Connect with us

სხვა

როგორ მოვაშოროთ კონდენსატი სარდაფიდან

როდესაც მეუღლესთან ერთად სახლს ვყიდულობდი ერთ-ერთ ვარიანტად სახლი შემოგვთავაზეს, მას ეზოს წინ არსებული საკუჭნაო მოყვებოდა, რომელიც ზამთრის სანოვაგის შესანახად იდეალური ვარიანტი იყო. თუმცა წელს, საკუჭნაოში შესულმა შევამჩნიე, რომ მთელი ჭერი წყლის წვეთებით იყო დაფარული, ეს კი ძალიან მალე ობის გაჩენაზე მიგვანიშნებს. დავიწყეთ ფიქრი იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოგვეცილებინდა კონდენსატი.

ინტერნეტში წაკითხული რეკომენდაციით პენოპლასტით ჭერის დათბილვაც ვცადეთ თუმცა ეს დროის ფუჭი ხარჯვა აღმოჩნდა. პრობლემის მოგვარებაში მეგობარი დაგვეხმარა რომელიც მშენებელია და მსგავს პრობლემას უკვე არაერთხელ შეჯახებია.

როგორ მოვაშოროთ კონდენსატი ჭერიდან და კედლებიდან

როგორც აღმოჩნდა, დათბილვა ნამდვილად საჭიროა, თუმცა არა შიგნიდან, არამედ გარედანაც. სახურავი დათბილული ქოლგით დავფარეთ, ზემოდან კი ხის ფიცრები დავალაგეთ. თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. იმისთვის, რომ ნესტი შენობაში არ მოგროვდეს და თავისუფლად აალდეს, საჭიროა ჰაერის კარგი ცირკულაციის უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს, რომ ვენტილაციაა აუცილებელი.

მეუღლემ ორი ვერტიკალური მილი დააყენა, რომელთა თითო ბოლოც გარეთ გადის. ზემოდან მან სახურავები გაუკეთა რათა შენობა სიცივის, ყინვისა და წვიმის წყლისგან დაეცვა.

მილები საკუჭნაოს სხვადასხვა ბოლოებში გავაკეთეთ, ამგვარად ჰაერი მთელს შენობაში შემოაღწევდა. ისინი იატაკიდან 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე დამაგრდა. მილის გარეთა ნაწილი კი სახურავიდან 30 სანტიმეტრზეა აწეული.

ვენტილაციის დაყენების შემდეგ აუცილებელია მისი ქმედუნარიანობის შემოწმება. აიღეთ ქაღალდის ფურცელი და მილის გარე ნაწილს მიუშვირეთ. თუ მოძრაობს ესეიგი ყველაფერი სწორად არის გაკეთებული.

ვენტილაციის დაყენების შემდეგ საკუჭნაოში რამდენიმე ტომარა მშრალი ნახერხი დავყარეთ რადგან ის არსებულ ნესტს სწრაფად იწოვს. შემდეგ ნესტიანი ნახერხი გადავყარეთ და შედეგი მეორე დღესვე იყო შესამჩნევი.