Connect with us

კულინარია

როგორ მოვამზადოთ ტორტი “ჭიანჭველების ბუდე”

პოპულარული საბჭოთა დროინდელი ტორტი “ჭიანჭველების ბუდე” პატარებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ეს კი საინტერესო სახელითა და არაჩვეულებრივი გემოს დამსახურება იყო. როდესაც სწრაფად იყო საჭირო რაიმე ტკბილის მომზადება, მაგრამ, ამისთვის არც დრო ჰქონდათ საკმარისი და არც ბევრი ინგრედიენტი, დედები და ბებიები ამ მარტივ ტკბილელულს ამზადებდნენ.

ტორტი ჭიანჭველების ბუდე შესქელებული რძით – ყოველთვის დიდი მოვლენა იყო სახლში და კონკურენციას ისეთ დესერტებს უწევდა როგორიც “ნაპოლეონი” ან “მედოკია”. ამ ტორტის რეცეფტი ყველა ოჯახში სხვადასხვა იყო, მაგრამ, დღეს მის თაფლით და ყაყაჩოს თესლით მომზადებას  გასწავლით.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 500გ.
  • კარაქი 350გ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი 1 მწიკვი
  • არაჟანი 100გ
  • თაფლი 3 სუფრის კოვზი
  • ნიგოზი გემოვნებით
  • შაქარი 100 გრამი
  • საცხობი ფხვნილი (ჰიდროსოდა); საჭმელი სოდა 1 მწიკვი
  • მოხარშული შესქელებული რძე 380გ
  • ყაყაჩოს თესლი 1 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:

  1. ჩაყარეთ ღრმა ჯამში შაქარი, მოაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ საცხობი ფხვნილი, მწიკვი მარილი და სოდა. 250 გრამი კუბებად დაჭრილი კარაქი გადაურიეთ ფქვილის ნაზავთან ერთად. გაუკეთეთ ცენტრში ჩაღრმავება და ჩაასხით არაჟანი, კვერცხი და მოზილეთ.
  2. დაყავით მასა 4 გუნდად, გადაახვიეთ ცელოფანში და შედევით მაცივარში 60 წუთით. ნიგოზი მოხალეთ ტაფაზე და დაჭერით დანით.
  3. მოხარშული შესქელებუი რძე მოათავსეთ ცხელ წყალში და დატოვეთ 5 წუთი, რათა მისი შიგთავსი უფრო თხელი გახდეს.გახსენით ქილა და ცხელი შესქელებული რძე გადაასხით ჯამში, დაამატეთ 100 გრამი კარაქი და 2 სუფრის კოვზი თხელი თაფლი. გადაურიეთ.
  4. გამოიღეთ გამაგრებული ცომი მაცივრიდან, გახეხეთ მსხვილ სახეხზე და პერგამენტ გადაფარებულ ჟარუნაზე თხელ ფენად გაანაწილეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე – 15 წუთის განმავობაში. დაფხვენით (მოზრდილ ნამცეცებად).
  5. ნაფხვენები აურიეთ მოხარშულ შესქელებულ რძესთან და კაკალთან. დადევით დიდ ბრტყელ თეფშზე, დაასხით 1 სუფრს კოვზი თხელი თაფლი და მოაყარეთ მშრალი ყაყაჩო. შედგით ტორტი მაცივარში 5 საათით.

ტორტი ძალიან ლამაზი და ფხვიერი გამოდის. მისი მომზადება ბავშვებთან ერთადაც შეიძლება, ისინი დაფხვნიან ორცხობილას, თქვენ კი კრემს მოამზადებთ. თუ ძალიან ცოტა დროისა და პროდუქტების დახარჯვა გსურთ, მაშინ ეს ტორტი ნამდვილად მისწრებაა.