Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მივიღოთ წყალი სწორად. ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?

წყალი ყველაზე აუცილებელი ელემენტია ჯანმრთელობისთვის, შრომისუნარიანობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. ის სასარგებლოც არის და აუცილებელიც, ხოლო მისი სწორი მიღება კი მთელი რიგი დაავადებების მოშორებაში დაგვეხმარება.

წყლის სარგებლიანობის შესახებ კვლევა უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ტარდება, თუმცა მეცნიერებმა დღემე ვერ დაადგინეს, როდის უფრო სასარგებლოა მისი დალევა: კვებამდე თუ კვების შემდგომ?

წყალი საკვების მიღების წინ

ჭამის წინ წყალი ორგანიზმს ანაყრებს და ჭამის დროს მიღებული კალორიების რაოდენობას. მარტივად რომ ვთქვათ, კუჭს წყლით თუ შეივსებთ, ნაკლებ საჭმელს შეჭამთ. ჭამის დროს გაზიანი და შაქრიანი წვენების ნაცვლად სუფთა წყალს თუ მიიღებთ, თქვენს ორგანიზმს ზედმეტი კალორიებისგან დაიცავთ.

ჭამის წინ ჭიქა წყლის მიღება ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, ხელს უწყობს ლიმფური სისტემის ნორმაში მოყვანას და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ის კუჭსა და ნაწლავსაც ეფექტურად წმენდს.

წყალი ორგანიზმს ატენიანებს. ძილის შემდეგ ორგანიზმი გაუწყლოვნებულია, აი რატომ არის მნიშვნელოვანი საუზმის წინ წყლის დალევა. ჭიქა წყალი ჭამის წინ ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს და ორგანიზმს მთელი დღის სამყოფ ენერგიას მისცემს.

წყალი ჭამის შემდეგ

წყალი საკვების მონელებაში გვეხმარება. დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ წყალი ხელს უშლის საჭმლის მონელებას, თუმცა უახლესმა კვლევებმა აჩვენეს, რომ წყალი პირიქით, წყალი ხელს უწყობს ამ პროცესს. გარდა ამისა, წყალი ჭამის შემდეგ – საშუალებას გვაძლევს უფრო სწრაფად ავითვისოთ სასარგებლო ნივთიერებები.

გახსოვდეთ, რომ წყლის დალევა სასარგებლო და აუცილებელია, ხოლო როდის დალევთ მას – ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თუ ყოველდღიურად საკმარისი დაოდენობის წყალს მიიღებთ, ყოველთვის ტონუსში და კარგ განწყობაზე იქნებით!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.