Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ დავიკლოთ წონაში შოკოლადის დახმარებით

შოკოლადი საუზმეზე?! დიახ, ამას ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ! დიდი კვლევების შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შოკოლადის დღის დასაწყისში მირთმევა ტვინის მუშაობას აუმჯობესებს და თქვენი წელის გარშემოწერილობასაც ამცირებს. მოდით ეს საინტერესო ფაქტი განვიხილოთ.

როგორ დაგეხმარებათ შოკოლადის დილაობით მირთმევა გახდომაში

თელავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჭარბი წონის მქონე ადამიანების ჯგუფზე 32 დღიანი დაკვირვება ჩაატარეს. მათ შოკოლადი ამ ჯგუფში შემავალი ადამიანების ნაწილის საუზმედ აქციეს და ჯგუფის მეორე ნაწილს კი სხვა დიეტა დაუნიშნეს. კვლევის ბოლოს შოკოლადის მოყვარულთა ჯგუფმა გაცილებით მეტად დაიკლო წონაში!

კარგი შოკოლადი ტქვენს მეტაბოლიზმს აუმჯობესებს, ეს კი ცხიმებსა და ნახშირწყლებს ანადგურებს. ის მთელი დღის განმავლობაში დანაყრებულობის შეგრძნებასაც გმატებთ.

კაკაო თქვენს ტვინზე სასწაულებრივ გავლენას ახდენს. ის კოგნიტურ ფუნქციებს ამაღლებს, ისეთს როგორიცაა მეხსიერება და აბსტრაქტული აზროვნება. მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შოკოლადის რეგულარული მოხმარება ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებულ თავის ტვინის დაზიანებას ამცირებს.

მასში შემავალი ფლავანოიდების წყალობით, შოკოლადი ზრდის ტვინისთვის სისხლის მიწოდებას, ეს კი ნეირონულ ფუნქციას აუმჯობესებს.

აჯობებს თუ შოკოლადს დღის პირველ ნახევარში მიირთმევთ, რადგან თქვენს ტვინს ენერგია სწორედ ამ დროს ესაჭიროება.

გაითვალისწინეთ, რომ შესაბამისი ეფექტისთვის – კარგი შოკოლადი გჭირდებათ. შავი სახეობა, რომელიც მინიმუმ70% კაკაოს შეიცავს, რომელიც მდიდარია სასარგებლო ფლავონოიდებით!