Connect with us

ჰოროსკოპი

როგორ განვკურნოთ სხეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჩვენს ცხოვრებაში ზოგიერთი რამ წინასწარ განსაზღვრულია. დაბადების დღემ და საათმა თითოეულს საკუთარი ბედი დაუწესა.

ბუნებრივია, თითოეულ ადამიანს აწუხებს ექნება თუ არა მას ოჯახი, მდიდარი იქნება თუ არა და ასევე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასეთი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ, თუ პროფესიონალ ასტროლოგს დაუკავშირდებით.

ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს თავისი სუსტი მხარე აქვს. როგორც წესი, ერთსა და იმავე ნიშანს მსგავსი დაავადებები აწუხებთ. დაავადება სჯობს თავიდან აიცილოთ, ვიდრე იმკურნალოთ.

იმის ცოდნა, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და როგორ გააძლიეროთ ჯანმრთელობა, შანსს გაძლევთ, რომ მრავალი წინასწარ განზრახული დაავადება თავიდან აიცილოთ.

ვერძი

ვერძის ფიზიკური და ფსიქიკური ზიანი თავის ტკივილში, თავდაჯერებულობის დაკარგვასა და კანის სხვადასხვა პრობლემებში გამოიხატება. ამ პრობლემების მოსაგვარებლად ვერძს ეგოს დაბალანსება მოუწევს.

თუ საკუთარ ცხოვრებას შეხედავთ, მიხვდებით, რომ ან სიბნელეში ჩაკეტილი ხართ, ან იმაზე მეტი ვალდებულება გაქვთ აღებული, ვიდრე შესრულება შეგიძლიათ.

ჰარმონიული მდგომარეობის დაბრუნება აღდგენის გზაზე დაგაყენებთ!

კურო

კუროს დისბალანსი ხშირად სტაგნაციის გრძნობაში ან ცვლილების შიშში გამოიხატება. გარდა ამისა, კუროს შეიძლება კისრის, ზურგის ზედა ნაწილის და ყელის არეში დისკომფორტი აწუხებდეს.

მან დიდი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რომ სამომავლო ნაბიჯები გონივრულად დაგეგმოს. კონტროლირებადი და მიზანმიმართული ცვლილებების განხორციელებით მკურნალობის პროცესი დაიწყება!

რაც შეეხება კისრის, ზურგის ზედა ნაწილის და ყელის არეში დისკომფორტს, კურომ სიმღერა უნდა სცადოს, რომ სხეულის ეს ნაწილი გაავარჯიშოს.

ტყუპები

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ჯანმრთელობის პრობლემები ჯერ კიდევ ბავშვობიდან ეწყება. მიზეზი ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიურია. სხვადასხვა ნერვული დარღვევები და ორჭოფობა იმუნიტეტის დასუსტებას და ხშირ გაციებას იწვევს.

ტყუპებს სტრესის და ზედმეტი ემოციურობის გამო ნერვულ ნიადაგზე კანზე გამონაყარი, ასევე საკვებსა და მედიკამენტებზე ალერგია ახასიათებს.

მისი ყველა დაავადება ნერვებთან არის დაკავშირებული, ამიტომ რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე გასვლა, კარგი ძილი და ნატურალური საკვები პროდუქტი.

საკვები პროდუქტი დიდი რაოდენობით ფოსფორს, კალციუმს, B,C, E და D ჯგუფის ვიტამინებს უნდა შეიცავდეს. დასვენების და ნეგატიური ემოციების მოშორების ცოდნა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

კირჩხიბი ტყუპების მსგავსად ემოციური და მგრძნობიარეა. ნებისმიერი პირადი პრობლემა შეიძლება მძიმე ავადმყოფობის საწყისი გახდეს. კირჩხიბს ხშირად აწუხებს სურდო, რინიტი და ანგინა.

ქალებმა სარძევე ჯირკვლებს ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციონ. მასტიტის, მასტოპათიის და ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობა არსებობს.

კირჩხიბი ძალიან ნერვიულია, ამიტომ წყლულოვანი დაავადებისა და გასტრიტისკენ არის მიდრეკილი. ასევე კირჩხიბს აწუხებს შეშუპება, ამიტომ ბევრი სითხე უნდა დალიოს და ცხიმიანი საკვების, შაქრის და სახამებლის მიღებისგან თავი შეიკავოს.

