Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოვამზადოთ ასკილის ნაყენი

ასკილი შავ მოცხარსა და ლიმონზე გაცილებით მეტ С ვიტამინს შეიცავს! მასში სხვა ბევრი სასარგებლო ნივთიერება და ვიტამინიც არის. სწორად მომზადებული ასკილის ნაყენი უდავოდ სასარგებლო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის!

ასკილის ნაყენის მოზმადება ახალი ნაყოფისგანაც შეიძლება და გამხარისგანაც. ორივეს აქვს პლიუსები და მინუსები. ნედლი ნაყოფისგან დამზადებული ნაყენი უფრო ბლანტი და მღვრიე გამოდის და გაფილტვრა ესაჭიროება, მაგრამ მისგან დამზადებული ნაყენი უფრო გაჯერებული და არომატულია. რაც შეეხება გამხმარი ასკილის ნაყენს – ის გაცილებით მეტ С ვიტამინს შეიცავს.
ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ოდნავ გამხმარი ნაყოფის გამოყენება იქნება!

ასკილის სტანდარტული ნაყენი

ინგრედიენტები:

  • 0.5 ჭიქა ასკილის ნაყოფი
  • 125 მლ თაფლი
  • ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

1. ჯერ საგულდაგულოდ გარეცხეთ ნაყოფი და ჩაყარეთ თერმოსში. დაასხით ცხელი წყალი (არ დაასხათ მდუღარე წყალი ეს ვიტამინს მოსპობს!).

2. დაახურეთ თერმოსს თავი და დატოვეთ მთელი ღამით. ამის შემდეგ გაწურეთ სითხე და დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი.

3. კარგად მოურიეთ ნაყენს და დატოვეთ კიდევ 1 დღე-ღამით.

ასკილის სპირტანი ნაყენი

ინგრედიენტები:

  • 1.5 ჭიქა გამომშრალი ასკილის ნაყოფი
  • 4 ლიტრი არაყი
  • 4 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესი:

1. ასკილის გამომშრალ ნაყოფს მდურარე გადაავლეთ და წყალში ჩაალბეთ.
2.ყველა ინგრედიენტი ქილაში აურიეთ, შეაჯანჯღარეთ, დაახურეთ თავი და ბნელ ადგილას – 1-2 თვით დადგით.
3. ნაყენი ფილტრში გაწურეთ და კიდევ რამდენიმე დღე დატოვეთ.

გირჩევთ ასკილის ნაყენის შემდეგ პირში წყალი გამოივლოთ. მის შემადგენლობაში ბევრი მჟავაა და კბილის ემალს აზიანებს, ამან კი შეიძლება კარიესი გამოიწვიოს. ეს ნაყენები შეგიძიათ გაციების დროსაც გამოიყენოთ!