Connect with us

თავის მოვლა

როგორ დავჭიმოთ და გავასწოროთ ჩამოწელილი ყელის კანი სახლის პირობებში

ახალგაზრდობისთვის ბრძოლაში სახის კანს შრატებით ვამდიდრებთ, კრემებით ვკვებავთ, ნიღბებით ვატენიანებთ და ამ დროს ყელზე ზრუნვა გვავიწყდება. თავიდან ასეთი დაუდევრობა გაგვდის, მაგრამ შემდეგ ერთ ღამეში ყელზე ღრმა ნაოჭები გაჩენას იწყებს.

გირჩევთ კრიტიკულ მომენტს არ დაელოდოთ და ყელის კანზე ზრუნვა ახლავე დაიწყოთ. ამის გაკეთება ჩვენი მარტივი, მაგრამ ეფექტური ნაოჭების საწინააღმდეგო შინაურული ნიღბით ბევრად უფრო სასიამოვნოა!

ნიღაბი ყელის დასაჭიმად

ეფექტური შინაურული ნიღაბი 3 კომპონენტს მოიცავს, რომელთაც ძლიერი გამაახალგაზრდავებელი თვისებები გააჩნია: თაფლი, კვერცხის გული და ნუშის ზეთი.

  1. თაფლი კანს ათბობს, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ააქტიურებს, სასარგებლო მიკრო და მაკრო ელემენტებით ამდიდრებს.
  2. კვერცხის გული ვიტამინების შთამბეჭდავი ნაკრების გარდა რეკორდული რაოდენობით შეიცავს ქოლინს, რომელიც კანის უჯრედების მემბრანების ფუნქციონირებაში წამყვან როლს ასრულებს.
  3. ნუშის ზეთი კანს ინტენსიურად კვებავს, ატენიანებს და რელიეფს ასწორებს, კანს მოქნილობას უბრუნებს, სიმკვრივეს ზრდის და აღიავებს.

ამრიგად, 2 ს/კ თაფლი, 1 კვერცხის გული და 1 ს/კ ნუშის ზეთი აურიეთ. სველი კოსმეტიკური სალფეთქი გამდინარე წყალში დაასველეთ, რომ მოაშოროთ ის, რითაც გაჟღენთილი იყო. ამის შემდეგ მზა მასაში ამოავლეთ. სალფეთქი ყელზე დაიდეთ და 20-30 წუთით მოქმედება აცადეთ.

რჩევა: ნიღბის გამოყენების წინ, კანი სასარგებლო ნივთიერებების მისაღებად რომ მოამზადოთ, თბილი შეფუთვა გაიკეთეთ. რბილი პირსახოცი ზომიერად თბილ წყალში დაასველეთ და ყელზე 5 წუთით დაიდეთ.

უკვე პირველი გამოყენების შემდეგ ყელის კანი შესამჩნევად უფრო გლუვი, ღია და დაჭიმული გახდება ინტენსიური კურსი 5 ყოველდღიური პროცედურისგან შედგება, რომელიც ანტიასაკობრივ ეფექტს დააფიქსირებს და გაახანგრძლივებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.