მთავარი რეკომენდაცია – წვრილმანებზე ნერვიულობა, აკვიატება და ყველაფრის გულთან ახლოს მიტანას შეეშვით. თქვენი სულიერი ჯანმრთელობა ფიზიკურ ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია.

ლომი

ამ ნიშნის წარმომადგენელმა პირველ რიგში ხერხემალსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უნდა იზრუნოს. ლომს მიოკარდიუმის ინფარქტი ხშირად აქვს.

გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ფეტვის ფაფა მიიღეთ. ფეტვი ბევრ კალიუმს შეიცავს, რომელიც გულის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია. კიტრის წვენი, გარგარის ჩირი და ნიგოზი გულსა და სისხლძარღვებს ასევე აძლიერებს.

სჯობს ცხოველური ცხიმებისგან თავი შეიკავოთ – ის ათეროსკლეროზს იწვევს. ლომის ემოციური მდგომარეობა ნივთიერებათა ცვლაზე გავლენას ახდენს.

სწორედ ამიტომ ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირება სასურველია. ლომი სპორტით უნდა დაკავდეს, განსაკუთრებით სასარგებლოა მთაზე სირბილი – ეს გულს გააძლიერებს და ჭარბი წონის მომატებას ხელს შეუშლის.

ქალწული

ის ძალიან ეჭვიანია. როცა აქტიურ ცხოვრებას ეწევა, საინტერესო სამსახურით და ოჯახით დაკავებულია, საკუთარ დარდებზე ფიქრის დრო არ აქვს და თავს საკმაოდ ჯანმრთელად მიიჩნევს.

სტრესის, დეპრესიის გადატანა ან უსაქმოდ ყოფნა საკმარისია, რომ დაავადებებმა თავი იჩინოს. ყველაფერში დამნაშავე კი უნდობლობაა. სინამდვილეში ქალწულის სუსტი ორგანო კუჭი და ნაწლავებია.

პროდუქტის არჩევისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, კვების პროდუქტები ახალი და სასურველია კუჭისთვის „მძიმე“ არ იყოს.

ალკოჰოლს და ლაქტაციის საშუალებებს უფრთხილდით – ყველაფერი, რაც კუჭს აღიზიანებს, ქალწულისთვის უკუჩვენებულია! ასევე ხშირად აწუხებს კანის პრობლემები – ეგზემა, ქერტლი და ქონის ჯირკვლების ანთება.

სასწორი

სხეულის ყველაზე დაუცველი ნაწილებია თირკმლები და ხერხემალი. სასწორი გურმანია და ეგზოტიკური კერძის, ცხარე სანელებლებისა და სოუსების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ასეთი საკვების მიღების შემდეგ წყურვილი აწუხებს და ბევრ წყალს სვამს.

თირკმლებზე დატვირთვა შეუჩერებლივ მიდის. სასწორს ხშირად აწუხებს მოღუნული ხერხემალი, ოსტეოქონდროზი, ასევე არასტაბილური ნერვული სისტემა.

მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფებზე საკმაოდ ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, გულში ეჭვები აწუხებს და იტანჯება.

სასწორმა უნდა დაისვენოს და მოდუნდეს. შინაგანი ბალანსი ფიზიკური ჰარმონიის გარანტია იქნება.

მორიელი

ბოროტი და მწუხარებით ფიქრებით შეპყრობისას შეიძლება ძალიან სერიოზულად ავად გახდნენ. მორიელის ბევრი დაავადება მისი ფიქრებით არის გამოწვეული.

მორიელმა უნდა დაიცვას ცხვირ-ხახა, გული, ფეხი და ხერხემალი. ხშირად სისხლძარღვების და ვარიკოზული ვენების დაავადება აწუხებს.

ლომს ინფექციური, როგორც რესპირატორული ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები, ასევე ვენერიული, სქესობრივი გზით გადამდები, დაავადების რისკი აქვს.

მორიელის რაციონში ახალი ბოსტნეული (სატაცური, კომბოსტო, ბოლოკი), ასევე ხილი (ლეღვი, შავი ალუბალი, შავქლიავი, ხურტკმელი) აუცილებლად უნდა იყოს.

