Connect with us

თავის მოვლა

როგორ მივიღოთ იდეალური ფორმის საჯდომი: 5 საიდუმლო

ყველა ოცნებობს კარგი ფორმის მკვრივ საჯდომზე, თუმცა ყველა ვერ ბედავს ვარჯიშის დაწყებას, რადგან მკვრივ საჯდომთან ერთად დაკუნთული ფეხების მიღების ეშინიათ. ამ სტატიაში გასწავლით როგორ ავარჯიშოთ საჯდომი ისე რომ ფეხი არ დაიკუნთოს.

1. გააკეთეთ სპეციალური სავარჯიშოები

გამოიყენეთ სავარჯიშოები რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დუნდულა კუნთს ტვირთავენ! მაგალითად ფეხის გვერდზე გატანა ან აწევა. ამ სავარჯიშოების დროს მუხლებზე დგახართ, ტანი იდაყვებზეა დაყრდნობილი და მთელი დატვირთვა პირდაპირ დუნდულა კუნთებზე მიდის.

2. გამოემშვიდობეთ წონებით ვარჯიშს

თუ საჯდომის გამკვრივება გსურთ და ამავდროულად ფეხების დაკუნთვა არ გსურთ, დაივიწყეთ წონებით ვარჯიშზე. ასეთ შემთხვევაში თვქენი საუკეთესო დამხმარე თქვენი სხეულის წონაა. უკეთესი ეფექტისთვის გამეორებების რაოდენობა გაზარდეთ, მნიშვნელოვანია სავარჯიშოები შეასრულოთ ნელა და მთელი ვარჯიშის განმავლობაში დუნდულა კუნთები ტონუსში გყავდეთ.

3. გააკეთეთ ჩაჯდომები სწორად

თუ ოცნების საჯდომის მიღება გსურთ, დაიმახსოვრეთ, რომ მას ჩაჯდომების გარეშე ვერ მიიღებთ. ჩაჯდომები აუცილებლად სწორად უნდა აკეთოთ. ჩაჯდომის დროს ფეხებთან 90 გრადუსი დაიჭიროთ. რაც უფრო ღრმად ჩაჯდებით, მით უფრო დაიტვირთება კვადრიცეპსები და ფეხებს ვიზუალურად გაზრდის. ჩაჯდომისას დუნდულა კუნთებზე და მათ უკანა ზედაპირზე აქცენტის გაკეთება ფეხების მხრებზე ოდნავ ფართოდ დადგმა დაგეხმარებათ.

4. უარს ნუ იტყვით კარდიო სავარჯიშოზე

აკეთეთ კარდიო სავარჯიშოები მაგრამ დასვენების დღეებიც ნუ დაგავიწყდებათ – ეს პროპორციული, სპორტული აღნაგობის მირებაში დაგეხმარებათ. კარგად დაგეხმარებათ საჯდომის კუნთების გავარჯიშებაზე მთაში, სპორტული და კიბეებზე სიარულიც.

5. იკვებეთ სწორად

სწორი კვება – უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი პირობაა სპორტული, მკვრივი საჯდომის მისაღებად! თუ სწორი კვების რაციონს არ დაიცავთ, კუნთი გაიზრდება მაგრამ ის კვლავ ცხიმებში იქნება დაფარული. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ გააკონტროლეთ ტქვენი კვება და მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.