Connect with us

ყვავილები

როგორ ვებრძოლოთ პომიდვრის ყავისფერ ჭირს

სახლის ახლოს მიწის პატარა ნაკვეთის ქონა კარგია. ჩემს 300 კვ.მ–ზე ყოველ წელს ბოსტნეულს ვრგავ. გავედი ბოსტანში, რამდენიმე კიტრი, პომიდორი და წიწაკა მოვტეხე და არომატული სალათი მზადაა. ჩემმა პომიდორმა უკვე გაწითლება დაიწყო, მაგრამ დღეს ნაყოფზე მუქი ლაქები შევნიშნე. ეს იმას ნიშნავს, რომ პომიდორი ზედა ლპობის საწინააღმდეგოდ სასწრაფოდ უნდა გამოვკვებო.

ბევრ დამწყებ მებაღეს ეს დაავადება ფიტოფთოროზში ერევათ. თუ საჭირო ზომებს დროულად არ მიიღებთ, შეიძლება მთელი მოსავალი დაზიანდეს. ზედა ლპობა ძალიან სწრაფად ვრცელდება და მეზობელ ნაყოფებსაც აზიანებს. როგორც კი უსიამოვნებას შენიშნავთ, ყურადღება პომიდვრის მწვერვალებს მიაქციეთ.თუ მუქი ლაქები შენიშნეთ, დროა „მკურნალობა“ დაიწყოთ.

კალციუმის სასუქი პომიდვრის ზედა ლპობის საწინააღმდეგოდ

ხშირად ასეთ ლპობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა იწვევს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პომიდორი სათბურში იზრდება. ამ დროს პომიდორი რეგულარულად უნდა მორწყათ, რომ მცენარემ ტენი ფესვების სისტემიდან მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე წყალს ნაყოფიდან გამოწურავს, რაც ლპობის აქტიურ განვითარებას გამოიწვევს.

ლპობის მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ნიადაგში კალციუმის დეფიციტი. ის ცუდად ითვისება, თუ მიწა კალციუმით გაჯერებულია. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა პომიდორს ნაცრით ან კალიუმის მონოფოსფატით ხშირად კვებავენ. პრობლემის გადაჭრაში კალციუმის ნიტრატი დაგეხმარებათ.

ამ სასუქთან ფრთხილად იყავით. მასში შედის ბევრი აზოტი. მისმა დიდმა რაოდენობამ შეიძლება გაცხიმოვნება გამოიწვიოს. თავის მხრივ, მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას იწვევს.

0,5 ს/კ კალციუმის ნიტრატი 10 ლ წყალში გახსენით და ამ ხსნარით მცენარე მორწყეთ. 1 ლ სითხე 3  ბუჩქისთვის საკმარისი იქნება. მცენარე შეგიძლიათ პულვერიზატორით დაამუშაოთ. განსაკუთრებული ყურადღება დაზიანებულ ნაყოფს მიაქციეთ.

ერთჯერადი დამუშავება ლპობის მოშორებაში ვერ დაგეხმარებათ. მუქი ლაქების სრულად გასაქრობად ასეთი სასუქით კვირაში 1-2-ჯერ მორწყეთ. ეს საღამო ხანს გააკეთეთ. კალციუმის ათვისება რომ დააჩქაროთ, ხსნარს 9 გრ ჩვეულებრივი ბორის მჟავა დაუმატეთ.

დამუშავებამდე მცენარე ლპობის ნიშნების მქონე ნაყოფისგან გაწმინდეთ. მათი ჭამა ან დასაკონსერვებლად გამოყენება არ შეიძლება მაშინაც კი, თუ დაზიანებულ ნაწილს მოაჭრით. მათი თესლი დასარგავად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ.

ვიმედოვნებ, ჩემი რჩევები დაგეხმარებათ. მე კი წავედი პომიდვრის დამხმარე ნარევი უნდა მოვამზადო. იმედი მაქვს მალე ჯანსაღი პომიდვრის კარგი მოსავლით თავის შევიქებ, რასაც თქვენც გისურვებთ!