სხვა
როგორ მივხვდეთ გვაქვს თუ არა კარმული ურთიერთობა
კარმული ურთიერთობები ძალიან გაჯერებულია, ადამიანები იოლად ერთვებიან მათში და გარშემო ყველაფერი ავიწყდებათ. თუმცა როდესაც სული ამ სამყაროშ მოდის, ის მარტო არ არის. მას თავისი ჯგუფის სხვა სულებიც ახლავს. ეს არის ჯგუფი რომელთანაც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევს ურთიერთობა და მათგან დროის გარკვეულ პერიოდებში სხვადასხვა კარმულ გაკვეთილებს გადის. ეს პროცესები ადამიანს მონათესავე სულტან შესახვედრად ამზადებს, მასთან ვისთანაც მთელი სიცოცხლე უნდა გაატაროს.
ამ ადამიანებთან ურთიერთობა კარმულად ითვლება. ძირითადად ეს არის შეხვედრები რომლებიც სწრაფად ვითარდება და ემოციურ დონეზე ძალიან დატვირთულია.
კარმული ურთიერთობების შაბლონები
კარმული ურთიერთობები მხოლოდ ერთ სულიერ ჯგუფში არსებულ ადამიანებს შორის ხდება. ეს ურთიერთობები იმდენად ემოციურია, რომ წინა ურთიერთობებს არ გავს. დაწყების ეტაპი დიდი ვნებითა და გატაცებით გამოირჩევა, როგორც ემოციურ ასევე ფიზიკურ დონეზე. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი ქრება და პარტნიორები ჩხუბს იწყებენ. ურთიერთობებში ხშირი კონფლიქტები იწყება.
ეს კონფლიქტები გაკვეთილის მისაღებად არის განკუთვნილი. ყოველი კონფლიქტის შემდეგ ადამიანის გონება ძალას იკრებს, ხოლო სული კი სიბრძნეს იძენს რაც გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანი მონათესავე სულთან შესახვედრად არ იქნება მზად.
ნეგატიური კარმულ ურთირთობებში
ზოგჯერ კარმულ ურთიერთობებში კონფლიქტები უმართავი ხდება და კონტროლიდან გამოდის. მართალია ამ კონფიქტების მოვალეობა ადამიანის სულიერი ზრდა და გაძლიერებაა, მაგრამ, მალე ეს ურთიერთობა ტოქსიკური ხდება. მსგავსი ურთიერთობები შეიძლება რა მხოლოდ დიდ ემოციურ სტრესს არამედ ფიზიკურ ძალადობას მოიცავდეს.
როდესაც თქვენი კარმული ურთიერთობა ტოქსიკურად გადაიქცევა, ბევრს ნუ იფიქრებთ, სწრაფად დაამთავრეთ ის. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს – ეს ურთიერთობა უნდა დასრულდეს. როდესაც შეამჩნევთ, რომ ურთიეროთობას თქვენს ცხოვრებაში დადებითი აღარ შემოაქვს და აღარც რამეს გასწავლით – მას ყოველგვარი აზრი აქვს დაკარგული. თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ ყველა კარმული ურთიერთობა არ სრულდება ასე ცუდად.
განკურნება და განვითარება
გარდა სულიერი განვითარებისა, ზოგჯერ კარმული ურთიერთობა სულის ჭრილობების მოსაშუშებლად არის განკუთვნილი.
როგორ უნდა გაარკვიოთ კარმულია თუ არა ურთიერთობა:
ერთმანეთისგან უდიდეს სიამოვნებას იღებთ. ზოგჯერ კი გგონიათ, რომ ასეთი საშინელი რამ თქვენს ცხოვრებაში ჯერ არ მომხდარა. ამ ორ მდგომარეობას შორის არანაირი ბალანსი არ არის. თუ ხან ცამდე ბედნიერი ხართ და ხან აპათიის უფსკრულში ეშვებით ე.ი. კარმულ ურთიერთობაში ხართ.
თქვენ უარყოფითი ემოციური ფონი გაქვთ, მაგალითად ეჭვიანობა, პარტნიორზე დამოკიდებულება, აკვიატებული იდეები გიპყრობენ. როდესაც ერთად ხართ, დროს მხოლოდ ერთმანეთისთვის პოულობთ. თავს ანებებთ გატაცებებს და პირად საქმეებს.
თუ უკვე მიხვდით, რომ კარმული ურთიერთობა გაქვთ, დროა დაფიქრდეთ და გაიაზროთ რა მოხდა. აქ ნამდვილი დამხმარე მედიტაცია იქნება.
რამდენად დიდხანს გრძელდება კარმული ურთიერთობები?! კარმული ურთიერთობა დიდხანს მხოლოდ იმ შემთხვევაში გრძელდება თუ პარტნიორების ერთმანეთს შეცდომებს პატიობენ. თუმცა, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, უმეტეს შემთხვევებში პარტნიორები დაშორებას და ცხორების გაგრძელებას ამჯობინებენ!