყენი უნდა მოამზადოთ: 4 ს/კ ხმელი გვირილა 1 ლ წყალზე. როცა ნაყენი მზად იქნება, ფეხის აბაზანა ნახევარი საათით გაიკეთეთ. სასურველია. პროცედურა ყოველდღე გაიმეოროთ.

ხახვი

ხახვი ცნობილი მკურნალია, მას მრავალი სასარგებლო თვისება (ანტიბიოტიკი, ანტივირუსული საშუალება და ა.შ.) გააჩნია და კოჟრების შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. ხახვი ძალიან ეფექტურია, რადგან კანის მკვდარი უჯრედების მოშორებას ხელს უწყობს და გაუხეშებულ კანს კარგად არბილებს. უბრალოდ ხახვი შუაზე გაჭერით და კოჟრებზე წაისვით. სჯობს პროცედურა საღამოს, ძილის წინ გაიკეთოთ.

ლიმონი

ლიმონი თავის გამწმენდი, მათეთრებელი, სადეზინფექციო თვისებებით კარგად ცნობილია. გარდა ამისა, ის ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია. ლიმონი კოჟრების სამკურნალოდ შესანიშნავად გამოგადგებათ. უბრალოდ ლიმონის ნაჭერი კოჟრებზე დაიდეთ და სახვევით ან ბინტით დაიფიქსირეთ, მთელი ღამე გაიჩერეთ და მეორე დღეს პროცედურა გაიმეორეთ. ძალიან მალე კოჟრები საერთოდ გაქრება, ან მნიშვნელოვნად შემცირდება ან ისეთი რბილი გახდება, რომ მის მოშორებას მარტივად შეძლებთ.

აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი დამარბილებელ თვისებებს ფლობს. თუ ხელთ ასეთი საშუალება გაქვთ, კოჟრების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ.უბრალოდ დღეში 2-ჯერ კოჟრებზე შეიზილეთ.

კოჟრების საწინააღმდეგო შინაურული საშუალებები ლიმონით და ასპირინით

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სწრაფად მოქმედი შინაურული საშუალება კოჟრების მოსაშორებლად. მისი მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს. ლიმონი და ასპირინი სახლში ალბათ ყველას აქვს.

რა უნდა გააკეთოთ?

  • 6 აბი ასპირინი დაფშვენით, შემდეგ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. აუცილებლობის შემთხვევაში კიდევ რამდენიმე აბი ასპირინი დაუმატეთ, რომ სქელი პასტა მიიღოთ.
  • მიღებული პასტა უშუალოდ კოჟრებზე წაისვით, ცელოფნით შეიხვიეთ ან ფირფიტით დაიფიქსირეთ. ამის შემდეგ ცხელი კომპრესი მოამზადეთ (უბრალოდ მარლა ცხელ წყალში დაასველეთ) და მტკივნეულ ადგილას ცელოფნის ზემოდან დაიდეთ. 15 წუთით მოქმედება აცადეთ.
  • კომპრესი აუცილებელია, რომ მაღალი ტემპერატურის წყალობით ასპირინმა ქსოვილებში ღრმად შეღწევა შეძლოს და კოჟრები სწრაფად დაარბილოს. მითითებული დროის შემდეგ კომპრესი მოიშორეთ და პასტა ცხელი წყლით ჩამოიბანეთ. პირსახოცით შეიმშრალეთ, კოჟრები პემზით ან სპეციალური სახეხით დაიმუშავეთ. პროცედურა მანამ გაიმეორეთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.