კულინარია
როგორ მოვამზადოთ ნამდვილი პლომბირი: 2 ინგრედიენტი და ვაფლი
ნაყინი პლომბირის სახელწოდება ფრანგული ქალაქის, პლომბიერ-ლე-ბენის(Plombières-les-Bains) სახელიდან მომდინარეობს. სწორედ იქ დაიწყეს ამ დესერტის მომზადება ნაპოლეონ III-ის მმართველობის პერიოდში. ამ ნაყინში ერთი წვეთი ქიმია, დამატკბობელი ან კონსერვანტიც კი არ იყო. მხოლოდ ნატურალური რძე!
მსოფლიო იაფფასიანი იმპორტული პროდუქტის ტალღამ მოიცვა. პროდუქტის გემოც და ხარისხიც გაფუჭდა.
ნამდვილი რძის გემო – ადრინდელი ნაყინის მთავარი თავისებურება იყო. ასეთი ნაყინის პოვნა თანამედროვე პროდუქციაში შეუძლებელია. ერთი გამოსავალიღა რჩება – მოვამზადოთ პლომბირი შინ.
ინგრედიენტები
- 200 გ შედედებული რძე
- 500 მლ ნაღები
- 2 ც ვაფლი
მომზადება
1. მომზადებამდე 30 წუთით ადრე საყინულეში შედგით თასი, რომელშიც მასას ათქვეფთ და მიქსერის ნიჩბები.
2. მომზადებულ ჭურჭელში ჩაასხით ცივი ნაღები, ათქვიფეთ მაღალი სიჩქარით 5-7 წუთის განმავლობაში.
3. როცა ნაღები საკმარისაც გასქელდება, წვრილი დინებით ჩაასხით რძე. ათქვიფეთ რამდენიმე წუთით, საშუალო სიჩქარეზე.
4. ოთხკუთხედი ფორმის ფსკერზე მოათავსეთ ვაფლის ფენები. თუ არ ეტევა – გაჭერით, მოარგეთ ჭურჭლის ზომას. გაანაწილეთ კოვზით ნაღების მასა, დაახურეთ ვაფლის მეორე ფენა და შედგით საყინულეში 4-6 საათით.
რჩევა: გამოიყენეთ ყველაზე ცხიმიანი ნაღები, ხოლო თუ ჩვეულებრივი შედედებული რძის ნაცვლად მოხარშულს გამოიყენებთ, ნაყინს კი არა, კრემ-ბრულეს მიიღებთ.