Connect with us

ყვავილები

როგორ მივაღწიოთ ორქიდეების მაქსიმალურ ყვავილობას სახლის პირობებში

ორქიდეა პრეტენზიული ყვავილია, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუმცა, იგი ნამდვილად არაჩვეულებრივად გიხდით მადლობას მოთმინებისა და მოვლისთვის: ყვავილობს 6 თვემდე და გახარებთ სილამაზით. იმისათვის, რომ მცენარე განვითარდეს, აუცილებელია პირობათა კომბინაცია: კარგი ნიადაგი, საკმარისი რაოდენობის წყალი, ჰაერის მისაღები ტემპერატურა, შესაბამისი განათება და სასუქი.

ორქიდეას მოვლა ქოთანში

1. მორწყვა

ამ ყვავილს არ უყვარს წყალი. საკმარისია, კვირაში ერთხელ მორწყოთ წელიწადის ცხელ პერიოდში, ორ კვირაში ერთხელ – ცივ სეზონებზე. ჰყოფნის თუ არა მცენარეს წყალი – ამას მისი ფოთლებით გავიგებთ.

არასაკმარისი მორწყვის შემთხვევაში, ყვავილის ფოთლები დაიწყებს დანაოჭებასა და ჭკნობას, ჭარბი მორწყვის შემთხვევაში – გაღიავებას. თუ ორქიდეა გაყვითლდა, ესეიგი ზედმეტად ბევრი წყალი აქვს. მოსარწყავი წყალი უნდა იყოს გაფილტრული ან წამოდუღებული და აუცილებლად თბილი – დაახლოებით 25°C.

2. განათება ორქიდეასთვის

ყვავილს მკვეთრი, გაფანტული შუქი უყვარს. ყველაზე კარგი ვარიანტია მისი მოთავსება იმ ფანჯრის რაფაზე, რომელიც სამხრეთ ნაწილშია, არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ ფანჯრისგან შორს, ბნელ ადგილას. თუ განათება არასაკმარისია, ყვავილის ფოთლები გაშავდება, კვირტები – ჩამოცვივდება.

3. ტენიანობა და ჰაერის ტემპერატურა

ორქიდეას ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო ტროპიკებია, სადაც ჰაერის ტენიანობა 50-80%-ს აღწევს. იმისათვის, რომ შესაბამისი პირობები შექმნათ ბინაშიც, გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი. ზაფხულში კი ყოველდღე უნდა შეაშხეფოთ წყალი მცენარეს. სასურველია დილით, რათა წყალი მზის ჩასვლამდე აორთქლდეს.

4. სასუქი

ეს მცენარე ჩვენთვის უჩვეულო ნიადაგზე – ფიჭვის ქერქზე ცხოვრობს. მას ყიდიან ყვავილების მაღაზიაში და, ხშირად, თან აყოლებენ ყვავილისთვის აუცილებელ კომპონენტებს: ხავსს, ხის ნახშირს, ტორფსა და გვიმრის ფესვებს. ასეთ სუბსტრატში ყვავილი ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ. ორქიდეა, გადარგვის შემდეგ, ჩვეულებრივ, უფრო სწრაფად აყვავდება.

თქვენ როგორ უვლით ორქიდეას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.