Connect with us

ყვავილები

როგორ დავამუშაოთ პომიდვრები იოდით ფიტოფთორების საწინააღმდეგოდ

ფიტოფთორები მცენარეებზე უსიამოვნო მოვლენაა. ეს დაავადება არა მხოლოდ ფოთლებს, არამედ თავად ნაყოფსაც აზიანებს. არა ერთმა მებოსტნემ მის გამო მოსავალი დაკარგა. გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, როგორ მოაშორონ დაავადება მცენარეებს. ისინი ფიტოფთორების საწინააღმდეგოდ იოდს იყენებენ.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ იოდი ადამიანის ორგანიზმში მთავარ როლს ასრულებს. მისი დეფიციტი იმუნიტეტის სისუსტით და სხვადასხვა დაავადებებით გვემუქრება. ეს ნივთიერება მცენარისთვისაც აუცილებელია. დღეს გასწავლით, როგორ გამოიყენოთ იოდი ფიტოფთორის საწინააღმდეგოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

რატომ არის სახიფათო ფიტოფთორი

ფიტოფთორი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც ყველაზე მეტად ძაღლყურძენასებრთა კულტურისთვის არის სახიფათო, მისგან სხვა მცენარეებიც იტანჯებიან. აი, ფიტოფთორის ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

  1. თესლის დაინფიცირება
  2. მაღალტენიანი გარემო
  3. მუდმივ ნისლი და ცვარი
  4. იოდის დეფიციტი მცენარეებში

რატომ არის ეფექტური იოდი ფიტოფთორის საწინააღმდეგოდ

იოდი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება როგორც მცენარეების გამოსაკვებად, ასევე დასანამად. ის არეგულირებს ისეთ ფიზიოლოგიურ პროცესებს, როგორიცაა ფოტოსინთეზი და სუნთქვა.

იოდი ფიტოფთორის საწინააღმდეგოდ ეფექტურია ხსნარის სახით. მის მოსამზადებლად 10 ლ წყალს 10 წვეთი იოდი და 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ. ამ სითხით მცენარის ღერო და ფოთლები ყოველ კვირა დაამუშავეთ. 4 პროცედურა საკმარისი იქნება.

პროფილაქტიკის მიზნით მოამზადეთ ასეთი ხსნარი: 10 ლ წყალს 1 ჭიქა ნაცარი და 10 წვეთი იოდი დაუმატეთ. ჯერ მცენარე წყლით კარგად მორწყეთ, შემდეგ – ხსნარით. სჯობს პროცედურა საღამოს ჩაატაროთ.

იოდის სასუქს პომიდვრის, კიტრის, კარტოფილის, ხახვის, მარწყვის და ჭარხლის გასაზრდელად იყენებენ. საშუალება ყვავილოვან მცენარესაც კარგად იცავს.

იოდის ხსნარით შეგიძლიათ დაამუშაოთ როგორც თესლი, ასევე ნერგი. მებოსტნეები გირჩევენ, მცენარეები ზრდის დროს დანამოთ. ასეთი პროცედურა მცენარის იმუნიტეტს აძლიერებს.

ფიტოფთორის პროფილაქტიკა

საპროფილაქტიკო იოდის სასუქის მოსამზადებლად 10 ლ წყალს 40 წვეთი იოდი დაუმატეთ. როგორც კი მცენარეებზე ყვავილები გამოჩნდება, თითოეული ბუჩქი 0,5 ლ ხსნარით მორწყეთ. პროცედურა ერთ თვეში გაიმეორეთ.

იოდს მცენარის ღეროებზე ფიტოფთორის საწინააღმდეგოდ ასე იყენებენ: წყალი და იოდი 2:1 პროპორციით აურიეთ. შემდეგ ფუნჯით ხსნარი მცენარის ღეროს წაუსვით. ასეთი პროცედურა ყოველ კვირა გაიმეორეთ. სულ სამჯერ.

შესაძლოა, ასეთი პროფილაქტიკის მეთოდები თქვენთვის უცნობი არაა, რადგან იოდს ფიტოფთორის საწინააღმდეგოდ უკვე მრავალი წელია იყენებენ. ეს იაფი, მაგრამ ეფექტური და გამოსაყენებლად მარტივი საშუალებაა. რაც მთავარია, საკუთარ მოსავალზე უკვე არაერთმა მებოსტნემ გამოცდა. თქვენც თამამად გირჩევთ!