მშვილდოსანი

ამ ნიშნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანოა ღვიძლი. მშვილდოსანს კარგად მორთული კერძები უყვარს, ხოლო კალორიული დესერტის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ეს ადრე თუ გვიან ღვიძლის დაავადებას იწვევს.

არასწორი კვების გამო ხშირად აწუხებს პანკრეასი. სწორედ ამიტომ პანკრეასის და ღვიძლის დაავადებების თავიდან ასაცილებლად რაციონს უნდა გადახედოს.

მას ღვიძლის მოსაწესრიგებლად C ვიტამინი (ველური ვარდი, ქაცვი, წითელი წიწაკა) და B ჯგუფის ვიტამინები (გაღვივებული ხორბალი, ხბოს ღვიძლი, კვერცხის გული) სჭირდება.

ჭარბი დატვირთვის გამო მშვილდოსანს ნერვული აშლილობა აწუხებს. მან ბევრი უნდა დაისვენოს და უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვას.

თხის რქა

მისი სუსტი წერტილი კბილები და ძვლებია. სასურველია ძვლის ქსოვილი გააძლიეროთ. ამისთვის მიიღეთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კაკალი, თესლი, ბანანი, ისპანახი, ლობიო, ნიახური, ნუში.

თხის რქას საკმაოდ „ზარმაცი“ მეტაბოლიზმი აქვს, ამიტომ ძალიან ცხიმიან, ცხარე და სანელებლიან საკვებს უნდა მოერიდოს. მისთვის ყველაზე მეტად სასარგებლო ცილებით და რკინით მდიდარი საკვებია.

თხის რქა ხშირად მელანქოლიით შეპყრობილია, შედეგად კი ფსიქიკური დაავადებები აწუხებს. როგორც წესი, თუ თხის რქა ავად ხდება, დაავადება დიდხანს გრძელდება და შეიძლება ქრონიკულ უსიამოვნებაში გადავიდეს.

ამ ნიშნის წარმომადგენელი მზეზე დიდხანს უნდა იყოს, იდეალური ვარიანტია – მზიანი კლიმატი და მთის ჰაერი. ორგანიზმს ვიტამინების კომპლექსებით მხარი აუცილებლად დაუჭირეთ.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის ტიპიური პრობლემა სისხლძარღვების დაავადებაა. აქედან გამომდინარე, მერწყულმა B და E ვიტამინებით მდიდარი საკვები უნდა მიიღოს.

შეიძლება ნივთიერებათა ცვლის პრობლემებმა შეგაწუხოთ, ამიტომ ნატრიუმის ქლორიდი აუცილებლად მიიღეთ, რომელსაც ახალი ხილი და ბოსტნეული შეიცავს.

მერწყულს ამინდის მკვეთრი ცვლილება ცუდად გადააქვს. მას წნევის ცვლილებები, თავის ტკივილი და უძილობა აწუხებს. ასევე ართრიტის და თრომბოფლებიტის მიდრეკილება არსებობს.

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მერწყულისთვის აქტიური ცხოვრების წესი და გარემოს ხშირი შეცვლა სასარგებლოა.

თევზები

მთავარი პრობლემა სუსტი იმუნიტეტია. ყველა დაავადება მას ეკვრის, რადგან ორგანიზმს მიკრობებთან, ვირუსებთან და შინაგანი ორგანოების მუშაობის დარღვევასთან გამკლავება არ შეუძლია. შედეგად თევზებს სტრესი და დაღლილობა აწუხებს.

თევზებმა დღის რეჟიმს და რაციონს ყურადღება უნდა მიაქციოს. სასურველია, ვიტამინები მიიღოს.

თევზებს ნივთიერებათა ცვლის პრობლემები, ასევე შეშუპება აწუხებს, ამიტომ პროტეინებით მდიდარი საკვები აუცილებლად სჭირდება.

მათ მიეკუთვნება უცხიმო ხორცი, იოგურტი, კაკალი, კვერცხი. ეს პროდუქტები სხეულიდან ჭარბი სითხის მოშორებას ხელს უწყობს. თევზებმა განსაკუთრებული ყურადღება ფეხებს და ქუსლებს უნდა მიაქციონ, რადგან ვარიკოზის, რევმატიზმის და შეშუპების რისკი არსებობს.

ასტროლოგების რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.