Connect with us

თავის მოვლა

როგორ გამოვიყურებოდეთ 27 წლის გოგოსავით 37 წლის ასაკში: მეგან მარკლის კოსმეტოლოგმა მისი შინაურული ნიღბის რეცეპტი გაამხილა

ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ბრწყინავენ, ჟურნალების გვერდებზე თავს იწონებენ და პაპარაცების ობიექტივებში შესანიშნავად გამოიყურებიან. მოდით გულწრფელები ვიყოთ: მათი კანი ელასტიურობას კარგავს, კონტურები ქრება, ხოლო სახეზე ავბედითი ნაოჭები ჩნდება. ვარსკვლავების არსენალში, რომლებიც საკუთარ გარეგნობაზე უამრავ ფულს ხარჯავენ, უფრო ბიუჯეტური საშუალებაც გვხვდება.

მაგალითად, 37 წლის მეგან მარკლი, რომელიც 27 წლის გოგოსავით გამოიყურება, სახლის კოსმეტოლოგიის და ყველა შესაძლო ანტიასაკობრივი ნიღბის მოყვარულია, რომელიც არა მხოლოდ პრინცესებისთვის, არამედ უბრალო მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომია.

ჰერცოგიინის პირადმა დერმატოლოგ-კოსმეტოლოგმა, ნიკოლა ჯოსმა, ერთ-ერთი ასეთი რეცეპტი გაგვიზიარა. კურკუმას ნიღაბი მეგანის საყვარელი ნიღაბია – სამეფო საიდუმლო, რომლის გამოყენება ყველას შეუძლია.

სახლის კოსმეტოლოგია

ნიკოლა ჯოსი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა თავისი საფირმო სკულპტურული მასაჟის ტექნიკით და პლასტიკური ქირურგიის გარეშე სახისთვის ახალგაზრდობის და სილამაზის დაბრუნების უნარით.

ვარსკვლავების კოსმეტოლოგს დასვენება არ აქვს. მის კაბინეტში შეგიძლიათ შეხვდეთ გვინეტ პელტროუს, კეიტ მოსს, პრიანკა ჩოპრას და ახალგამოჩეკილ სასექსის ჰერცოგინიას – მეგან მარკლს.

ცოტა ხნის წინ ნიკოლამ ჰერცოგინიას საყვარელი რეცეპტი გაამხილა, რომელიც ქოქოსის ზეთსა და კურკუმაზეა დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ 37 წლის მეგან მარკლის სახეზე ერთი ნაოჭის დანახვაც კი გაგიჭირდებათ!

ინგრედიენტები:

  • ½ ს/კ ქოქოსის ზეთი
  • ½ ჩ/კ კურკუმა
  • 1 ს/კ კეფირი ან ნატურალური იოგურტი

მომზადება და გამოყენება:

  1. ინგრედიენტები ერთგვაროვანი, პასტის მსგავსი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  2. მზა ნიღაბი სუფთა, გაწმენდილ სახესა და კისერზე სქელ ფენად წაისვით. 15-20 წუთით გაიჩერეთ.
  3. ნიღაბი ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით.

ნიკოლა ჯოსი, როგორც თავად ჰერცოგინია, შედეგით აღფრთოვანებულია! კოსმეტოლოგის თქმით, სწორედ ასეთი შინაურული ნიღაბი კანს შესანიშნავად ატენიანებს, მის ფერს აუმჯობესებს და ღრმა ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის.

ეფექტური შინაურული სახის ნიღაბი შესანიშნავი მეთოდია, რომ საკუთარ თავზე ზედმეტი ხარჯის გარეშე იზრუნოთ. მას მსუბუქი და სრულად ნატურალური შემადგენლობა განასხვავებს, რაც მთავარია, თქვენ თავად ირჩევთ, თუ რომელი ინგრედიენტი აურიოთ და კანზე წაისვათ.

ჰოლივუდის კოსმეტოლოგი, ნიკოლა ჯოსი სამზარეულოს 5 პროდუქტს გამოყოფს, რომელსაც კანის საბაზო პრობლემების გადაჭრა შეუძლია: განათება, გაწმენდა, დატენიანება და ჯანსაღი ბზინვარება.

1. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი ზეთებს შორის პირველ ადგილზეა და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნატურალური საშუალებაა კანის მოსავლელად. მისი გამოყენება შეგიძლიათ ცალკე, ან შინაურული ნიღბის ბაზად.

ქოქოსის ზეთი კანს შესანიშნავად ატენიანებს და კვებავს, აქერცვლას ხელს უშლის, აახლებს და აახალგაზრდავებს. ზეთის გამოყენება კანს წამებში არბილებს და მას უფრო გლუვს და ხავერდოვანს ხდის.

2. კურკუმა

ჯოსი ყველას, ვისაც გარეგნობის გაუმჯობესება სურს, სანელებლების ყუთში ჩახედვას ურჩევს. კურკუმა კოსმეტოლოგიაში ძალიან დაფასებულია, რადგან ის მგრძნობიარე კანს ამშვიდებს და ანთებას აქრობს. ღია ფერის აღმოსავლური სანელებელი ქოქოსის ზეთში აურიეთ – გამათეთრებელი და დამატენიანებელი ნიღბის მარტივი რეცეპტი, რომელიც მეგან მარკლს ძალიან მოსწონს.

3. შვრია

შვრიის ფანტელები არა მხოლოდ დაბალანსებული საუზმის ნაწილია, არამედ სახის კანისთვის სასარგებლო პროდუქტია. ნედლი სახით შეიძლება შესანიშნავი სკრაბი გახდეს. ამისთვის 1 მუჭა შვრია თხევად ბაზას (ქოქოსის, ნუშის ან ზეითუნის ზეთი) აურიეთ და ცოტა თაფლი დაუმატეთ.

შვრია რბილი ექსფოლიანტის სახით მოქმედებს, მკვდარ უჯრედებს ნაზად მოგაშორებთ და კანს უფრო გლუვს და მბზინვარეს გახდის. კიდევ ერთი შინაურული რეცეპტი, რომელიც სასექსის ჰერცოგინიას მოსწონს.

4. კვერცხის ცილა

კვერცხის ცილა შინაურულ ნიღბებში ხშირად გვხვდება: ნატურალური თერაპიის რამდენიმე სეანსი საკმარისია, რომ კანი ჯანსაღი და დაჭიმული, ახალი და მოვლილი გახდეს, ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი იქნება, ხოლო ეპიდერმისი უჯრედულ დონეზე გაძლიერდება. ალბათ, ეს ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი მეთოდია კანის გასაღიავებლად და გასაახლებლად სულ რაღაც 15-20 წუთში.

5. თაფლი

შემახორცებელი და დამამშვიდებელი თაფლი შინაური ნიღბების შესანიშნავი ინგრედიენტია. ნიკოლა ჯოსი ვარსკვლავ კლიენტებს ურჩევს 1 კოვზი თაფლი მცირე რაოდენობის ნატურალურ იოგურტს აურიონ და სუფთა სახის კანზე წაისვან – მშრალი და გაღიზიანებული კანი წამებში დამშვიდდება!

სწორი კვება, ჯანსაღი ძილი, კარგი განწყობა და კანის მოვლის ნატურალური საშუალებები შესანიშნავი გარეგნობის და კარგი განწყობის გასაღებს წარმოადგენს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.