Connect with us

თავის მოვლა

როგორ დავიცვათ ბარძაყების შიდა ზედაპირი გაღიზიანებისგან

გაღიზიანება ბარძაყის შიდა ზედაპირზე საკმაოდ გავრცელებული და არამხოლოდ საზაფხულო პრობლემაა. თუმცა, სწორედ ზაფხულის პერიოდში მწვავდება იგი განსაკუთრებით. სიცხისა და ჭარბი ოფლიანობის გამო, გაღიზიანება სულ უფრო მწვავდება, რის გამოც დისკომფორტი ერთი წუთითაც არ გვტოვებს.

ამ პრობლემას არამხოლოდ ჭარბწონიანები, არამედ სპორტსმენები და აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრებიც უჩივიან. იგი მათ ხელს უშლის ადამიანებს ნორმალური ცხოვრებით ტკბობაში, იმ დისკომფორტით, რომელსაც ბარძაყების ერთმანეთზე ხახუნი იწვევს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ რამდენიმე საშუალებას, რომლებიც ნამდვილად გაუმკლავდება ამ პრობლემას.

როგორ დავიცვათ ბარძაყები

1. ყველაზე თვალსაჩინო ზომა, რომლის მიღებაც შეიძლება – ესაა სპეციალური საშუალების შეძენა, რომელიც ხახუნს უშლის ხელს. მათ სპეციალიზებულ სპორტულ მაღაზიებში იპოვით. შეარჩიეთ შესაბამისი საშუალება პირადი უპირატესობების მიხედვით.

2. არსებობს ბანდაჟები, რომლებიც სპეციალურად ამ პრობლემის გადასაჭრელადაა შექმნილი. არსებობს ასეთი ბანდაჟების მრავალი ვარიაცია. გოგონებში ყველაზე პოპულარულია თხელი, ელასტიური სახვევები, რომლებიც ელეგანტური მაქმანებითაა გაფორმებული.

3. თუ სახვევები არაპრაქტიკულად გეჩვენებად, მათი კარგი ალტრნატივაა სწორად შერჩეული საცვლები. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს პანტალონები ან მოკლე შორტები. მეორეც, თეთრეული აუცილებლად ნატურალური ქსოვილისგან უნდა იყოს დამზადებული, რომელშიც კანი ისუნთქებს. მესამეც, აიღეთ შესაფერისი ზომის თეთრეული და არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ მაკორექტირებელი საცვლები – ეს მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას.

4. კიდევ ერთი და ყველაზე ძველი მეთოდი ბარძაყების დასაცავად – ესაა ტალკი. უბრალოდ დაიტანეთ იგი კანზე, სანამ ჩაიცვამდეთ.

5. დეზოდორანტები, ასევე, გვეხმარება ამ საქმეში. მრავალი ადამიანი იყენებს მას არამხოლოდ იღლიების, არამედ სხვა ზონებშიც, რომლებშიც ოფლი ჭარბად გამოიყოფა. სწორად შერჩეული დეზოდორანტი არამხოლოდ ხელს უშლის ბარძაყებზე კანის გაღიზიანებას, არამედ მოგანიჭებთ სიახლისა და სიმსუბუქის შეგრძნებას.

6. ამ საშუალების შესახებ კი ბევრმა არ იცის. იგი საკმაოდ სწრაფად შეიწოვება კანში და გვეხმარება არამხოლოდ ახალი გაღიზიანების წარმოქმნის პროფილაქტიკაში, არამედ ხსნის უკვე გაღიზიანებულ კანსაც.

თქვენ როგორ იცავთ ბარძაყის შიდა ზედაპირს გაღიზიანებისგან?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.