Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ განვსაზღვროთ და რა გავაკეთოთ? 7 ყველაზე გავრცელებული ავტოიმუნური დაავადება

სტატისტიკის მიხედვით, ავტოიმუნური დაავადებების მქონეთა 80%-ს ქალებ წარმოადგენენ. თუმცა ამ დაავდებებმა შეიძლება ნებისმიერი სქესის ადამიანი შეაწუხონ, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათი ამოცნობა და მათტან მოქცევა.

მოცემულ მომნეტში 80 დაავადებაზე მეტია აღწერილი. ზოგიერთ მათგან თავისი განსაკუთრებული სიმპტომები აქვთ, თუმცა უმეტესობას საერთო სიმპტომები ახასიათებს: დაღლილობა, ძილის უკმარისობა, მსუბუქი ტემპერატურა და სხვადასხვა სახის შეშუპებები და ანთებები. მკურნალობა პრობლემის მიხედვით ინიშნება. ზოგჯერ საქმეს დიეტა და ზოგიერთი საკვების გამორიცხვა აგვარებს. რაც უფრო ადრე გამოვლინდება დაავადება მით უფრო მარტივია მასთან გამკლავება.

1. რევმატული ართრიტი

ქალების 4%-ს ემართება, ანუ ყოველ ოცდამეხუთეს. ვლინდება როგორც სხეულში არსებული მტკივნეული შეშუპება. განსაკუთრებით კი სახსრებში. ოსტეოართრიტისგან განსხვავდება სიმპტომების უფრო სწრაფი განვითარებით: წონის კლება, სიცხე, დაღლილობა და მადის კლება. მას ტკივილგამაყუჩებლებითა და სიცხის დამწევებით მკურნალობენ. მკურნალობისას სამკურნალო ფიზკულტურასაც იყენებენ.

2. ლუპუსი

ამ დაავდებით 1,5 ადამიანია დაავადებული და მათგან 10% მაკაცია. დაავადება სახსრებს, კანს, თირკმელებს, გულსა და ფილტვებს აზიანებს – მოკლედ რომ ვთქვათ მთელს სხეულს. ამის გამო მას შეიძება მრავალი სახის სიმპტომი ქონდეს. ეს თავის ტკივილიც შეიძლება იყოს, ასევე უსიამოვნო შეგრძნებები ხელებსა და ფეხებში, ასევე ანემია, თითების გალურჯება და ა.შ. მის სამკურნალოს სტეროიდებსა და შიდა ორგანოებზე დატვირთვის შესამციებელ მედიკამენტებს იყენებენ.

3. ხაშიმოტოს სინდრომი

ტირეოდიტის ეს სახეობა მაშინ ჩნდება როდესაც იმუნური სისტემა ფარისებს ჯირკვალს ესხმის თავს. ის შეიძლება უფროსებშიც გამოვლინდეს და ბავშვებშიც. სიმპტომები: უსიამოვნო შეგრძნებები კისრის მიდამოებში, დაღლილობა, წონის მატება, ჰორმონალური ცვლილებები, კუნთების ტკივილი, ცივი ხელები და ფეხები, მშრალი კანი და ფრჩხილები, თმის ცვენა და ა.შ.

4. ფსორიაზი

კანის დაავდება რომლის დროსაც უჯრედები უფრო სწრაფად იზრდებიან ვიდრე საჭიროა. მისით ავადდებიან როგორც მამაკაცები ასევე ქალბატონებიც. ის შეიძლება სხეულის ნებიმიერ ნაწილში გაჩნდეს. იყიდება სპეციალური დამატენიანებელი საშუალებები თუმცა სინათლის თერაპიასა და განსაკუთრებულ დიეტებსაც იყენებენ.

5. ფსორიაზული ართრიტი

შეიძება ფსორიაზის გარეშე ვითარდებოდეს. ყველაზე ხშირად მსხვილ სახსრებს აზიანებს, რომლებიც გტკივდებათ და მოძრაობას გრთულებთ. დაავადება მკურნალობა იოლად ექვემდეგბარება თუ ადრეულ სტადიაზე შენიშნავთ და მკურნალობას დაიწყებთ.

6. შეგრენის სინდრომი

იმუნური სისტემა ნერწყვის, ცრემლისა და სხვადასხვა ჯირკვლებს აზიანებს. მცირდება სეკრეტი გამოყოფა რასაც მშრალი თვალის სინდრომთა, პირის და ვაგინის სიმშრალემდე მივყავართ. ემატება ტკივილი ფეხებშ და მუდმივი დაღლილობა. ამ სინდრომისგან ჩოგბურთელი ვენუს უილიმსი იტანჯება. ითვლება რომ ეს გენეტიკური პრობლემაა და საქმე რომელიღაც ვისრუსსა თუ ბაქტერიაშია. მკურნალობა სიმპტომების კიეხედვით ხდება.

7. სკლეოდერმია

ეს დაავადება 100 ათასუ ადამიანიდან 24 ადამიანს უჩნდება, ის ჭარბი კოლაგენის გამოყოფით ხასიათება. კანი ხდება სქელი, დაჭიმული და სიარული ჭირს. ასევე სქელდება თირკმლის, ფილტვების და საყლაპავი ტრაქტის ქსოვილები. შეიძლება სიმპტომების სხვადასხვა წამლებით შემსუბუქება, ასევე სამკურნალო ფიზკულტურით დაკავება.