Connect with us

ვიდეო

როგორ დავიკლოთ საზამთროს დიეტის დახმარებით შიმშილობის გარეშე. მთელი ორგანიზმის ხარისხიანი გაწმენდა

საზამთროს დიეტა იდეალურია სწორი წონის შესანარჩუნებლად, შიმშილობის გარეშე წონაში დასაკლებად და ორგანიზმის ხარისხიანად გასაწმენდად.

საზამთროს უპირატესობა უდავოა! გემრიელი, წვნიანი ხილი დიდი ხნით დაგანაყრებთ, ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს და ტოქსინებს გამოდევნის. ეს საზამთროს დიეტის მხოლოდ რამდენიმე უპირატესობაა, რაც წონაში კლებას ხელს უწყობს.

დიეტა სხვა პროდუქტებსაც მოიცავს, რომელთაც მნიშვნელოვანი კვებითი ღირებულება გააჩნიათ. ასევე ენერგიას შეგმატებთ, რაც ორგანიზმს ყოველდღიურად სჭირდება.

საზამთროს უპირატესობა წონაში დასაკლებად

მიზეზი, რის გამოც საზამთრო დიეტის დროს იდეალური პროდუქტია, იმაში მდგომარეობს, რომ ის 95% წყალს შეიცავს. წყლის ეს პროპორცია ორგანიზმს ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობით სითხეს აწვდის და თირკმლებს წმენდს.

დანარჩენი მკვებავი ნივთიერებები 100 გრამზე დაახლოებით 24 კალორიაა, რომელის საზამთროს სიტკბოზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ეს ხილი გახდომის დროს იდეალური თანამეგზურია.

საზამთრო ასევე შეიცავს A, B6 და C ვიტამინებს, მნიშვნელოვან მინერალებს, ასევე რკინას, კალიუმსა და ნატრიუმს. ეს არა მხოლოდ იმუნური სისტემისთვის არის სასარგებლო, არამედ კანს ჯანსაღს ხდის.

შედეგად ნაოჭები მცირდება და შემაერთებელი ქსოვილები ძლიერდება. კალიუმი ჭარბ რაოდენობის წყალთან კომბინაციაში შარდსასქესო გზებს წმენდს.

საზამთრო არა მხოლოდ ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს, არამედ ცელულიტის დონეს ამცირებს.

როგორ მუშაობს საზამთროს დიეტა

ამ დიეტის წესი საკმაოდ მარტივია: თქვენ დღეში 3-ჯერ საზამთრო უნდა მიირთვათ. შეიძლება შეუძლებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ არც ისე შეუძლებელია. საზამთრო ბევრად უფრო უნივერსალურია, ვიდრე ფიქრობთ.

შეგიძლიათ საზამთრო რამდენიმე მეთოდით მოამზადოთ: სუფთა სახით ან სასმელის სახით.

საზამთრო სხვა პროდუქტებს შესანიშნავად ერწყმის, როგორიცაა ყველი, ტოსტი, მარცვლეული, კაკალი და თესლი.

საზამთროს სმუზი

ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა ნესვი
  • 1 ჭიქა საზამთროს რბილობი
  • მწიკვი გახეხილი კოჭა (სურვილის მიხედვით)

უბრალოდ ყველაფერი დააბლენდერეთ. შედეგად ძალიან ეფექტურ გასახდომ სასმელს მიიღებთ.

შეგიძლიათ დღეში 2 ჭიქა დალიოთ. ერთი ჭიქა დილით, უზმოზე და მეორე წახემსების დროს.

დეტოქს სასმელი კიტრით და ლიმონით

კიტრი უჯრედისს, წყალს, მაგნიუმს, კალციუმს, A, C, E ვიტამინებსა და კალიუმს შეიცავს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • პატარა კიტრი
  • 1 ჭიქა კუბებად დაჭრილი საზამთროს რბილობი
  • ½ ს/კ ლიმონის წვენი
  • შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ

უბრალოდ დააბლენდერეთ და იმწამსვე დალიეთ, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

დღეში 2 ჭიქა სასმელი შეგიძლიათ დალიოთ.

საზამთროს სალათი

სალათის მწვანე ფოთლები წონაში დასაკლებად იდეალური პროდუქტია. 1 პორციის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 100 გრ სალათი აისბერგი ან ნებისმიერი სხვა, 100 გრ საზამთრო, 2 პომიდორი, კიტრი და მწვანე ხახვი. ასევე ზეითუნის ზეთი, ვაშლის ძმარი, ჰიმალაის ან ზღვის მარილი და შავი წიწაკა.

ინგრედიენტები დაჭერით და აურიეთ.

მოსართავად ზეითუნის ზეთი, ძმარი, მარილი და წიწაკა აურიეთ.

მოსართავი დაუმატეთ და გემრიელი, საზაფხულო სალათით ისიამოვნეთ.

ორივე სასმელი, მათ შორის საზამთრო და სხვა ინგრედიენტები, დიეტის რაციონს შეადგენს, რომელიც შედეგის შესამჩნევად 7 დღე უნდა დაიცვათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.